ორი ღამის სამახსოვროდ

იღვიძებ, საშინელ თავის ტკივილს გრძნობ, პირი გიშრება, წყალი გინდა მაგრამ თვალების გახელაც კი გაზრება. ბოლოს ძალას იკრეფ, თავს ოდნავ ზემოთ წევ და ცალი თვალით ათვალიერებ ნახევრად ბნელ ოთახს. ვერაფერს ცნობ და ისევ მოწყვეტით ეშვები ფუმფულა ბალიშზე. უკნიდან ნაზი, მშვიდი სუნთქვა მოგესმა რომელიც თანდათან, ნელა-ნელა მოიწევს შენსკენ და გეხუტება. თავის უკან გატრიალებაც გეზარება. თავის ტკივილი გაბრუებს და ისევ ითიშები. უკვე მობილურის წკრიალი გაღვიძებს რომელიც კალენდარზე მონიშნულ შეხვედრას გახსენებს და არც კი იცი რატომ მონიშნე როცა თავიდანვე იცოდი რომ ეს შეხვედრა არ შედგებოდა.

თავის ტკივილმა გადაგიარა თუმცა მთელი ტანი გაბუჟებული გაქვს და გტკივა. გინდა წამოდგე მაგრამ ისევ ეს ხელები. ნაზად იცილებ წელზე შემოხვეულ ხელებს და დგები, იქვე მიყრილ ტანსაცმელს იღებ და ფრთხილად იცვამ რომ არ გააღვიძო, თუმცა ვინ ჯერ ისევ გაურკვეველია. ხედავ როგორ ტკბილად სძინავს და როგორი თეთრი კანი აქვს, ოდნავ დაჭორფლილ და დაზაგრულს ზურგზე თხელი თმის ფენა ტალღებივით აქვს დაფენილი, სახე ბალიშებში აქვს ჩარგული და შენ ვერ დაელოდები იმას თუ როდის შეიცვლის პოზას რომ დაიკმაყოფილო ცნობისმოყვარეობა. აღარ უნდა დალიო-მეთქი ხომ გითხარი!..

იმ ფიქრებში თუ საიდან და როგორ აღმოჩნდი აქ ჯინსი და კედები უკვე ჩაიცვი, ზედა მხარზე გადაიკიდე, ბოლოჯერ დააკვირდი საწოლში ტკბილად მძინარეს და კარისაკენ წახვედი. კარების საკეტი კი ისეთი უხერხული გასაღები აღმოჩნდა რომ მაინც მოგესმა გვერდითა ოთახიდან ხმა “უკვე მიდიხარ?”. შენ არაფერი უპასუხე თუმცა კი ეს ხმა კარგად დაარქივე გონებაში (მაშინ ფიქრის თავი არ გქონდა) რომ შემდეგ გაგეხსენებინა ვინ იყო. გარეთ გამოხვედი, მზე ჯერ ისევ არ იყო ამოსული, გრილოდა და სუსტი ქარი ქროდა რომელიც ტანზე ისე ნაზად გივლიდა რომ ერთ ხანს თვალებ დახუჭული უსმენდი ზღვის ტალღების ხმაურს. თვალები გაახილე და მზე უკვე ამოსული იყო. მთელი ამ დროის განმავლობაში კი ფიქრობდი იმ შეხვედრაზე რომელზეც კალენდარზე დიდი ასოებით ეწერა დრო, ადგილი და მისი სახელი. დაუფიქრებლად წაშალე, ზედა გადაიცვი და მეგობართან ერთად რომელიც უკვე კაფესთან გელოდებოდა ყავა დალიე. რა თქმა უნდა  სიგარეტთან ერთად და გაგახსენდა რომ გუშინდელი მასთან ვინც დილით ნახევრად მძნარე დატოვე აქ შედგა. სრულიად სემთხვევით და ასევე სრულიად შემთხვევით რომ შეგხვდეს შეიძლება ვეღარც იცნო. არა, გუშინ მართლა არ უნდა დაგელია.

ისევ მობილური აწკრიალდა უცხო ნომრით და რამოდენიმე წუთში კლუბში იყავი, ახალი ნაცნობები შეიძინე, ცოტა ლუდი დალიე და ტანში სიმხურვალე იგრძენი, თვალებზე კი თბილი ხელები. ის იყო. გისაყვედურა უყურადღებობა თუმცა წყენა მალევე გადაავიწყდა, ცოტაც ისევ დალიე, შემდეგ საიდანღაც იუბილარი მეგობარიც გაჩნდა, ცოტა კიდევ დაუმატე და საბოლოოდ თავს ვეღარ ცნობდი თუმცა კარგად გაერთეთ, შემდეგ ფეხით გაისეირნეთ და საღამოს ისე მასთან, დილით უცნობ, ახლა კი ნაცნობ ოთახში იყავი. გათიშული იწექი საწოლზე და ხედავდი არსებას რომელსაც ცალ ხელში კონიაკის ჭიქა ეჭირა მეორეთი კი სიგარეტს ეწეოდა თან ნაზად არხევდა ტანს, მადისაღმძვრელად გიყურებდა და მსუიკას ხმას სულ უფრო და უფრო ხმამაღლა უწევდა. თანდათან, ნელი ნაბიჯით შენსკენ მოდიოდა, თან ისევ ნაზად ცეკვავდა. შენ უყურებდი და გეღიმებოდა, აშკარად მოგწონდა, შენი იდეალი იყო და თანი მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი გეგონა. ბოლოს კი უკვე რამოდენიმე ბაბიჯი გაშორებდა მასთან.. გრძნობდი სიმხურვალეს, ადრენალინს, იწვებოდი, ღრიალი გინდოდა, მუსიკა კი არ ჩერდებოდა..

გამთენიისას კი ისევ ისე მიატოვე მძინარე, როგორც წინა დღით, ისევ ნახე მეგობარი და ისევ იმ კაფეში დალიე ყავა მაგრამ რამოდენიმე საათში უკვე თბილისში, სახლში იყავი და უკვე გენატრებოდა..

Advertisements
Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , | 8 Comments

პოსტის ნავიგაცია

8 thoughts on “ორი ღამის სამახსოვროდ

  1. ”ტანში სიმხურვალე, თვალებზე თბილი ხელები ” ❤

  2. ო,ეს ახალგაზრდული თავგადასავლები…

  3. Teaa

    rogor momewona kaxi ! dzalian magaria! …..

  4. ლიზიკუნა

    “რამოდენიმე საათში უკვე თბილისში, სახლში იყავი და უკვე გენატრებოდა”- ამას გაგრძელება უნდა ქონდეს წესით))))

  5. გამოხმაურება: თბილისი – ბათუმი 2 (დანაპირები რომელმაც 1 წელი დააგვიანა) «

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: