უაზრო გეომეტრია ანუ დოყლაპია ბიჭი

ისევ სამკუთხედი, ისევ დუელი ერთის გამო, ისევ დაპირისპირება, მოსალოდნელი იმდეგაცრუება, ბრძოლა და გამარჯვების წყურვილი. მე კი ვერ ვიტან ამ სამკუთხედებს და გეომეტრულ დანარჩენ ფიგურებს, მესმის მხოლოდ ერთი წრფე და ამ წრფის ორივე ბოლოში ბავშვურად მიჯღაპნილი გულები (თან ისე რომ აფერადებენ თითქოს ეს მათთვის სულ ერთია).

ხო ბავშვურად მიხატული ბავშვური სიყვარული. ლოყაზე კოცნა, პირველი კოცნა, იმავე ლოყების ოდნავ შეწითლება და ბავშვური კისკისი, აღმზრდელის მალულად გამოპარებული თვალების დაჭერილი კადრი და ისევ სიწითლე ლოყებზე, ორი უდარდელი ბავშვის უდარდელი კისკისი, ისეთი უნებურად სიცილს რომ აგიტეხს და სიცოცხლე რომ გიხარია მათი დანახვისას. ბაღში მოწყვეტილი ნაპოვნი გვირილის დაჩოქილი მირთმევა პატარა, კიკინებიანი, მოკლე კაბიანი, თვალებციმციმა გოგოსთან.

პირველ კლასში რომ ბედის ირონიით მასწავლებელი ერთ მერხზე დასვამს და ანა-ბანას ერთად ასწავლის. მათ ჯერ ისევ რომ არ ესმით ცხოვრების ეს “ანა-ბანა” და მხოლოდ გაკვეთილებს შორის დასვენებებზე თუ შეხედავენ ერთმანეთს თამამად თვალებში, ისიც სხვის დაუნახავად, ფარულად. წლების განმავლობაში რომ ყოველ დღე მზე მათთვის ანათებს, ათბობს, აფერადებს. წლების განმავლობაში რომ ვერცერთმა მოიკრიფა ძალა რომ გაებედა მხოლოდ ერთი სიტყვის თქმა რაც უფრო ამძაფრებდა მათ გარემოებას, რაც ჟინს უფრო და უფრო ზრდიდა ერთმანეთის მიმართ. ორივემ, ორივემ იცოდა ეს მაგრამ ბიჭი მაინც ვერ ბედავდა, გოგო კი რა თქმა უნდა მას ელოდა. ამ ლოდინში კი ბოლო ზარიც დაირეკა.

იყო ბანკეტიც, შესანიშნავი, არაჩვეულებრივი მომენტი იმისა რომ ბოლოსდაბოლოს ამ წლების მანძილზე დაგროვილი ვალი მოეხადა ბიჭს და ხმამაღლა ეღიარებინა ის რასაც გოგომ ისედაც იცოდა. იყო მომენტი როცა ერთ დიდ დარბაზში მარტონი დარჩნენ, ბნელ დარბაზში მხოლოდ მკრთალი განათება რომ ანათებდა მაგრამ მაინც რომ კარგად ხედავდნენ ერთმანეთს, ბიჭმაც რომ დააპირა თქმა მაგრამ რაღაცამ შეუშალა ხელი, ორივეს რომ გაეღიმათ და გოგომ თავი დაბლა რომ დახარა, ამ დროს ბიჭმაც ხომ იმედი დაკარგა იმისა რომ ის ვერასდროს გაბედავდა ამის თქმას. რამოდენიმე წუთი რომ ერთმანეთისათვის თვალი არ მოუშორებიათ, რამოდენიმე წუთი რომ მარტონი იყვნენ დარბაზში და ეგონა მთელ დედამიწაზეც, ალბათ ბიჭს ეგონა ასე. ბოლოს გოგონაც ხომ წამოდგა ფეხზე ბიჭს რომ მოუახლოვდა, ოდნავ რომ დაიხარა და ყურში რაღაც ჩასჩურჩულა. ერთად რომ გავიდნენ სხვა დანარჩენებთან ერთად და მის მერე ის აღარ უნახია, არც სურვილი გასჩენია.

რამოდენიმე კვირის შემდეგ ხომ მეგობარმა ახარა ახალი ამბავი ბიჭს რომ ის გათხოვდა?! თან გაიპარა, ეს კი აორმაგებდა იმ ტკივილს რასაც ის განიცდიდა თუმცა გულში. არავის, დარწმუნებულია რომ არავის შეუნიშნავს როგორი განადგურებული იყო რამოდენიმე დღე, შეიძლება კვირაც მაგრამ არ ახსოვს. მაშინ გაუგო ღვინოს, არაყს და მოსაწევსაც გემო. მაშინ ისწავლა და გაიგო რა ტკბილი იყო მათი შეგრძნება და დაკარგვა უსაზღვრო სივრცეში. მაშინ გაიგო პირველად ღალატის გემო, თუმცა სიმართლე რომ ვთქვათ ბოლომდე ღალატიც არ გამოდის, ეს უფრო იმედგაცრუებას შეიძლება მივაწეროთ. მას შემდეგ კი აღარ ჯერა სიყვარულის, არც იმის რასაც მას პირდებიან, აიმედებენ. ხელი აიღო და ზურგი აქცია ამ გრძნობას და ის უბრალოდ ერთოდა ცხოვრებით. უბრალოდ დრო დაჭირდა ამ ყველაფერს მაგრამ დღეს მას ხომ კიდია მიამიტური სენტიმენტალიზმები. ის აპირებს უბრალოდ ბოლომდე ამოწუროს საკუთარი თავი და მაქსიმალურად გაერთოს, დატკბეს იმით რასაც სიცოცხლე ქვია 🙂

Advertisements
Categories: თინეიჯერები, My Life | ტეგები: , , , , , , , , | %(count)s კომენტარი

პოსტის ნავიგაცია

One thought on “უაზრო გეომეტრია ანუ დოყლაპია ბიჭი

  1. ყოჩაღ ❤

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: