თქვენ, იგივე მსახიობებს

არ არსებობს იდეალური ურთიერთობები, საათივით აწყობილი და ეიფორიული.

არ არსებობენ იდეალური ადამიანებიც, უშეცდომო და ბოლომდე სანდოები.

არ არსებობს სიმართლე სადაც ერთი წვეთი ტყუილი არ ურევია და პირიქით.

არ არსებობს თამაში სადაც მოტყუებული არავინ არაა.

არ არსებობს ლოგიკა რომელსაც ყველა ეთანხმება.

არსებობენ მხოლოდ მსახიობი ადამიანები, რომლებიც ყველა თავის როლს თამაშობს თავიანთ ცხოვრებაში, საკუთარი სცენარით და საკუთარ სცენაზე. რა თქმა უნდა არანაირი მეორე დუბლი.

ფართო მასებზე არასდროს დამიწერია, არც ამ შემთხვევაში დავუშვებ გამონაკლისს და გეტყვით რომ როგორც თქვენ ასევე მეც ვთამაშობ, ჩემივე დაწერილი სცენარით, ჩემი შერჩეულ პარტნიორებთან ერთად, ჩემივე ცხოვრებაში.

მეორე დუბლიც, როგორც თქვენ, მეც მინატრია. მეც დამიშვია შეცდომა ისეთი “გამოცდილ მსახიობს” რომ არ ეპატიება. მაგრამ ამბოხებული იმის გამო რომ აპლოდისმენეტები არ მესმის არ ვყოფილვარ. მერე რა თუ მეც ნარცისი ვარ და მიყვარს ჩემი ნიღაბი/როლი?! მერე რა ისიც თუ სცენარი მოულოდნელად იცვლება?! მთავარი ხომ ის არის რომ მე არ ვიმალები კულისებში და მაინც ისევ სცენაზე ვდაგავარ, შემწევს ძალა იმისა რომ შევთხზა/განვახორცელო ახალი ისტორია : )

ვეცადო და განვაახლო მაყურებელი რომელსაც უკვე ჩემი შეცდომებიდან გათვალისწინებული სცენარი მოეწონება და მხურვალე აპლოდისმენტებით დავემშვიდობები მასაც რადგან ჩემი სცენარი არ არის ლიანდაგებივით სწორი და პარალელური, არ წყვეტს კადრებს წითელ შუქურაზე და არ იბნევა საპირისპიროდ მოძრავ ვაგონების სიგნალზე. არასდროს იყინება ერთ წერტილში და არასდროს მიყვება დინებას, არასდროს არ ფიქრობს და უბრალოდ, ასე მარტივად იწერება ის რასაც “ცხოვრება” ქვია

მართალია პრინციპი იმისა რომ ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია ეთანხმება ჩემს სცენარს – მე მაინც კმაყოფილი ვარ ყველა ჩემი არჩევანით და მეორე დუბლი მხოლოდ იმისთვის მჭირდება რომ შევადარო ძველი და ახალი ერთმანეთს. არ მაწუხებს იდეოლოგია იმისა რომ შევქმნა განსხვავებული მაგრამ ეს ზოგჯერ თავისთავად ხდება. ზოგჯერ სისუსტეები მეც მახასიათებს რაც ნორმალურია. მსახიობები ხომ ყველაზე მგრძნობიარე ადამიანები, მაინც ყველასგან განსხვავებულები არიან.

ისინი, ანუ ჩვენ, მსახიობები ხომ მაყურებლის, მსმენელის აპლოდისმეტებით ვცხოვრობთ (??). ითამაშეთ, კარგად ითამაშეთ და მხურვალე ტაშს მე დაგიკარვთ, ყველას გპირდებით! რაც შეეხება ჩემს სცენარს, არასდროს არ ექნება happy end-ი და არც the end-ი. საერთოდ, დასასრული არ ექნება იმას რასაც მე ვქმნი. ვერავინ შემიშლის ხელს და ვერც ვერავინ ვერასდროს ვერ დამიხევს უკვე იმ დაწერილ სცენარებს რაც მეხსიერების მუზეუმში ინახება და რომელსაც დროის სახით დარაჯობს მკაცრი და ფხიზელი დარაჯი 🙂

Advertisements
Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , , , | 15 Comments

პოსტის ნავიგაცია

15 thoughts on “თქვენ, იგივე მსახიობებს

  1. რათქმაუნდა იმას რომ ყველა მსახიობბი ვართ..ეგ ხომ ყველამ იცის )) დღეს ვფიქრობდი მაგაზე და მივხვდი რომ მართლა ყველა მსახიობია და სინამდვილეში ბუნებრივობა რაში გამოიხატება არვიცი )) რომ ყველანი სინამდვილეში ცხოველები ვართ?არვიცი..აბა როგორი უნდა იყოს არამსახიობი ადამიანიი?

    • სინამდილეში, ყველამ რომ შევწყვიტოთ თამაში გაცილებით ძნელი იქნება ცხოვრება, გაძნელდება ურთიერთობები და ა.შ. ასე კი მარტივია ყველაფერი 🙂

      • ეგ შეუძლებელია..მე ფანტაზია არ მყოფნის ეგ წარმოვიდგინო :))მხოლოდ გიჟი არ თამაშობს ))

  2. მომეწონა ძალიან :>
    მართალი ხარ და იმიტომ ^_^

  3. ალბათ ყველა ვთამაშობთ, ოღონდ განსხვავებული დოზით.მაგრამ მე ისე მეზარება ეგ ამბავი, რომ მინიმუმამდე დავიყვანე და ურთიერთობებიც გამოვხშირე და ვცდილობ მარტო ის შევინარჩუნო, სადაც არ მჭირდება ტვინის ჭყლეტა და თამაში.

  4. აი ახლა კი შენ ნუ თამაშობ ბლოგზე და ნუ მაღიზიანებ! ნუ შეგიცვლია ბლოგის “სცენარი”, არ გჭირდება “დუბლების” ცვლა. აქსიომას ემსგავსები და არ მომწონს! არ მომწონს, იმიტომ რომ შენი პოსტების კითხვის შეგრძნება აღარ მაქვს. ნუ მიბაძავ ნურავის. შენი სტილი იპოვე პოსტის წერისა და გაცილებით საინტერესოდ გამოგივა. არ ვამბობ რომ უინტერესო ან უინტერესოდ დაწეწრილია, პირიქით ძალიან კარგადაა დაწერილი, მაგრამ აქსიომას წერის სტილის ორიგინალურობა გადმოკოპირფეისთებულია. ბარემ ერთ ბლოგზე წერეთ ორი ავტორით.

    • არ ვიცი რას გულისხმობ ად მაგრამ შემიძლია დაგარწმუნო იმაში რომ არასდროს არ გავხდები არც აქსიომა და არც სხვა ვინმე რადგან ისიც საკმარისია ვინც/რაც ვარ 🙂 თუ რაიმეთი მაინც აკავშირებ ამ პოსტს აქსიომას პოსტებთან მაშინ არ ვიცი რა გითხრა რადგან არც მიცდია განზრახ და არც აქსიომას დაუკანონებია რომელიმე წერის სტილი 🙂 მოკლედ, მაინც დიდი მადლობა პოსტი თუ წაიკითხე და (კრიტიკული თუმცა მაინც) კომენტარის დაწერით შეიწუხე თავი :*

  5. momewona dzalian kargi posti iyo :D:D:D getanxmebi racxbshi 😀 😛

  6. mxatvrulad dawerili postia da erti wakitxvit gapikrebinebs “va, ra magaria”.
    sheidzleba, aq bevri simartle weria, magram mowodeba tu darwmuneba imashi, rom yvelani msaxiobebi vart, ar mechveneba karg azrad. umravlesoba rom ar msaxiobobdes da iyos is, vinc aris, saqartveloshi situacia mnishvnelovnad sheicvleboda. rogorc minimum, ar iarsebebdnen arapormalebi, romlebic 16-17 wlis asakamde amtkiceben, rom “sxvanairad” pikroben. ara da izrdebian da masis gavlenas vegar udzleben. albat egec bunebrivia, rom bevrs unda glamuri, kargi saxli da mankana, kargi tansacmeli da a.sh.

  7. გამოხმაურება: My Homepage

  8. Simply a smiling visitor here to share the love (:, btw great style and design . 664697

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: