მე დავივიწყე პირველი თოვლი’ც

ერთი წლის წინ (როცა უკვე ბლოგი მქონდა თუმცა ვერ გავბედე ამის დაწერა) როცა ზუსტად ასე, მოულოდნელად წამოვიდა თოვლი, შუა ქუჩაში ვიდექი და მას ველოდებოდი, დარწმუნებული ვიყავი რომ არ მოვიდოდა და როგორც სჩვევიათ “გადამაგდებდა”, მიზეზებს კი რა დალევდა. ზუსტად მაშინ როცა ქუჩაში ვიდექი და თოვლი წამოვიდა გარშემო ვერავინ გაოცებას ვერ მალავდა. ზოგს უხაროდა, ზოგს სციოდა, ზოგს კი როგორც ასევე დღეს სულ ეკიდა რა ამინდი იყო, მერამდენედ თოვდა და საერთოდ რა ხდებოდა 🙂 კარგად მახსოვს, მაშინ თოვლი კი არ გამკვირვებია, ქუჩაში ჩემსავით გაოცებული სახეებით, ბედნიერი სახეებით მიმომავალ ადამიანებმა გამაკვირვეს. ვფიქრობდი მართლაც როგორ სულ ცოტა კმარა რომ გაიღიმო, ჩაეხუტო, გათბე და გაათბო. მე კი ვიდექი და ველოდებოდი. აი მაშინ ვიგრძენი პირველად თავი მიტოვებულად, მაშინ ვიფიქრე პირველად რომ არავის ვჭირდებ(ოდ)ი, მაშინ ვეღარ ვგრძნობდი ფიფქებს სახეზე და ერთი სიტყვით (მგონი) მაქედან მოყოლებული მიყვარს “ასეთ” დროს ქუჩებში სიარული. მაშინ, ის პირველი თოვლი, პირველი ფიფქები, პირველი ყველაზე ნათელი დღე საშინლად აღიბეჭდა გონებაში.

დღეს კი ვიჯექი ფანჯრის წინ, მუხლებზე ლეპტოპით, ყურებში მშვიდი მელოდიით, სიგარეტით და ვფიქრობდი, მაგრამ რაზე აღარ მახსოვს. ალბათ უამრავ რამეზე, უამრავ სისულეებზეც, ბევრ ტყუილებზეც, მოკლედ – ყველაფერზე..

ჩემი ერთადერთი პრობლემა ურთიერთობაში ის არის რომ ადამიანს უცებ ვეჩვევვი, მარტივად შემიძლია ვენდო სრულიად უცხო ადამიანს. ძალიან სწრაფად, სპონტანურად ხდება ჩემი მასთან გაშიშვლება ანუ თუ ადამიანისადმი ოდნავი სიმპათია მაინც გამიჩნდა ისეთი მიამიტი ვხდები რომ ბოლომდე მინდა გავაცნო საკუთარი თავი, ისეთი რაღაცეებიც ვაღიარო, თუნდაც ისეთი რამეები ვუამბო რისი თქმაც სხვასთან გამიჭირდება. ასევე კატეგორიულად მოვითხოვ მისგანაც რომ იგივე გაკეეთოს. მაგრამ როცა ეს ყველაფერი წყობრში დგება და თითქოს ურთიერთობა თანდათან აეწყო შემდეგ იჩენს თავს კარგად ნაცნობი ეჭვიანობა, ეგოიზმი, კომფლიქტი, გაუთავებელი დაპირისპირება და ბუზღუნი. ბოლოს კი ეს ყველაფერი ერთ-ერთს ბეზრდება და პირველი ბედავს თქმას რომ დროებით (რასაკვირველია დროებითში სამუდამო იგულისხმება) უნდა გავწყვიტოთ ურთიერთობა. რამდენჯერ შეიძლება ასე მოხდეს მაგრამ შევეჩვიე უკვე თითქმის ასეთ ურთიერთობებს. ალბათ სიგიჟეა მაგრამ ჯერ ვერავინ შეძლო ჩემი გაძლება.

გაძლებაში კი იგულისხმება 24 საათიანი კონტროლი, უაზროდ დიდი ყურადღება, ზოგჯერ ვიცი ეს მომაბეზრებელია მაგრამ ვგონებ უმეტესობას სიამოვნებდა კიდეც მაგრამ როცა მობეზრდათ მე ვეღარ შევიცვალე, დავრჩი ისეთივე მესაკუთრედ როგორიც ვიყავი და მათი საყვედურები მაინცდამაინც დიდს ვერაფერს ცვლიდა. რა საშინელებაა, ვხვდები მაგრამ როგორ შევიცვალო არც ის ვიცი. თუმცა არც ის მგონია ეს საზიზღარი შეგრძნება – ეჭვიანობა როდისმე არ განვიცადო საყვარელი ადამიანის მიმართ. ზოგჯერ თავს განზრახ ვიკავებ კიდეც რომ ეს საშინელება ჩავახშო მაგრამ როცა მგონია რომ მოვერია მაშინ ამოსკდება ხოლმე და ისევ გაუთავებელი კომფლიქტი და ა.შ

წინა წელთან შედარებით დღეს ვხვდები რომ (ოდნავ მაინც) გავიზარდე. თუნდაც აღარ დავუშვებ იმ შეცდომებს რაც წინა წელს რა დათვლის რამდენი იყო, მიხარია რომ წარსულში დარჩა ის რაც..! პირველი (და იმედია არა უკანასკნელი) თოვლი, ახალი გრძნობა, ახალი სიცოცხლე და ახალი ფიქრები…

გილოცავთ პირველ თოვლს! 🙂

Advertisements
Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , , | 9 Comments

პოსტის ნავიგაცია

9 thoughts on “მე დავივიწყე პირველი თოვლი’ც

  1. აააააა, ზედმეტი ყურადღება ძალიან საშინელებააა :შ

  2. “აღარ დავუშვებ იმ შეცდომებს ” – მთავარი ესაა. 🙂 ხო და გამოჩნდება ისეთი ადამიანიც ვისაც შენსავით ეყვარება გადამეტებული ყურადღება და კონტროლი და იყავით ეგრე სიამტკბილობაში. :))

  3. ერთი კითხვა: თუ ადამიანი გიყვარს და სულ მის გვერდით ყოფნა გინდა გადამეტებული როგორ შეიძლება იყოს ყურადღებაა? მე არასოდეს მყოფნის ხოლმე და თქვენ რა გჭირთ ?

  4. posti momewona))) chemnairi xar ra 😀 mec mag mizezebis gamo var ese, rogorc var))))(postebshi waikitxav rogor tagvisfrad mojmuladac var)

    tyupebi xo ar xar horoskopit?

  5. ლიზიკუნა

    არ ვიცი გადამეტებულში რას თქვლით, მაგრამ ყოველთვის ვიძახი როცა ნამდვილი გრძნობებია იქ ზედმეტი არ შეიძლება რამე იყოს. არც ყურადღება, არც სიყვარულის გამოხატვა, არც ალერსი და რავი არაფერი. შენს შემთხვევაში კი ვთვლი რომ შენ ჯერ “ის” არ შეგხვედრია ვისTვისაც არაფერი დაგენანება და ზედმეტად არ მოგეჩვენება. ჯერ ძიებაში ხარ და ბუნებრივია “ვადა” გასდის შენს დროებით გატაცებებს.

  6. ლიზიკუნა

    და სულ ტყუილად თვლი რომ შენ “გასაძლები” ხარ და ვერ გიძლებენ. როცა შენთვის “სწორ ” ადამიანს ნახავ ანუ “საშენოს”, ვისთვისაც შენ სწორედ “ის” ხარ და შენთვისაც სწორედ “ის” არის ვისაც ამდენ ხანს ეძებდი , მერე სხვა პოსტს ვიხილავ აქ. უფ როგორ დაველოდები:)

  7. მარტო შენნაირები რომ მყავდეს გასაძლები ცხოვრებაში აღარ მმოვკვდებოდიი

  8. tam.....

    :):)ragac kargi postia saintereso:):)zogadad xar yuradgebiani adamiani albat da ara civi, rac dzalianac kargia me tu mkitxav

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: