არ განადიდო, უბრალოდ შეიყვარე

მე მივდივარ! გაყინული სიტყვებით და მზერით, მხრებ აჩეჩებული და უაზროდ ბედნიერი ის ადამიანი გეტყვის ვისთვისაც არ გენანებოდა ქათინაურები, სითბო, სიყვარული და ვისაც არ უმალავდი გრძნობებს მის მიმართ. მხოლოდ ის მიგაგდებს, მოგისვრის ნაგავზე ვისთვისაც გეგონა რომ ცოცხლობდი და მის გარეშე ვერ წარმოგედგინა მომდევნო დღე, მზის ამოსვლა და ა.შ.

ზუსტად, ზუსტად ის ადამიანი შეგაქცევს ზურგს ვისაც ყოველ დღე ეფერებოდი ფიქრებში, ყოველ დღე ეუბნებოდი რომ არ გინდა რომ დაკარგო, ყოველ დღე მისით იწყებოდა და მისით მთვარდებოდა. როცა პირველი აღიარებ რომ გიყვარს, როცა პირველი ეტყვი “მიყვარხარ”

ეს ყველაფერი კი მარტივად და ოდნავ უხეშად რომ ვთქვათ “თავში ავარდნის” ფაქტორია.
მარტივი ლოგიკა. ზედმეტი არაფერი ვარგა, მათ შორის არც ურთიერთობაში და სიყვარულში!

(ალბათ ამას არ უნდა ვწერდე მაგრამ) მაგრამ სჯობს გვიან ვიდრე არასდროსო!

ეს პატარა მაგალითი იმისა თუ რატომ არ უნდა ეთამაშო, შეიყვარო თუ უბრალოდ განადიდო ადამიანი:

იყო ერთი გოგო, საკმაოდ მიმზიდველი, თავისებური შარმი ქონდა, უყვარდა როცა ბიჭებს “კერავდა”, თავს აყვარებდა, მოკლედ რომ ვთქვათ მათ გულებს იპყრობდა. შემდეგ მათზე, მათ გრძნობებზე თამაშობდა, დასცინოდა. მოტყუებული კი არასდროს, არასდროს რჩებოდა. იცოდა ვის როგორ მიდგომოდა. კიდევ უფრო მოკლედ რომ ვთქვათ, კარგად ცნობდა მამრობითი სქესის ფსიქიკას. ეს თითქმის ყველამ იცოდა, ყველამ იცოდა რომ ის მხოლოდ ერთობოდა. მაგრამ მის ცხოვრებაში მოულოდნელად გამოჩნდა ადამიანი რომელმაც ყველაფერი აურია და შეცვალა. შეცვალა არა მისი ხასიათი არამედ ცხოვრება. (პირობითად!) გიომ დიდი ხანი იცადა და ხელსაყრელ მომენტში (პირობითად!) ნინის გაცნობა მოახერხა. სიმპატიური ბიჭი, ლამაზი გოგო! ერთი შეხედვით იდეალური წყვილი მაგრამ თუ კარგად დააკვირდებოდით აშკარად შენიშნავდით ყალბ და უბრალო თამაშს. მათ სექსიც კი არ ქონიათ, მაშ სხვა რა მიზეზია გიოს ასეთი მონდომების?? რატომ უთვალთვალებდა ნინის?? ალბათ მასთან ახლოს ყოფილიყო, დასახული მიზანი ბოლომდე შეესრულებინა ან უბრალოდ ჟინი ქონდა ამის, ალბათ იმიტომ რომ მისი სუსტი წერტილის პოვნა უნდოდა, შემდეგ ისეთი სცენების გათამაშება რომ ეჭვი ვერავის აეღო, . და ეს მართლაც კარგად მოახერხა! 🙂 ამ ყველაფერს ცინიკურად რომ შევხედოთ გიო სცენარისტი, ნინი კი მსახიობი გამოდის მაგრამ მაყურებელი დიდად არ არის აღფრთოვანებული, აპლოდისმენტებს მაინდამაინც ვერ იმსახურებდენ.
ამ ყველაფერს დიდი ისტორია აქვს თავისი თავგადასავლებითურთ მაგრამ ყველაზე მთავარი ის არის რომ მათი გაცნობის შემდეგ დიდი დრო გავიდა. ამასობაში კი ნინი მიხვდა რომ შეუყვარდა. აი ასე, გიომ ეს მოახერხა. დილა მასზე ფიქრით იწყებოდა, მისი ნახვის სურვილი კლავდა, მისი სითბო ენატრებოდა, მისი ერთი მესიჯი თითოეულ კოცნად მიაჩნდა, მისი კოცნა კი სამყაროსგან მოწყვეტას, ღრუბლებში ფრენად. ნინი აღარ თამაშობდა თუმცა გიო სცენარს არ უხვევდა, წერდა და წერდა! დასასრული, როგორც ყველაფერს ამ ქვეყნად, მათ ცხელ, თბილ თუ ცივ ურთიერთობასაც ქონდა. გიომ პირდაპირ, სკვერში, ერთ მზიან დღეს უბრალოდ მიატოვა. თავი შეაყვარა და მიატოვა. სწორედ ისევე გაერთო როგორც ნინი, ზუსტად ისევე უსიტყვოდ ადგა და წავიდა როგორც ნინის სჩვეოდა გამომშვიდობება, მაშინ როცა ბიჭების გულებს იპყრობდა. უსიტყვოდ, ჩუმად, უკან მოუხედავად და ნელი ნაბიჯებით 🙂 მას შემდეგ ნინის აღარ უნახია ის, თუმცა ვეღარც სხვასთან “გართობას” ბედავს.

ეს მოკლედ აღწერილი რეალური ისტორიაა და ვხვდები რომ ოდნავ თემას გადავუხვიე, მინდოდა იმის თქმა რომ ზედმეტი ფერება, ალერსი, სიყვარულის გამოხატვა, კოცნა-ხვევა და ა.შ და ა.შ ზოგჯერ აუბრალოებს ყველაფერს, მუღამს უკარგავს იმ გრძნობას რასაც თუნდაც სიყვარული ქვია. ბოლო-ბოლო მხოლოდ და მხოლოდ სექსი ხომ არ არის არა ამ ქვეყნად?? :*

(პ.ს ისტორიასთან არანაირი შეხება არ მაქვს, +გამიმართლა)

Advertisements
Categories: თინეიჯერები, My Life | ტეგები: , , , , , , , | 8 Comments

პოსტის ნავიგაცია

8 thoughts on “არ განადიდო, უბრალოდ შეიყვარე

  1. როცა რამდენიმე სტრიქონი წავიკითხე უკვე ზუსტად ვიცოდი რა უნდა დამეწერა კომენტარში და იმავე წამს წავაწყდი ჩემს სათქმელსაც: ,,ზედმეტი არაფერი ვარგა, მათ შორის არც ურთიერთობაში და სიყვარულში!”

  2. აი მე ვარ დებილი ადამიანი…და გამაგებინეთ რა შუაში იყო ის,რომ გოგო ბიჭებით ერთობოდა იმასთან რომ სიყვარულში ,,ზედმეტი” არაფერი ვარგა :დ

    • შუაში არა, თავშია 🙂 თუნდაც იმით რომ ამ თამაშში მოგებული არცერთი მხარე არ არის, სიყვარულში კი თავის გამოდება და ყოველ წამს იმის მტკიცება თუ როგორ გიყვარს (მე ვფიქრობ) ყველაფერს ცვლის.

  3. სექსი მართლაც არაა ერთადერთი რამ,მაგრამ მეეჭვება სითბომ გააუბრალოოს ურთიერთობა,მგონი პირიქითაა.

  4. ნასტასია

    უბრალოდ, კარგად უნდა იცოდე სამიზნე ობიექტის არჩევა და შეიძლება მთელი ეგ შენი კოცეფციები თავდაყირა დაგიდგეს 🙂

  5. ააა აი თურმე რა..მაშინ ასე: ,,სიყვარულს რად უნდა ყვირილით ,,მიყვარხარ”, ჩურჩულიც ეყოფა =))მაგრამ მე მაინც მგონია, რომ ყველაფერი უნდა გააკეთო და თქვა მაგ ,,მდგომარეობაში” რაც გულიდან წამოვა=))

  6. ლიზიკუნა

    ჯერ თვითონ ისტორიას რაც შეეხება. პრინციპში იმ გოგომ რაც დაიმსახურა ის მიიღო. თავისნაირი შეხვდა და როგორც ის თამაშობდა გრძნობებით ისე ითამაშეს მის გრძნობებზე. საერთოდ არანაიარად არ მიმაჩნია გამართლებულად რომ ვიგაცის გრძნობა აბუჩად აიგდო. უყვარხარ -უმადლოდე ღმერთს რომ შენს მიმართ სიყვარულს გრძნობენ და მოწონებას თუნდაც. ეხლა რაც შეეხება ზედმეტობას -ნაკლებობას. მაინც ვფიქრობ სიყვარულში ზედმეტი არაფერია. თუ ორ ადამიანს გულწრფელად უყვარს ერთმანეთი ზღვარი როგორ უნდა დააწესო რომ ზედმეტი არ მოგივიდეს არ ვიცი:) პირიქით უნდა მაქსიმუმი გასცე რათა მიიღო კიდეც. და თუ ეს თვალში საცემი ხდება და მომაბეზრებელი მაშინ იქ სიყვარულიც არაფერ შუაშია. როგორ შეიძლება მოგბეზრდეს და შემაწუხებელი იყოს არ ვიცი) და მესამეც რა თქმა უნდა სექსი ერთ ერთი მთავარი არაა, მაგრამ მაინც მაქამდე მივა) დაგვირგვინდება::) მაგრამ მაგით ხომ არ იწყება ურთიერთობა….თუმცა ზოგი იწყება.

  7. აი პიველი სტრიქონები რომ წავიკითხე დედსვფიცავარ ზუსტად საკუთრი თავი დავინახე კახიიი არცკი ვიცი რა გითხრა მიუხედავად ამისა სიყვარული ზედმეტი არასოდესა (ჭკუას ვერ ვსწვლობ)

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: