მინდა მიყვარდეს

მინდა მიყვარდეს, მინდა ვუყვარდე. მენატრებოდეს, ვენატრებოდე. 
მეც მინდა ერთად ვსეირნობდეთ, ვსაუბრობდეთ, ღამით მთვარის შუქზე ერთად ვუცქერდეთ ვარსკვლავებს ჩახუტებულები, ერთად ვფიქრობდეთ, ერთმანეთზე ვფიქრობდეთ.
ეჭვიანობდეს, ბუზღუნებდეს, ტიროდეს მე კიდე ვამშვიდებდე, ვჩხუბობდეთ და ისევ ვრიგდებოდეთ, გამუდმებით ვსაუბრობდეთ, მე ჩემს სიხარულს ვუზიარებდე ის კი იცინოდეს ჩემს ხუმრობებზე.
ზამთარში, სიცივეში მათბობდეს. მინდა ვუყვარდე, ყოველ წამს ჩემი ალერსი და კოცნა სწყუროდეს. ყოველთვი ჩემთან, ჩემი ნახვა უნდოდეს, ჩემი ჩახუტება ენატრებოდეს.
ოცნებებს, ფიქრებს მიზიარებდეს. მინდა ერთად დავფრინავდეთ ღრუბლებში და არაფერზე ვფიქრობდეთ. მინდა ერთმანეთის გარეშე არ შეგვეძლოს ცხოვრება და ერთმანეთს ვუფრთხილდებოდეთ.
ერთმანეთს არაფერს ვუმალავდეთ, არ ვატყებდეთ, არ ვღალატობდეთ!
მინდა ჩემსავით ფიქრობდეს, ჩემსავით ბედნიერი მხოლოდ იმიტომ იყოს რომ მე ვყევარ.
ერთად ვცხოვრობდეთ, ერთმანეთის გულისცემა, ერთმანეთის სუნთქვა გვესმოდეს. მინდა მიყვარდეს, მინდა ვუყვარდე!

ჰმ! რა ტრაგიზმია, რა სენტიმენტალიზნი, რა დრამა მაგრამ რეალობა. არ ვიცი რამდენჯერ დამისვამს საკუთარი თავისთვის კითხვა თუ რატომ არავინ მიყვარს, რატომ არავისსადმი განვიცდი იმ გრძნობას რასაც სიყვარული ქვია. მე სიყვარულს ფიზიკურ ლტოლვას ვარქმევდი, მხოლოდ ფიზიკურ სიმპათიასთან ვაიგივებდი და ამით ვიმშვიდებდი თავს რომ ჩემი იდეალის შესაფერისი არავინ გამოჩენილა მაგრამ ეს პოსტი ხომ ნაწილობრივ ქილიკით და იუმორით დაიწერა, მაშინ პრობლემა ჩემშია?! არადა სულ ასე მემართება: ვინც მე “მიყვარდა” მას არ ვუყვარდი, ვისაც ვუყვარდი მე არ ვაქცევდი ყურადღებას. ალბათ ცალმხრივი სიყვარულისთვის ვარ განწირული 🙂 უკვე ყურს მობეზრდა ერთიდაიგივე ფრაზები, იგივე ჭკუის სწავლებები რომ სიყვარული თავისით მოდის, თავისით ხტება გულში და ა.შ. რამოდენიმემ მითხრა -შენს რომელიღაც პოსტში ამოვიკითხე გოგოს პირველი არასდროს ეუბნები რომ გიყვარსო და სწორედ ეს არის სჰენი პრობლემაო. ალბათ ასეც არის. არ ვიცი.

დღეს მეგობართან ერთად ქუჩაში მივდიოდი და გზად პატარა სკვერი გავიარეთ. მზიანი, ნათელი და თბილი დღე იყო, უკვე გაყვითლებული ფოთლები ცვიოდა ძირს, მოჩუქურთმებულ სკამებზე კი წყვილები ისეთი ბედნიერი თვალებით შესცქეროდნენ ერთმანეთს, ისე გულწრფელად გამოხატავდნენ სიყვარულს. მომინდა მეც, ერთ-ერთ სკამზე ვმჯდარიყავი მაგრამ ვისთან ერთად?! გავიფიქრე და ბავშვობის მეგობარს, რომელსაც ბრმად ვენდობი და რომელიც თავიდან ბოლომდე “მოხარშულს” მიცნობს ვკითხე:
-როგორ გგონია, რისი ბრალია სიყვარული რომ არ შემიძლია?!
გაეცინა და ისეთი თვალებით შემომხედა მივხვდი რომ აშკარად გაუკვირდა ჩემგან ეს მოულოდნელი კითხვა მაგრამ რამოდენიმე წუთში სრული სერიოზულობით მიპასუხა:
-ეს გზა სულ ამაზე ფიქრობდი?! როგორ გითხრა, შეგიძლია სიყვარული მაგრამ ბრმა ხარ! სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. შეგიძლია იმიტომ რომ სხვაგვარად არ იქნებოდი ასეთი ხასიათების (ხასიათებში რა იგულისხმა ვერ მივხვდი მაგრამ ჩაძიება დამეზარა), არ იქნებოდი თუნდაც დღეს აქ, არ იდგებოდი ჩემს გვერდით, ვერ/არ იარსებებდი! მაგრამ ბრმა ხარ იმიტომ რომ შენ ბევრს უყვარხარ, ხო უსტად იმ სიყვარულით და იმ გულით რასაც ახლა მეკითხები მაგრამ ვერ ამჩნევ (შემდეგ ჩამომითვალა რამოდენიმე ადამიანის სახელები რომლესაც აქ შეგნებულად არ დავწერ), რადგან არ გიყვარს ეს იმას არ ნიშნავს რომ სიყვარული არ შეგიძლია. უბრალოდ ეგ ყველაზე საზიზღარი ჩვევა უნდა მოიშორო, რაც შენში ყველაზე ძალიან მაღიზიანებს, ზოგჯერ ისეთი ამაყი ხარ შენს გვერდით თავი გაყიდული მონა მგონია (ეს ისე თქვა და ისე გაიცინი რომ მეც თავი ვეღარ შევიკავე), ზოგჯერ უნდა დაძლიო (ალბათ მას ეს ჩემი კომპლექსი გონია) ეს “სიამაყე” და უთხრა რომ გიყვარს, ზოგჯერ მინიმუმ უნდა აგრძნობინო “მას” შენი სითბო.
-მაგრამ ვის?! პასუხით გაკვირვებულმა ძლივს ჩავაკვეხე სიტყვა მაგრამ მან თითქოს ვერ გაიგო და განაგრძო
-არადა შენ რომ ბრმა არ იყო აი ზუსტად აი იქ იჯდებოდი შენც (და თავის გაქნევით ერთ-ერთ სკამზე მანიშნა სადაც რამოდენიმე ნაბიჯში ქალი სხვადასხვა ფერის და ზომის, აშკარად ნაზ და სურნელოვან ყვავილებს ყიდიდა) ერთ-ერთ სკამზე ბედნიერი მასთან ერთად (ისევ სახელები ჩამომითვალა) და იფიქრებდი რომ ცოტაც კმარა სრული ბედნიერებისთვის! 🙂 ბოლოს გამიღიმა და სიგარეტს მოუკიდა.
ასეთ პაუხს მისგან ნამდვილად არ მოველოდი და მთელი გზა თითქოს ყელში ბურთი მქონდა გჩხერილი, მათზე (ზემოთ ჩამოთვლილ სახელებზე) ვფიქრობდი და სათითაოდ წარმოვიდგინე როგორ ვზივარ მათთან ერთად ჩახუტებული სკამზე მაგრამ ვერ შევძელი, ბოლომდე მაინც ვერ აღვიქვი საკუთარი თავი! მაინც ვერ წარმოვიდგინე მათ გვერდით თავი! (არადა ერთ-ერთი ნამდვილად ჩემი იდეალია 😦 )
არ ვიცი, როგორც ყოველთვის აქაც დავიბენი, როგორც ყოველთვსი ისევ თავგზა ამებნა მაგრამ ვიცი რომ უბრალოდ მინდა ვუყვარდე და მინდა მიყვარდეს! ორმხრივი, ნამდვილი და ძლიერი სიყვარულით!

Advertisements
Categories: თინეიჯერები, My Life | ტეგები: , , , , | 12 Comments

პოსტის ნავიგაცია

12 thoughts on “მინდა მიყვარდეს

  1. :)) ისე ერთხელ ჩემს მეგობარს მეც დავუსვი რაღაც მაგდაგვარი კითხვა და მიპასუხა “უაზროდ ამაყი ხარო”, მაშინ 17 წლის ვიყავი, ეხლა 22-ს ვარ, მაგრამ ისევ ისეთად დავრჩი და მსგავს კითხვებსაც აღარ ვსვამ, იმიტომ რომ გავაცნობიერე ჩემი ხასიათის სირთულე და ალბათ ველოდები იმ ადამიანს რომელთანაც გული მიმივა და ჩემს ამ “უაზრო სიამაყეს” გვერდით გადავდებ. რაც არ უნდა ესადაგებოდეს ადამიანი შენს “იდეალს” თუ გული არ მიგდის იქ არაფერი გამოვა…

  2. იცი რა, ჩემო კახი, რომ იცოდე, ვისაც ჰგონია, რომ ვერ იყვარებს, სწორედ იმას შეუძლია დიდი სიყვარული, ძნელად და იშვიათად, მაგრამ ყველაზე მძაფრად და ტკივილიანი სიხარულით…და როცა ეს მოვა, მაშინ გვერდზე გადადებ იმას, რასაც შენ სიამაყეს ეძახი… თუმცა, მე რომ მკითხო, ეგ სიამაყე არაა, უფრო დაურწმუნებლობაა საკუთარ გრძნობაში. მენდე… საკუთარი გამოცდილებით გეუბნები :).

  3. სიყვარული, ცრემლები,ტანჯვა,ტრაგიზმი,რომანტიკა–აოიეეეე!!!!ფშიუუუუ!!!!
    კახის გული ღია ყოფილა დავიძარით აბა ერთხმად და დავიპყროთ!!!! დაიცადეთ!!!რიგი დაიკავე ქალო, ვერ მიყურებ ამხელა “ზეს”???? გადამრევს ეს ხალხი!!!
    –კახიიიი!!!მიყვარხააარ!!! ჩემი ტელეფონის ნომერია 4562**** დამირეკე ან დამიმესიჯე– სიყვარულით ვერძი95. გელოდები ოშმ მეტრო ღრმაღელეს მეორე სტოლბასთაან!!! მპუაჰ!!! ;დდდდდ

  4. იმედია კახი არ მომკლავს მხოლოდ აქსიომას კომენტარი რომ წავიკითხე :დ

  5. :დ:დ:დ:დ:დ:დ სად გეჩქარება ნეტა გამაგებინა :დ შეგიყვარდება დაიცადე :დ ან თუ ვერ ითმენ მოატყუე ვინმე მიყვარხარო უთხარი, ცოტა ხანს ითამაშე, მერე შენც დაიჯერებ :დ თუ ვერ დაიჯერებ მიატოვე სხვა მონახე :დ ერთ ბიჭზე 11 გოგო მოდის საქართველოში :დ 10ზე სცადე და მე11ზე უეჭველი გაგიმართლებს :დ:დ:დ:დ

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: