მგრძნობიარე ბლოგერები (?!)

ძალიან, ძალიან ციოდა, საღამოვდებოდა, უკვე თითქმის ბნელოდა, ლამპიონებიც ვალდებულების მოხდის მიზნით ანათებდნენ, ქარი საშინლად გუგუნებდა, გაცრეცილ ფოთლებს აღმა-დაღმა ათამაშებდა, უცებ აბობოქრდებოდა და ისევ დამშვიდდებოდა, სახეზე მეხეთქებოდა ქარი როგორც ყინულის პატარა ნამცეცები, მყინავდა, როგორც ადრე… მივდიოდი და ქარი მებრძოდა, დარჩენისკენ მიბიძგებდა მაგრამ რომ აეხსნა, ლაპარაკი რომ სცოდნოდა და ეთქვა თუნდაც ერთი მიზეზი შეიძლებოდა დავრჩენილიყავი კიდეც…

ერთ-ერთმა მკითხველმა მომწერა (აღარ მახსოვს რომელმა) “ბლოგერები შეიძლება პოსტებში ძლიერები ჩანხართ, საკუთარ თავს ადიდებთ, ყველაზე კომფორტულ ცხოვრებას იწყოთ ბლოგზე, ისე იყოს ყველაფერი როგორც თქვენ გინდათ მაგრამ რეალობას ვერ გაექცევითო, ყველანი მგრძნობიარეები და მიამიტები ხართო, იმიტომ რომ გულში რასაც ვერ იტევთ ყველაფერს წერთ, ამ ყველაფერში კი თითქმის მთელი თქვენი ცხოვრებააო”… მახსოვს, მან ბლოგერები ემოებთან გააიგივა და დამაკავშირებელი დიდი ნუსხა ჩამომიწერა (სამწუხაროა რომ არ შევინახე)..

და რატომ გამახსენდა ზუსტად ეს წერილი მაშინ როცა მართლა არ იყო ამის შესაფერისი დრო?! მივდიოდი და გარემო იმდენად ცივი იყო, იმდენად აგრესიული, შემაძრწუნებელი რომ მომინდა წარმომედგინა, გამეხსენა ზაფხულის თბილი დღეები, აი ზუსტად ამ დროს რომ შემეძლო თითქმის შიშველს მესეირნა ზღვის ნაპირას და მერე ჩემი შემდგომი თავგადასვლები თქვენთვის მომეყოლა. ხო, ასე გავიფიქრე და მივხვდი რომ რასაც რეალობად ვერ ვაქცევთ შეგვიძლია უბრალოდ წარმოვიდგინოთ მაინც, ეს წარმოდგენა კი იმდენად გვხიბლავს, სუბიექტური რეალობა იმდენად მძაფრდება ამ დროს რომ ჩვენივე ტყუილებს ვიჯერებთ, სხვებსაც ვაჯერებთ. თუმცა ტყუილს მაინც მოკლე ფეხები აქვსო და ადრე თუ გვიან მოგვიწევს აღიარება იმის რომ ეს თამაში იყო  და რეალობაში გაცილებით რთულ ჩიხში შევდივართ ვიდრე მხოლოდ ის რომ უბრალოდ ყველაფერი ისე არ ხდება როგორც ჩვენ გვნდა.

ეს ფანდი კი საბოლოოდ უფრო გვანადგურებს. რეალობაში ცივა, ყინავს და არ გვინდა დაბრუნება, ირჩევ ისევ იმ წარმოსახვით რეალობას სადაც ილუზიებით ყველაფერი ისეა როგორც ზუსტად ჩვენ გვინდა და გვავიწყდება პირადი. მკითხველის (რომელმაც ბლოგით და პოსტებით გამიცნო) არ ვიცი და მე ნამდვილად არ მიცდია მსგავსი რამ, ექსპერიმენტების ჩატარება და რეალობიდან თავის დასახწევად ფანტაზიორობა. თუ ეს მომდომებია სხვა უფრო მარტივი გზაც არსებობს (ბლოგის მკითხველი მიმიხვდება ალბათ). თან ეს ისეთი მარტივია რომ ყველა მოზარდის ოცნებას, ჟინს და მუღამს- სუბორდინაციის დარღვევას ემსახურება 🙂

Advertisements
Categories: თინეიჯერები, Friendly blogs, My Life | ტეგები: , , , , , , , | %(count)s კომენტარი

პოსტის ნავიგაცია

One thought on “მგრძნობიარე ბლოგერები (?!)

  1. yoveltvis simartles ver ilaparakeb ….

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: