აუ, იცით გუშინ რა მაგარი სექსი მქონდა??

სათაურმა მოგხიბლა, უფროსწორედ დაგაინტრიგა/დაგაინტერესა?? ე.ი (არ მინდა შეურაცხყოფად მიიღოთ და) თქვენც ქვემოთ მოყვანილ ბირჟის დამახასიათებელი პროტოტიპები ხართ 🙂

დავიწყოთ იქიდან რომ ბლოგზე უკვე მრავალჯერ გაჟღერდა სიტყვები სექსი, ქალიშვილი, არატრადიციული მეგობარი, sex – პარტიორი ბიჭი/გოგო და ა.შ. მაგრამ წინა პოსტის ბოლოში ვახსენე არსებული ქართული რეალობის მთავარი (ძირითადი) პრობლემა რაც ძირფესვიანად ცვლის ქართული ინტიმური ცხოვრების ჩვეულებებს და ერთფეროვან, ბანალურ ჩარჩოში აქცევს. ჩარჩოებიც თანდათან პატარავდება და რჩება მხოლოდ ერთი მოძველბიჭურო ხასიათის ლექსიკონური განმარტებით რომ ვთქვათ – ტრაბახი.

ქართველებს (მეტწილად ბიჭებს) სექსი გვეამაყება და ეს ჩვენი ცხოვრების პრიორიტეტად განვსაზღვრავთ, რატომღაც თითოეულ ჩვენთაგანს გვგონია რომ ჩვენ ვართ ის ერთადერთები ვისაც შეუძლია ქალის დაკმაყოფილება და ისეთ დეტალებს ვააშკარავებთ რაც მხოლოდ ორ ადამიანს შორის უნდა დარჩეს და არა ბირჟაზე განსახილველ თუ “საკაიფო” თემად იქცეს. გუშინდელი ღამის (სექსის) დეტალებზე საუბარი თითქოს ერთგვარი რიტუალია, როცა ბიჭი ყვება და სხვა დანარჩენი წარმოსახვით აღადგენს სიტუაციას გონებაში და ხვდებიან რა მაგარი ტიპი დგას მათ წინ, როგორი ძლიერი და თამამი, რა სასწაულებრივად უსაზღვროდ დიდი ფანტაზიის მფლობელი და ა.შ.

სწორედ ამიტომ არის რომ საქართველოში ჯერ ისევ არსებული (თუმცა კი ოდნავ შერყეული) ქალიშვილობის ინსტიტუტი ისევ ფიქრობს ჩააბაროს თუ არა “გამოცდები” ასეთ “ტიპებს” რომლებიც მათ სახელებს ბირჟაზე გაიტანს და განსახლიველ თემად მათი ინტიმური კავშირი გახდება. ამით ის თითქოს ძმა-ბიჭებში სახელის დამკვიდრებას ცდილობს და რატომღაც ეს ეფექტური ხერხია იმისა რომ დაამტკიცოს რომ ის ბოლომდე გულახდილი მათთან. რა მარაზმია! 😐

აქვე კიდევ არსებობს პატარა ბრობლემა, ეს კი ისეთივე სასაცილო და ამავე დროს დამაფიქრებელი რამ არის როგორც ჯამბაზის დამახასიათებელი ორი სახე, ბევრი რომ აღარ გამიგრძელდეს მოკლედ ვიტყვი (დავწერ), ამ შემთხვევას არ ვიცი რა სახელი დავარქვა, ალბათ ამაზე სექსოლოგებს არ უფიქრიათ ჯერ და თავიანთ ნამუშევრებში არ აღუნიშნავთ თინეიჯერებში ეს მწვავედ გავრცელებული ჩვევა.

ქუჩაში შემთხვევით შემხვედრი ლამაზი გოგონასადმი ინტიმური ფანტაზიების მეგობართან ხმამაღლა გაჟღერება თუ როგორ, სად და რას უზამდა. თუ როგორ დაიმორჩილებდა და რა ვნებიანი და გიჟური სექსი ექნებოდა მასთან. რეალურად კი სურვილის არსებობის შემთხვევაშიც კი არ ცდილობს კონტაქტის დამყარებას მასთან, ამით კი მეგობერბსაც ხელ უშლის იმ გოგონასთან მეგობრობაში და შესაძლო სიყვარულშიც კი. უფრო მეტიც, ამით იგი იმ გოგოს “ძმაკაცების თვალში” მეძავის, ბოზის და კახპის სტატუსს ანიჭებს. ხო, ზუსტად ისე რომ მას არც კი იცნობს მაგრამ რადგან ლამაზია, სასურველი და “მადის აღმძვრელი” ე.ი იგი არ ეუბნება არცერთ ბიჭს უარს ან სულაც მას მდიდარი მეგობარი ბიჭი ყავს 🙂

რამდენჯერაც შევსწრებივარ ასეთ შემთხვევას იმდენჯერვე მინანია რომ საქართველოში დავიბადე და ასეთი მენტალიტეტის, ლოგიკის და აზროვენბის ქვეყანაში ვცხოვრობ მაგრამ რომ არა ასეთი ადამიანები ვერასოდეს დავაფასებდით ევროპის განვითარებულ ქვეყნებს 🙂 მგონი პატარა პოსტია მაგარმ უფრო მეტის დაწერა არც არის საჭირო, ამაზე მეტის განვრცობა და გაწელვა არ მინდოდა რადგან უბრალოდ ამაზრზენია თუნდაც ის რომ ამ თემაზე მიწევს წერა!

Advertisements
Categories: თინეიჯერები, Friendly blogs | ტეგები: , , , , , , | 10 Comments

პოსტის ნავიგაცია

10 thoughts on “აუ, იცით გუშინ რა მაგარი სექსი მქონდა??

  1. აი მეც სულ მაგას ვამტკიცებ, რომ ქართველი გოგოების შეზღუდულობის მიზეზი ისევ ქართველ მამრებშია. პრობლემატური პოსტია. გიწონებ პოზიციას.

  2. არ მგონია ეს პრობლემა მხოლოდ საქართველოში იყოს 🙂

    • რა მნიშვნელობა აქვს მხოლოდ საქართველოში იქნება ეს პრობლემა თუ სხვაგანაც. მთავარია რომ არსებობს ეს რეალობა საქართველოში რაც ვფიქრობ რომ მეტისმედად მძიმე საკითხია 😐

  3. yochag magram ra sashinel qveyanashi vart martla? aba sxva qveyanashi magdenis tvini ki yofnit sad riti iblataon memgoni sexi otaxis farglebs rom cdeba da mudmivi ganxilvis temaa misi xarisxi mitumetes ukve sazizgrobaa

  4. მართლაც საკმაოდ მწვავე საკითხია. მაგრამ ამ პრობლემის გადაჭრას ადამიანის პირადი ცვლილება უნდა განაპირობებდეს და არა საზოგადოებრივი მენტალიტეტის ცვლა. თავად უნდა ხვდებოდეს, რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ამას.
    ყველაზე დიდი პრობლემა რაც არის, ენის უძვლობაა ჩემი აზრით. ორ ადამიანს შორის სქესობრივ მიზიდულობას ინტიმური დაარქვეს იმის გამო, რომ უნდა დარჩეს ამ ადამიანებს შორის, ანუ უნდა იყოს ამ ორისთვის გათავისებული და გაშინაგანებული. არ არის აუცილებელი სპერმით გაჯერებული თეთრეულის მზეზე გამოფენა, მით უმეტეს მაშინ, როცა დაუბანელი ფეხითაც კარგა გვარიანადაა დასვრილი 🙂

  5. gilocavt//////me,,,,,,,,,,sauna//////tkven,,,,,,gulshi//////mersi//////ixareeeeeeee******amin/////gilocavt tbiliselebo!!!!!!!!!!!!amin!!!!!

  6. გამოხმაურება: ჩემი მეგობარი უკვე 2 წლისაა «

  7. Benetoni

    მართალია არამგონია მეც ზემოთ მოყვანილი ბირჟის დამახასიათებელი პროტოტიპი ვიყო მაგრამ რაღაც მომენტში შემრცხვა კიდეც ბევრი ჩემი ახლო მეგობრის მაგიერ :/ მართალია ეს თემა ძალიან ცუდად არის აფიშირებული საქართველოში. შენს მხარეს ვარ ბრატ! არ უნდა ხდებოდეს ესე! ტეხავს რა!

    • otonachyebia@gmail.com

      tan dzalian magrad texavs! 😉
      arada ramdenia isseti gogo vinc martla mase fiqrobs!
      ‘თუ როგორ დაიმორჩილებდა და რა ვნებიანი და გიჟური სექსი ექნებოდა მასთან’ martla ra amazrzenia 😐 mec vici maseti uamravi da texavs raa

  8. Ani

    Yvelaze dzalian shens postebshi sasveni nishnebis nakleboba mxiblav :)) me megona marto me mzgudavda sasveni nishnebi

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: