ჩემი პარადოქსული პირადი

იღვიძებ (და არა გაღვიძებენ), ახელ თვალებს და შენივე გემოვნებით მოწყობილ ოთახებს ხედავ, დგები და ყველა ნივთი ზუსტად იმავე ადგილას გხვდება სადაც ძილის წინ დატოვე.
ხმამაღლა აღრიალებ დილით გამოსაფხიზლებლად ენერგიულ სიმღერას თან ყვები ნოტებზე და შენთვის “გამამხნევებელ მოძრაობებს” აკეთებ.
სახლიდან ისე გადიხარ რომ არავისთვის არ გჭირდება ახსნა-განმარტება იმისა თუ სად, ვისთან ან რატომ მიდიხარ.
მეგობრებთან ერთად ერთობი და თუნდაც გამთენიისას მთვრალი ბრუნდები სახლში სადაც არავინ გეგულება ვინც გისაყვედურებს, უარეს შემთხვევაში წაგეკამათება. მეორე დილით კი არავინ მოგი…ნავს ტვინს გუშინდელი საქციელის გამო.
არავინ დაგსჯის და გეტყვის შენს “ამა თუ იმ” სურვილს დააგვიანდებაო.
ვერვინ დაგგრუზავს რომ შენ ვერაფერს მიაღწევ, როგორც კარიერაში ისევე პირადშიო.

იქნები შენთვის, მშვიდად და კომფორტულად.

რატოომ!? რატომ არ შეიძლება რომ მეც მქონდეს ჩემი პირადი ისეთი სადაც არავის შეეძლება ცხვირის ჩაყოფა, რატომ უნდა ვაბარო ანგარიში ყველას ვისაც რაიმე დააინტერესდება? რატომ უნდა ავუხსნა თუნდაც ჩემს ოჯახის წევრს ჩემი ნებისმიერი გადადგმული ნაბიჯის მიზეზი? ხო ოჯახის წევრია, ჩემზე ზრუნავს, ვუყვარვარ მაგრამ ოდესღაც ეს ხომ უნდა დამთავრდეს?! ყელში ამომივიდა ეს გამუდმებით მობილურზე ზარები “სად ხარ? მალე მოხვალ? რა ხმებია, პონტში ხარ და მე არ მჩითავ?!”, მინდება ამ დროს ტელეფონი დავლეწო, დავჭეჭყო, დავღეჭო 😀

მერე რა რომ დედისერთა ვარ?! მერე რა რომ ფინანსურად დამოკიდებული ვარ მშობლებზე, მეც გამაჩნია ჩემი ცხოვრება და როგორც მინდა ისე წავმართავ მას, როგორც არ უნდა შევცდე და არასწორი ნაბიჯი გადავდგა მე ჩემს თავს მოვთხოვ პასუხს და არა მათ. მე გადავწყვეტ ჩემთვის რა იქნება კარგი და რა ცუდი. თავისუფალი მინდა ვიყო და არა (მიუხედავად იმისა რომ თითქმის ყველა ჩემი მოთხოვნა სრულდება) ვკითხო ან გავაფრთხილო რომელიმე არამკითხე მოამბე (მაგალითად რას ვაპირებ ახლო მომავალში).

ამ ბოლო დროს კი (არ ვიცი რატომ) ეს ყურადღება გაოთხმაგდა! რაც (აქამდე ვუძლებდი მაგრამ უკვე) ძალიან გამაღიზიანებელია. მიწევს დაპირისპირება, კამათი, ახსნა რომ შემიძლია მეც ვიარსებო მათ დაუხმარებლად, მათი გულიდან გასროლილი რეპლიკების გარეშე. სხვის საქმეში ხომ ყველა ბრძენიაო! ალბათ შეიძლება გულს ვტკენდე მაგრამ ამ შემთხვევაში ჩემი პირადი ცხოვრება მხოლოდ, მხოლოდ ჩემია და მე გადავწყვეტ ვინ როდის ჩაერთოს ჩემს პირადში..

ეს ადრე თუ გვიან უნდა დასრულდეს! აღარ მჭირდება მათი უაზროდ დიდი ყურადღება, ჭკუის დარიგება/სწავლა და გამუდმებით იმის საყვედური რომ არ ვარ სამაგალითო :/ მათ ჯინაზე მივაღწევ წარმატებას სულ რომ არ შემეძლოს და მათ დასანახად დავიპყრობ მწვერვალებს, რა თქმა უნდა მათ დაუხმარებლად, დამოუკიდებლად, ჩემით. გამიჭირდება მაგრამ მე მაინც მივაღწევ იმას რომ დავუმტკიცო “მეც შემიძლია დამოუკიდებლად ცხოვრება”

Advertisements
Categories: თინეიჯერები, My Life | ტეგები: , , , , , , , | 9 Comments

პოსტის ნავიგაცია

9 thoughts on “ჩემი პარადოქსული პირადი

  1. Di@

    ამიტომაა საჭირო ფინანსური დამოუკიდებლობა. 😐

  2. უ თე გენათალეეეე :*

  3. რა კარგად მესმის შენი : ))))
    მთავარია დაანახო მშობლებს,რომ შენც რაღაცას წარმოადგენ!
    ნელ–ნელა მიაჩვიო იმ აზრს,რომ პიროვნება ხარ და დამოუკიდებლობა გსურს… უბრალოდ გაიზარდე და ეს ჩხუბის და დავიდარაბის გარეშე აუხსნა…
    ხასიათის სიმტკიცე გამოიჩინო და დათმომებზე წასვლა ისწავლო. (ჩემს შემთხვევაში თავიდან დამოუკიდებლობისკენ სწრაფვამ ის შედეგი გამოიღო,რომ მშობლებმა წამართვეს მობილური, ინტერნეტი გამითიშეს , სახლში არ მესაუბრებოდნენ და ა.შ. თუმცა, შემდეგ მიხვდენ რომ ეს არ იყო უბრალოდ ბავშვური ახირება და ძველ დროსთან შედარებით უფრო მეტი თავისუფლება მომანიჭეს : ))) )
    შენი საქმის შენ იცი. უბრალოდ მინდა გითხრა ,რომ მშობელს შენი წარმატება ყოველთვის გაუხარდება ( შენი იმედი ყოველთვის აქვთ ) და თუ დღეს გაკონტროლებენ ,მხოლოდ იმიტომ რომ უნდათ მომავალში მიაღწიო მაქსიმუმს და თავიანთი შეცდომები არ გაიმეორო.

    • ok, გეთანხმები მაგრამ მე რატომ უნდა წავიდე ისევ დათმობაზე ვერ გავიგე 🙂 არ ვიცი შენს შემთხვევაში შეიძლება ამან გაჭრა მაგრამ მგონია რომ ამით უფრო შეიძლება დავანახო ის თითქოს ვფიქრობ რომ სწორად იქცევიან. გმადლობ

  4. ტელეფონი არ დაღეჭო :ნოდ: :დ

  5. ფინანსურ დამოუკიდებლობას რომ მიღებ, ნახე როგორ შეიცვლება სიტუაცია 🙂 :საკუთარიმაგალითი: 🙂

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: