გოგონა დრაკონის ტატუთი (ვეძებ სალანდერს)

ბლოგერები ერთ დღესაც შევიკრიბეთ და გავემართეთ ბაკურ სულაკაურის გამომცემლობისკენ სადაც გველოდებოდა ერთგვარი კონკურსი “გოგონა დრაკონის ტატუთი” 🙂 როცა კითხვა დავიწყე უნდა ვაღიარო რომ პირველი 30 გვერდი მეტისმეტად ჩახლართული, გაუგებარი და უინტერესო მომეჩვენა მაგრამ შემდეგ გამოჩნდა რამოდენიმე სახასიათო პერსონაჟი რამაც ინტერესი აღმიძრა და ჩამითრია წიგნში სადაც ყველაფერი მოულოდნელი, დაძაბული, გაურკვეველი და სახიფათო აღმოჩნდა. ინტრიგების კორიანტელი, ლაბირინთების, რებუსების ზღვა. იმდენად ჩახლართული იყო ყველაფერი ერთმანეთში რომ არც მეგონა კვანძი ოდესმე თუ გაიხსნებოდა. როგორც წიგნის უაკანა ყდაზე წერია “ერთი ამოსუნთქვით იკითხებაო” მასე არ აღმოჩნდა თუმცა კი მარტივად იყოლიებს წიგნი მკითხველს.

არცერთი წიგნის წაკითხვის შემდგომ არ მიფიქრია ამდენი როგორც ამ საკმაოდ დიდ და ჩახლართულ ისტორიაზე. არ მინდოდა დამთავრებულიყო, (არ მინდოდა რა, უბრალოდ არ მოველოდი ასეთ უბრალო დასასრულს, რაღაც მაშტაბურ ფინალს ველოდებოდი, ისეთს რაც ჯერ არ მქონდა წაკითხული) მასში აღწერილი ინტიმური სცენები ცოტათი სხვა სამყაროს ქმნის და მკითხველს ავიწყებს იმ მიზანს და დავალებას რაც პერსონაჟებს და მკითხველს ევალებათ. რომ უნდა გახსნან იდუმალებით მოცული საქმე, უნდა გამოიძიონ თოთიეული დეტალი და მივიდნენ ერთ კონკრეტულ პასუხამდე “სად არის ჰარიეტი”. თუ წიგნი არ გაქვს წაკითხული შეუძლებელია გაიგო რას ნიშნავს ან რატომ მაინცდამაინც გოგონა დრაკონის ტატუთი (იგივე ქალთმოძულე კაცები).

წიგნის კითხვის დასრულებისთანავე ვუყურე ფილმს რომელიც სწორედ ამ ბესტსელერის, გოგონა დრაკონის ტატუთი-ს მიხედვით არის გადაღებული და ვფიქრობ ფილმის ნახვას ნამდვილად ჯობს წიგნის წაკითხვა. ფილმში ბევრი რამ გამოტოვებულია, გადაკეთებული და (პირდაპირ რომ ვთქვათ) სახელის გარდა სხვა არაფრით გავს წიგნს, წიგნში კი მეტი ემოცია, გრძნობები და მსჯელობა ჩანს, ნაბიჯ-ნაბიჯ არის აღწერილი თითოეული დეტალი რაც ფილმში მე პირადად ნამდვილად ვერ დავინახე..

მოკლედ რომ აგიღწეროთ შინაარსი ასეთია:         შვედეთის ერთ-ერთ კუნძულზე 40 წლის წინ მოხდა მკვლელობა, რომელის გამოძიებასაც უკვე 82 წლის ჰენრიკ ვანგერმა ნახევარი სიცოცხლე შეალია. მას სიბერეშიც ერთადერთი სურვილი აქვს: გაიგოს, ვინ მოკლა მისი საყვარელი ძმის შვილიშვილი და ვინ ცდილობს მთელი ამ დროის განმავლობაში მისი ჭკუიდან შეშლას (მას ეჭვი ოჯახის წევრებზე მიაქვს თუმცა დამამტკიცებელი საბუთი ვერსად იპოვა). ჰენრიკ ვანგერი საქმის გამოსაძიებლად ქირაობს ახალგაზრდა ჟურნალისტს, მიქაელ ბლუმკვისტს, რომელიც ფინანსური პრობლემების გამო იძულებულია, კარგი ანაზღაურების სანაცვლოდ ჩაერთოს გამოძიებაში; მასთან ერთად გამოძიებაში მონაწილეობს საზოგადოებისგან გონებაშეზღუდულად გამოცხადებული ახალგაზრდა ჰაკერი გოგონა დრაკონის ტატუთი, ლისბეთ სალანდერი… ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული ამ სამი ადამიანის მიერ წარმოიებული გამოძიება, რომელიც ფოტოებით, საარქივო მასალებში ქექვით და ადგილობრივთა მოგონებებზე დაყრდნობით მიმდინარეობს, მკითხველისათვის წარმოუდგენელი შედეგით დასრულდება… ბლუმკვისტი ზუსტად ერთ წელიწადში ამოხსნის იმ ამოცანას რაც ვანგერმა ნახევარი სიცოცხლე შეალია, რაც ნაწილობრივ სალანდერის წყალობით მოხდა და რაც ვერავის წარმოედგინა. ამ გამოძიების პერიოდში უამრავ სხვა დეტალებსაც აეხდება ფარდა რაც ვანგერების ოჯახის სახელს, ავტორიტეტს მიწასთან გაასწორებს…

რაც შეეხება პერსონაჟებს: წიგნში უამრავი ნაცნობი ადამიანი ამოვიკითხე, ვითომ არავისგან გამორჩეული, ერთი შეხედვით ჩვეულებრივი მაგრამ მაინც აშკარად ჩანს მათი თამაში ერთმანეთის მიმართ.. ცხოვრებისეული ფაქტები, მოვლენები, მოთხოვნილებები, მათი დამოკიდებულება სხვადასხვა თემებზე, მსჯელობა, კრეატიულობა და დებატები, ეს თითქოს ამძაფრებს რეალობას და მკითხველიც მათი მეგობარი ხდება..

სალანდერი, იგივე გოგონა დრაკონის ტატუთი ცამეტი წლის იყო, როცა სასამართლომ, მცირეწლოვანთა დაცვისა და მეურვეობის კანონის თანახმად, წმ. სტეფანის სახელობის უფსალას ბავშვთა ფსიქიატრიულ კლინიკაში გაამწესა. გადაწყვეტილება მას მერე მიიღეს, რაც დაასკვნეს, გოგონა ემოციურად გაუწონასწორებელი და თავისი თანაკლასელებისა და, სავარაუდოდ, თავისი თავისთვისაც, ძალიან საშიშიაო. მას შემდეგ მას ყოველთვის პრობლემები ჰქონდა, ხელისუფლებასთან, პოლიციასთან და მის აღმზრდელებთან. მას ვერავინ ეგუებოდა და ყოველთვის გარიყულად გრძნობდა თავს. არავის ენდობოდა და მისი პატივისცემითაც არავინ გამოირჩეოდა. მაგრამ ამ ყველფრიდან გაომდინარე გასაოცარი ის არის რომ იგი ძალიან ნიჭიერი გოგონა იყო, ფოტოგრაფიული მეხსიერება ქონდა რაც ეხმარეობა მას სამსახურში დავალებების შესასრულებლად, მას კარგად შეეძლო ადამიანის ბოლომდე გამოცნობა და მისი უამრავი ფარული დეტალების გამოაშკარავება.

მიქაელ ბლუმკვისტმა (მეტსახელად კალე ბლუმკვისტი), ახალგაზრდა ჟურნალისტმა კარიერის დასაწყისშივე მოახერხა და პოლიციასთან თამაშრომლობით გახსნა ყველასთვის მოულოდნელად ისეთი საქმე რამაც შევედეთი შეძრა, მან ამით დაიმკვიდრა თავისი სახელი პრესაში როგორც ყველაზე ობიქტური და ენერგიული ჟურნალისტი.. იგი ფლობდა გაზეთ “მილენიუმს”, ამავე დროს ცდილობდა მკითხველთათვის თავად მიეწოდებინა შვედეთის ეკონომიკური და პოლიტიკური ანალიტიკა რომელიც მის მიერ ობიექტურად შუქდებოდა, მან დაწერა წიგნი ყველა იმ თაღლით ბიზნესმენზე თუ პოლიტიკოსზე რომელიც ატყუებდა ხალხს და ფარულად აწარმოებდნენ გარიგებებს რის საშუალებითაც ფულის გათეთრება ხდებოდა.

წიგნში კიდევ მრავლად არის საინტერესო ისტორიების მატარებელი უამრავი პერსონაჟი რომელიც ერთმანეთთან პირდაპირ თუ არა ირიბად მაინც არის დაკავშირებული..

მე კი წიგნში მხოლოდ ერთმა პერსონაჟმა მომხიბლა, არა იმიტომ რომ წიგნის ერთ-ერთი მთავარი გმირია, არა იმიტომ რომ სწორედ ის გოგონაა დრაკონის ტატუთი, არა! სალანდერმა მომხიბლა თავისი ხასიათებით, აზროვნებით და ლოგიკით. მიყვარს მოაზროვნე და ჭკვიანი გოგონები 🙂 მეეჭვება დღევანდელ საქართველოში სალანდერის მსგავსი (არა მხოლოდ მხარზე ტატუთი მსგავსებით) გოგონა მოიპოვებოდეს, (მართალია ამით ვეწინააღმდეგები ჩემს იდეალს მაგრამ მაინც!) ვეძებ სალანდერს! /ან სალანდერის მსგავს მაინც :/

“გოგონა დრაკონის ტატუთი” (შვედური ორიგინალის სახელწოდებაა “ქალთმოძულე კაცები”) პირველი წიგნია ე.წ “მილენიუმის ტრილოგიისა”, რომელიც გამოცემისთანავე 40 ენაზე ითარგმნა და 21-მილიონიანი ტირაჟით გაიყიდა. ტრილოგიის მსოფლიო ბესტსელერად ქცევას სამწუხარო ავტორი ვერ მოესწრო – ის 2004 წელს, ტრილოგიის გამოცემამდე ერთი წლით ადრე, 50 წლის ასაკში ინფაქტით გარდაიცვალა..

წიგნის ღირებულება მხოლოდ 10.90 ლარია რაც ვფიქრობ ღირს იმად რომ ეს უბრალოდ წაიკითხო! 🙂

Advertisements
Categories: თინეიჯერები, Friendly blogs, My Life | ტეგები: , , , , , , , , , | 8 Comments

პოსტის ნავიგაცია

8 thoughts on “გოგონა დრაკონის ტატუთი (ვეძებ სალანდერს)

  1. მეორეთ ვარ შენს ბლოგზე და ორივეჯერ გოგოს ეძებ, ხომ მშვიდობაა? 😀

  2. არ წამიკითხავს. ისეთი ბუმი როა რამეზე, ვერ ვკიტხულობ ხოლმე :))) პოსტი მომეწონა 🙂

  3. საიდან გადმოიწერე ფილმი ?

  4. ეხლა ვამთავრებ ამ წიგნის კითხვას :

  5. rus.

    ძალიან საინტერესო წიგნია. პირველიც და მეეორეც )) თუ იცით მესამე წიგნი თარგმნილია ქართლად? მადლობა წინასწარ

  6. ძალიან მაგარი წიგნია :* საერთოდ მილენიუმის საგა უმაგრესია ^_^

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: