საგიჟეთი, ქაოსი

სამი, ორი, ერთი.. წკაპ!

მოიტანა!

ხვდები რომ თანდათან უცხოვდები. სხვაგან ხარ, ვერავის და ვერაფერს ცნობ. მძიმდები, ყველაფერი გეზარება. ყველაზე მსუბუქი საგანიც კი ტონობით წონის გეჩვენება. თითქოს გარბიხარ, ვიღაცას ან რაღაცას, რეალობას გაურბიხარ და ამ სირბილში იღლები. ბრუვდები, ფიქრები ირევა. ხან რაზე ოცნებობ, ხან რას მისტირიხარ და ხან რაზე გეცინება. ფერები ქრება და ყველაფერი ნაცრისფერდება, ყველაზე ახლოს მდგარ ადამიანსაც კი სილუეტივით ხედავ, გინდა იფიქრო იმაზე თუ რას ფიქრობს ამ დროს იგი და გეცინება შენივე სისულელეზე, სარკეში განზრახ არ იხედები, ხვდები რომ შენ შენს თავს აღარ ეკუთვნი, გეეჭვება იქიდან ნაცნობმა სახემ “გაგიღიმოს” 🙂

საგნები ერთმანეთში კამათობენ და შენ ეს გესმის. გარეთ ჩიტები ჭიკჭიკებენ შენ კი გგონია აპოკალიფსი დაიწყო. მატარებელი ასიგნალებს შენ კი მეხის გავარდნა გგონია. ავტომობილი გვერდით ჩაგივლის შენ კი ეს ტანკების მთელ კოლონად გეჩვენება. მოხუცს დაინახავ, გაგეცინება. ბავშვს დაინახავ რომელიც ტირის, გაგეცინება. გეცინება და არ იცი რატომ. ერთი სიტყვით რომ ვთქვათ სულ გკიდია ყველაფერი.

ა ლა ლა ლა ლა.

ახლობელი ჭკუას გასწავლის და შენ გკიდია.
დანაშაულს ჩადიხარ რაც კანონმდებლობით ისჯება და შენ ესეც გკიდია.
ვიღაც უკვე დაგცინის, გკიდია.
სულ ცოტა ხნის წინ დიდი რაოდენობით ფული დაკარგე, რა თქმა უნდა ესეც გკიდია.
მეგობარმა რაღაც გკითხა/გთხოვა, შენ კი ისევ გკიდია.
ყურებში ა ლა ლა ლა ლონგ-ს უსმენ და გკიდია.
გზაზე გადადიხარ სადაც ყველაზე ხშირი მოძრაობაა და შენ გკიდია.
მობილურზე უკვე რამოდენიმე წუთია ზარი არ გათიშულა, შენ არც კი გესმის და ესეც გკიდია.
სიგარეტი გინდა, უკიდებ, ეწევი, გკიდია.
ნაცნობ ქუჩაში მიაბიჯებ შენ კი მაინც გიჭირს გზის გაგნება, გკიდია.
ფიქრობ რომ ეს არ უნდა გექნა, თუმცა უკვე მაინც გკიდი და.
სასმლის სუნად ყარხარ, სახლამდე გაძლებ, გკიდია.
მთელი ღამე კლუბში ხმამაღალმა მუსიკებმა დაგაყრუა, გკიდია.
უცებ, აღმოაჩენ რომ უკვე ნაცნობი თვალები გიყურებენ თან არც თუ ისე სანდო მაგრამ გკიდია.
ხვდები რომ რაღაცას ჩურჩულებენ და შენ რა თქმა უნდა გკიდია.
უკვე სახლში, აბაზანიდან ახალი გამოსული, ყავას წრუპავ, სიგარეტს ეწევი, ა ლა ლა ლა ლოგ-ს უსმენ, თავში მომხდარს აანალიზებ, იხსენებ მაგრამ გიჭირს გახსენება, სრული დომხალია, ქაოსი, გადატრიალება, შენ მაინც ისევ გკიდია. პოსტს წერ, უცნაურ და შენგან განსხვავებულ თემას შეეხე. გიჭირს წერა, გეზარება, თითები არ გემორჩილება,  თუმცა ძალიან გინდა რომ დაწერო, რა – არ აქვს მნიშვნელობა. ხვდები რომ არ გამოგდის ისეთი როგორც გინდა, როგორც აქამდე, როგორც ყოველთვის მაგრამ შენ ისევ…. 😀

Advertisements
Categories: თინეიჯერები, My Life | ტეგები: , , , , , , , | 2 Comments

პოსტის ნავიგაცია

2 thoughts on “საგიჟეთი, ქაოსი

  1. ამდენი რამე ’გკიდია’ და ’დამძიმდები’ აბა რა 🙂

    ხოდა დაიკიდე,რა 🙂
    ხოდა შენ ან სეყვარებული ხარ, ან გინდა ,რომ შეყვარებული იყო–ესაა ჩემს მიერ დასმული არაზუსტი დიაგნოზი 🙂

  2. ყველაზე მაგარი მდგომარეობაა, როვა გკიდია და განსაკუთრებით, როცა იცი ცუდს აკეთებ და მაინც მაგარი გკიდია და ისიც იცი, რომ არ გაგეკეთებინა, სწორედ ამ არგაკეთებას ვერ დაიკიდებდი და რაკი გაკეთე უკვე გკიდია :))))

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: