რატომ ვწერ ბლოგზე?!

ეს ერთი კვირაა რაც გავაქტიურდი ჩემს რეალურ ცხოვრებაში, მივდექი-მოვდექი და ავტო სკოლაში შევედი, პარალელურად სამოქალაქო რეესტრებში დავრბივარ დაკარგული პირადობის ხელახლა ასაღებად და ინტერნეტისთვის ასე თუ ისე ძველებურად ვეღარ ვიცლი სამაგიეროდ ყოველდღე ვხვდები მეგობრებს რომლებიც ჩემდა გასაკვირად ჩემი ბლოგის მკითხველები აღმოჩნდნენ, ისინიც კი ვინც წარმოუდგენლად მიმაჩნდა რომ დამსხდარიყვნენ და ჩემი “ნაჟღაპნი” პოსტები ეკითხათ. თითოეულმა მათგან ამ დღეების განმავლობაში რამოდენიმე დროის ინტერვალებით და სხვადასხვა ფორმით ერთი კითხვა დამისვა ბლოგთან დაკავშირებით – რატომ ვწერ??
ხო და მათთვისაც დავწერ ერთ პოსტს იმის შესახებ თუ რატომ ვწერ, პირადულს, ზოგადს და საერთოდ ყველაფერს რაც “ენაზე” მომადგება 🙂


ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, მე ასე – მისწორდება! 🙂
მაგრამ თუ უფრო დაწვრილებით გაინტერესებთ: (სხვა პოსტებშიც ბევრჯერ მაქვს ნახსენები და კიდევ ერთხელ გავიმეორებ) თავიდან ბლოგი, ხო, ზუსტად აი ეს ბლოგი თავისი თემატიკით გაიხსნა, თინეიჯერებზე საწერად რაც (ისევ ზემოთ აღნიშნულ მარტივ ახსნასთან მივყავართ) – მისწორდებოდა. შემდეგ ალბათ მომწყინდა ან/და თემებიც გამომელია და პირველი პოსტი რაც პირადი იყო ამას დაეთმო, მერე ისევ ჩემს ცხოვრებაზე დავწერე (ასე ვთქვათ, გავეცანი ბლოგის მკითხველს). მკითხველისგან წამოსულმა ენერგიამ და სითბომ კი იმდენად გამახარა და დიდი სტიმული მომცა რომ დავიწყე ჩემი შეხედულებების, გრძნობების და ყოველ დღიურობის აღწერა. ზოგჯერ მათგანაც ვიღებ სასარგებლო რჩევებს, მათგანაც ვსწავლობ, ახალს ვიგებ და ამით ზოგჯერ მიადვილდება გადაწყვეტილებების მიღება სხვადასხვა საკითხებში.

პირადიც “დავიკიდე” და დავიწყე ჩემი ქვეცნობიერიდან წამოსული ყველა თემის, იდეის თუ შეხედულებების ღიად დაფიქსირება (ვინ მომწონდა, რა მიყვარდა, სად შევცდი და სად ვიყავი მართალი, ვინ როდის სად დამეხმარა ან იმედები გამიცრუა) მოკლედ იმდენად გავიხსენი რომ მე თქვენი დოგმა რომ ადამიანმა პირადი (პირადს გააჩნია) უნდა დამალოს, არა, უფრო სწორედ არ გამოიტანოს სააშკარაოზე გვერდზე გადავდე და ამიტომ ჩემს მიმართ უკმაყოფილებას ვგრძნობ თქვენგან, თავს კი იმით იმართლებთ რომ თქვენთვის დრო აღარ მრჩება, რომ ღამეებს ვათენებ და მთელი დღე მძინავს, რომ ფეისბუქის მეგობრებში გაგაცვალეთ და ასეთი უამრავი სისულელეებით.

არა, მე თქვენთვის არ მიღალატია და არც ვირტუალურ სამყაროზე გამიცვლია ჩემი პირადი, არც არავინ არსებობს ვინც მე ამას მაიძულებს მაგრამ საქმე იმაშია უბრალოდ რომ თქვენ მიეჩვიეთ ჩემგან დიდ ყურადღებას რაც ბუნებრივია მეგობრობაში და ასეც უნდა იყოს მაგრამ ზოგჯერ თქვენგანაც მომსვლია მესიჯი ქალაქგარეთ მივდივარ, მარტო მინდა დარჩენა რამოდენიმე დღითო. არა, ეს სამაგიერო არ არის უბრალოდ მეც ქალაქგარეთ მიწევს გასვლა და ისევ ვბრუნდები. ვბრუნდები ისევ ისეთი მეგობრული, მხიარული, ისევ ძველებური კახი 🙂 თქვენი არ მესმის და არც გულწრფელად მცემთ კითვაზე პასუხს – რატომ არ უნდა ვწერო ბლოგზე?!
ჰმ, შეიძლება ეს პოსტიც არ გსიამოვნებთ მაგრამ ადამიანები ერთ-ერთი იმით განვსხვავდებით სხვა დანარჩენ არსებებისგან რომ შეგვიძლია ერთმანეთს მოვუსმინოთ და ცივილიზებურად, ადამიანურად გავუგოთ ერთმანეთს (მით უმეტეს მეგობარს). ასე რომ ჩათვალეთ რომ ეს არის ჩემი ერთი დიდი პასუხი იმის შესახებ თუ რატომ ხარ ამ ბლოგზე და რატომ არ გიწერს ბრაუზერი ERROR-ს ველში http://www.kaxiii.wordpress.com ლინკის აკრეფისას 🙂 :*
პ.ს ამ პოსტის წაკითხვის შემდეგ გთხოვთ აღარ დამისვათ ასეთი პრიმიტიული და უაზრო შეკითხვები 😀 ❤

Advertisements
Categories: My Life | ტეგები: , , , , , , | 7 Comments

პოსტის ნავიგაცია

7 thoughts on “რატომ ვწერ ბლოგზე?!

  1. კახიი “საჯარო რეესტრებში დავრბივარ დაკარგული პირადობის ხელახლა ასაღებად” საჯარო რეესტრი არაა ეგ, სამოქალაქო რეესტრია 😛 😀

    რაც შეეხება პოსტს, ზუსტად გუშინ, ჩემმა ერთმა თანამშრომელმა შემთხვევით მოკრა თვალი ჩემს ბლოგს, კომპში გავშალე და ერთი წუთით გავედი, იმასაც უხელთია დრო და გადაუქექავს და რომ მოვედი ასეთი კითხვა დამისვა: არ გეზარება სტატიების წერა, მეტი საქმე არ გაქვსო? :)))) ხო და რამ შეგვყარა ამდენი უსაქმური საინტერესოა, ა?! 😀

    • უი, სამოქალაქოა ხოო, გავითიშე 😀 გადავასწორებ, მადლობა :*
      არა მე უფრო მწვავე დებატები მაქვს ხოლმე ამ თემასთან დაკავშირებით :დ

  2. ლიზიკუნა

    თქვენ თუ მეტი საქმე არ გაქვთ და არ გეზარებათ და წერთ, მაშინ ჩვენ ვინც ვკითხულობთ უსაქმურებ ვყოფილვართ ყველა:) ძალიან მიხარია და ძალიან მომწონს და ეს არაერთხელ დამიწერია კიდეც და კიდევ ერთხელ ვწერ. მიხარია რომ შეგიძლიათ რასაც ფიქრობთ და გრძნობთ ასე კარგად გადმოიტანოთ ფურცელზე (ეკრანზე:). არ აქვს მნიშვნელობა რამდენად კარგად გამოვიდა ეს, მაინც.მე არ ვარ ბლოგერი , არ მაქვს ჩემი ბლოგი, მაგრამ ვარ ძალიან აქტიური მკითხველი. ამავე დროს ვარ ძალიან დაკავებული სამსახურში, მაგრამ როგორც ხედავთ და თუ ამჩნევთ ვარ აქტიური მკითხველი. გამოდის რომ მეც უსაქმური ვარ. ვინც იმას იტყვის რომ თქვენ მეტი საქმე არ გაქვთ და რატომ წერთო, მაშინ ამას მე ჩემზეც ვირებ, ვინც ნახულობს დროს და კითხულობს თითქმის ყველა ბლოგს (ნუ ყოველ შემთხვევაში ძირითად ნაწილს). წერეთ რადგან ჩემნაირებისთვის თქვენ საინტერესო ადამიანები ხართ. ადამინას თუ რამე უნდა და კარგადაც გამოსდის ყოველთვის ნახულობს დროს ამისათვის. ცოცხალი მაგალითი ვარ მე:) წარმატებები

  3. dekemberiusi

    უი როგორ მესმის შენი რომ იცოდე :))) მეც ვვარდები მსგავს სიტუაციებში, მაგრამ ერთი განსხვავებით ჩემს მეგობრებს კარგად ესმით ჩემი და მოსწონთ ის რასაც ვაკეთებ, ნუ მეგობრებს რაა 2დაქალს და რამდენიმე ძმაკაცს. და მე უცხო ადამიანების მხრიდან ვხედავ ხოლმე მსგავს აგრესიას, მაგრამ ხანდახან თბილადაც კი მეპყრობიან :)))

  4. ლიზიკუნა

    იცი რა მიკვირს ამ ხალხის? აგრესია რატომ უნდა მოდიოდეს იმის მიმართ რაც შენ არანაირად არ გეხება, არ გიფუჭებს არაფერს, უფრო ვფიქრობ მაინც შურის მომენტია, რომ სხვა ახდენს “რეალიზაციას” და თვითონ ვერა. ყველა რომ მკითხველი იყოს და არ წერდეს, საკითხავიც არარ გვექნებოდა 🙂

  5. მდა, სულ გადაირია ეს ხალხი!!! ვისი რა საქმეა, სად დაწერ, ან რას დაწერ ან დაწერ თუ არა საერთოდ?! თუმცა არ მიკვირს, აი მე მაგალითად გადამეკიდნენ კითხვით, რატომ მაქვს გრძელი თმა და რატომ არ მეზარება :დდდდდ. ასე რომ, მასეთი კითხვებისთვის არის არაჩვეულებრივი ორი ყურის კომბინაცია 🙂

  6. გამოხმაურება: საიდუმლო რომელიც ყველას აინტერესებს «

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: