პირადი ამერია ანუ დროებით

უკვე წელიწადი და 3 თვეა რაც ბლოგი მაქვს და ვცილობ ვწერო, საკუთარ ცხოვრებაზე, აქტიურ მოვლენებზე, საინტერესო თემებზე და ზოგადად ყველაფერზე. ამას არც თუ ისეთი დიდი დრო მიაქვს მაგრამ მეგობრებთან როგორც ადრე ისეთივე ხშირი კონტაქტი მაინც ვეღარ მაქვს. ჩემი “რეალური” მეგობრები ხშირად, ამ ბოლო დროს კი განსაკუთრებით მსაყვედურობენ რომ ძალიან ჩამითრია ვირტუალურმა სივრცემ და რომ უკვე ფესბუქით და ბლოგით ვცხოვრობ, ვსუნთქავ და ვარსებობს. რომ მომწყვიტა რეალურ ცხოვრებას და ამიტომ აღარ მაქვს “პირადი”, თუნდაც რომანებით და სხვადასხვა თავგადასავლებით დახუნძლული ცხოვრება. ეს მართალია!

ინტერნეტმა ცოტა ჩამკეტა, საზოგადოებაში იშვიათად ვერევი, გარეთაც ძალიან იშვიათად გავდივარ. ბოლოს და ბოლოს დღე მძინავს და ღამე ჭოტივით ვარ 😀 ხო სასაცილოა მაგრამ როცა ყველა იძინებს მე მაშინ ვიღვიძებ, მაშინ ვივლებ წყალს, მაშინ ვსაუზმობ და ვრთავ ლეპტოპს. ხოლო როცა იღვიძებენ ხედავენ ლეპტოპში შემძვრალ კახის რომელსაც გვერდით უამრავი გამოცლილი ყავის ფინჯანი და გატენილი საფერფლე უდგას და ყურადღებასაც არ აქცევს მათ.

მაგრამ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ იმდენი პრობლემა და საჩოთირო გამიჩნდა ცხოვრებაში რომ.. ყველაზე მარტივს დავწერ, პირადობა დავკარგე ამის გამო კი ატესტატი ვერ გამომაქვს, პირადობის გამოც ვერ შევდივარ ავტო სკოლაში და ვიმიზეზებ იმას რომ არსად მეჩქარება. თითქოს მართალი ვარ რომ არსად მეჩქარება მაგრამ ოჯახი დაიღალა უკვე ჩემი უსაქმურობითაც. სახლში სტუმარი უფრო მარტივად გაერკვევა სად რა დევს ვიდრე მე, გათიშული ვარ. რაღაცას რომ მეკითხებიან სულ სხვას ვპასუხობ (მათი მოსალმება დილიდან იწყება შემდეგნაირად: -წადი სარკეში ჩაიხედე!). მეგობრებიც სახლში მაკითხავდნენ და ასე რომ ვთქვათ გაგვქონდა თავი მაგრამ ალბათ ისინიც დაიღალნენ. აქტიურობაა საჭირო, მგონი ჯობია ცოტა ხნით ტაიმ აუტი ავიღო (როგორც შარშან) და ცოტა ხნით შევეშვა არარეალურ სამყაროს სადაც მართალია უამრავი მეგობარი მყავს მაგრამ მაინც არარეალურია ყველაფერი..

და თქვენ წარმოიდგინეთ ამ ყველაფერის გადამკიდე მეგობრის დაბადების დღეც კი გამომრჩა, მან კი პრინციპის გამო არ გამაგებინა და ასე რომ ვთქვათ ოდნავ დაიძაბა ჩვენს შორის მეგობრული ურთიერთობა. სამეგობრო წრეში თითქმის ყველას აქვს ფეისბუქი მაგრამ ხშირი მოხმარებით მათი აზრით მე გამოვირჩევი (კახი ვინ, ფეისბუქი?? აი ასე მომიხსენიებენ) მაგრამ არავის აქვს ბლოგი, არავინ წერს და არავინ უზიარებს ვირტუალურ მეგობრებს თავის შეხედულებებს სხვადასხვა თემებზე, არავინ აღწერს თავის ცხოვრებას ასე საჯაროდ. არც ჩემს ბლოგს კითხულობენ. რამოდენიმე დაინტერესდა ადრე მაგრამ არც მიცდია მეკითხა დღემდე კითხულობს თუ არა. ფიქრობენ რომ ეს ტყუილად დროის კარგვაა, არაფრის მომცემი საქმიანობა მაგრამ.. რა აზრი აქვს წინააღმდეგობას და იმის მტკიცებას რომ ეს მხოლოდ ჭიის ხარება და სიამოვნებაა 🙂 რომ ამით ვიცლები მაგრამ ეს უკანასკნელი რომ წამომცდეს ალბათ უარესად დამეძაბება ურთიერთობა მათთან.. ასე რომ ცოტა ხნით ბლოგს და ფეისბუქს უნდა შევეშვა. პირადიც მოვიწესრიგო, დავალეგო ყველაფერი და დავბრუნდები..

სამუდამოდ ვერ დაგემშვიდობებით მაგრამ პოსტებს ისე ხშირად ვეღარ დავწერ როგორც აქამდე 😐

Advertisements
Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , | 8 Comments

პოსტის ნავიგაცია

8 thoughts on “პირადი ამერია ანუ დროებით

  1. Teaa

    წარმატებებს გისურვებ 🙂 ხო იცი ზედმეტი არაფერი ვარგა, ბლოგი და ინტერენეტიც, მათ შორის :დამმოძღვრასმაილი: :დ ნამეტანი არ მოგვანატრო თავი ოღონდ 😉

  2. აბა შენ იცი :))

  3. შე ინტერნეტმანიაკო,შენა.
    მოლედ ასე ქენი :დილიღ 9-12 საათებში,საღამოს 11-01 .სხვა დროს არ დაგინახო 🙂 🙂 🙂
    ხომ კარგი განრიგი შეგიდგინე 🙂

  4. ნაცნობი სიტუაციაა, სექტემბერი და კიდევ რაღაც პერიოდი ზაფხულში მასე გავატარე თითქმის–გათიშული და რეალობას მოწყვეტილი ვიყავი და ბოლოს მივხვდი, არ შეიძლებოდა ასე და ერთკვირიანი ტაიმაუტი ავიღე. ამ მოკლე (?) პერიოდში რეალურ ცხოვრებას ფერები და მე შეგრძნებები დამიბრუნდა… შენც დათქვი საკუთარ თავთან რაღაც ვადა ყველაფრის დასალაგებლად, თავიდან გაგიჭირდება, მაგრამ როცა დაბრუნდები, ეს დამოკიდებულების ფაქტორი შესუსტებბული იქნება, დამიჯერე…
    P.S. ისევ უსაშველოდ გრძელი კომენტარი გამომივიდა : ))

  5. სისულელეა. არავინ თქვას , რომ ინტერნეტი დროს აკარგვინებს. ყველაფერს თავისი დრო აქვს , აი პასუხისმგებლობის მომენტი კიდევ სულ სხვა რამეა. დღისით მეგობრები–ღამე ინტერნეტი– არ არის საკმარისი? თუ დღე და ღამე სულ ნეტში იჯექი და პოსტებს წერდი მაგის თქმა გინდა? არც ადრე იკლავდი თავს აქტიურობით და ტაიმ აუტს რისთვის იღებ ვერ მივხვდი. ვმუშაობ, მეგობრებთან ვერთობი და გათენებამდეც ვუზივარ ნეტს. ვინც ფეისბუქს გეძახის, ისინი თვითონ ათენებენ ნეტში. დილით 5 ზე რომ დაიძინებ 12–1 ზე ვერ უნდა ადგე? საღამომდე ძილი მარაზმია! 8 საათია მაქსიმუმი ძილისთვის!!! ზარმაცი ხარ უბრალოდ და ნუ ატრაგიკულებ სიტუაციას! დღე ადამიანებისთვის– ღამე ნეტისთვის და მოგვარდება ეგ პრობლემაც. უზომო არაფერი არ ვარგა კახიმაუს! 🙂

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: