“მიქელგაბრიელი” თუ მიქაელი და გაბრიელი

თითქმის ყველამ იცით რომ მიქაელი და გაბრიელი მთავარანგელოზნი არიან და მაინც რატომ გეშინიათ მათი და რატომ თვლით ავადსახსენებლად?? ან რატომ სახავთ მას როგორც ერთ კონკრეტულ პიროვნებას ან რატომ შავ ფერებში და ხელში მომარჯვებულ ცელით. ამბობთ რომ ისინი დარაჯობენ ჩვენს სიცოცხლეს და მათ მიყავთ ადამიანები ამ წუთისოფლიდან 🙂 (მე კი არ მჯერა ამის.) და თუ ეს ასეა მაშინ მე ისინი სამჯერ გავაწბილე ანუ სამჯერ გადავურჩი სიკვდილს. არ ვიცი რამდენად იღბლიანი ვარ ან უბედური მაგრამ ფაქტია რომ მე სამივე შემთხვიდან “რატომღაც” თუ “რაღაცნაირად” გამოვძვერი 🙂

1. არაგვმა გამიტაცა და დაახლოებით კილომეტრი მდიეს და “რაღაცნაირად” გადავრჩი (ცურვა დღემდე არ ვიცი)
2. რაც არ უნდა სასაცილოდ მოგეჩვენოთ – გაზის ბალონი აფეთქდა რაზეც ვიჯექი (დაახლოებით პირველი ინციდენტიდან რამოდენიმე დღეში)
3. მეოთხე სართულიდან გადმოვვარდი და რომ არა ფასადის შესაღებად აწყობილი ხარაჩოები იქვე მივესვენებოდი 🙂

სიმართლე გითხრათ კატასავით ცხრა სიცოცხლე არ მინდა (ან ეს ცხრა სიცოცხლე ვინ ან რატომ მოიგონა და აჩუქა კატას არ მესმის) მაგრამ არც სიკვდილი მინატრია ოდისმე. არც ის მინდა უკვდავი ვიყო და არც ის დროზე ადრე ჩავბარდე ამ ორ წმინდანს 🙂 ხო, ადამიანებს ხომ ძალიან გვიყვარს საკუთარი თავები, ზიანს განზრახ ხომ ვერ მივაყენებთ თავს (სუიციდებს და მაზოხისტებს არ ვგულისხმობ).

მოკლედ, ბევრი რომ აღარ გავაგრძელო და დავუბრუნდე თავდაპირველ თემას ისევ დავსვამ შეკითხვას რატომ გეშინიათ მიქაელის და გაბრიელის რომელსაც ერთად, ერთი მნიშვნელობით გამოთქვამთ და უმეტესობამ (ვისაც ვკითხე ყოველშემთხვევაში, ყველას ერთ ქვაბში ვერ/არ მოვხარშავ) არ იცის რომ ეს არა ერთი ანგელოზი არამედ ორი მთავარანგელოზია.

მთავარანგელოზ მიქაელს – მძლეველს ყველა მტრული ძალისა – ხატებზე ჯავშნით, ანუ ღვთიური მადლით შემოსილს ხატავენ. იგი ფეხებით დემონს თრგუნავს, მარცხენა ხელში ზეთისხილის მწვანე რტო, ან სამკუთხედი ფარი უჭირავს. მარჯვენაში უპყრია შუბი თეთრი ალმით (ზოგჯერ – ცეცხლოვანი მახვილი), რომელზედაც მეწამული ჯვარია გამოსახული. ზოგიერთ ხატზე ზეციურ ძალთა მხედართმთავარი მახვილით გმირავს დედამიწაზე შემოხვეულ გველს. მიქაელ მთავარანგელოზისადმი ლოცულობენ დემონურ ცთუნებათა დროს.
მთავარანგელოზი გაბრიელი – სიმტკიცე (ძალი) ღვთისა – ღვთის საიდუმლოს კეთილი მაცნე, უფლის ყოვლადძლიერების მახარებელი და მსახურია. ხატებზე გაბრიელ მთავარანგელოზს გამოსახავენ სამოთხის რტოთი, რომელიც ყოვლადწმიდა ქალწულს მიართვა, ხშირად მას ცეცხლოვანი ლამპარი უჭირავს ხელში.

არ ვიცი რამდენად დაგაინტერესდებათ ჩემი მოსაზრება მაგრამ მე ვერ ამოვიკითხე მათ შესახებ დაწერილ უამრავ წიგნებში (რომლებსაც ვეძებდი და ვკითხულობდი მათ შესახებ) ის რომ იგი სიკვდილის წინ მიდის მოკვდავთან, ხელს კიდებს მაგრად და მიჰყავს, ასე ვთქვათ გზა აბნეულ სულს პატრონობს 🙂

Advertisements
Categories: ზოგადი თემები, თინეიჯერები, My Life | ტეგები: , , , , , , | 11 Comments

პოსტის ნავიგაცია

11 thoughts on ““მიქელგაბრიელი” თუ მიქაელი და გაბრიელი

  1. ლეგენდა მიქელ გაბრიელზე რელიგიური თვალსაზრისით არ განიხილება, ის ხალხის მიერ შეთხზულია…..<- ეს მოძღვარმა ქადაგებისას აღნიშნა… საერთო ჯამში მომეწონა პოსტი 🙂

    • ხო მგონი ლეგენდაა მაგრამ ეს “ლეგენდა” უკვე იმდენად არის გავრცელებული და იმდენად ირონიით რომ ხალხი შეცდომაში შედის და ჯერათ ის რაც არ იციან 🙂 მეც რომ არ დავინეტერსებულიყავი შეიძლებოდა თავის დროზე მეც დამეჯერა რომ მიქაელი და გაბრიელი ერთი ანგელოზია რომელიც ადამიანებს აცილებს უკანასკენ გზაზე და ა.შ 🙂

  2. რაიმე ლეგენდასთან იქნება დაკავშირებული ნამდვილად, ან შეცდმოსათან გვაქვს ადგილი, ამის გარდა ცოტა რამ ერევა ხალხს თუ რა.. :დ

  3. შენც კონტრაქტი ხომ არ გაქვს მაგასთან? 🙂 http://wp.me/p1MT1L-28 ეს შენ ჩემგან 🙂

  4. ძალიანკარგი პოსტია
    უიმე,კახი, რა იყო, ასეთი ფათერაკიანი ხარ?

  5. shema gadarchnebis seriam octa ra iyos gamacina .. kaia ro gadarchii … gmerti gfaravdes gasakutrebit sasacilo balonze ro ijeqi is iyoo .. :d axla rac mtavra angelozebs sheexeba es kitxa mec gamchenia ratom saxaven mat rogorc msajulebs da chveni amqveynis datovebis mtavra mizezad anu amkitxvaze pasuxi mec ara ar maqvs .. :d

  6. წიკლაურის სიმღერა გამახსენდა 🙂 მიქელა რომ დასდევს :))))
    ეს ხუმრობით, ისე კი პოსტი ნამდვილად მოსაწონია! ლიკეეეე 🙂

  7. vaime, warmogidgine rogor afrindi gazis balonidan haershi. jvari gweria igbliani xar adaminao da gmertma gashoros asetifaterakebi. rac sheexeba miqegabriels-yvelas tavisi dro aqvs gamoyifili am cxovrebashi.

  8. Guest

    chemi azrit dzaan pesimisti xar 😀 da rac sheexeba shens shemtxvevebs,albat ase gewera,tkivili(sheurawmyofashi ar chamitvalo)

    • სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, მგონი ცდები : ))) გამოისწორებელი ოპტიმისტი ვარ, უბრალოდ ამ კონკრეტულ პოსტში ცოოტა რეალისტურად ვთქვი ის რაც რეალურად არის: )) ხო, ჩემს „კურიოზებს” რაც შეეხება, მართალი ხარ, ღირსი ვიყავი ეტყობა 😀

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: