პატარა კახი ფოტო-მოგონებებიდან

როგორ მიყვარს ძველი სურათების თვალიერება, ალბომებში ქექვა და წარსულიში დაჭერილი წამების ხელახლა გონებაში გაცოცხლება, გაშეშებული წამის საათებად ქცევა და მთელი დიდი ისტორიის აღდგენა ერთ პატარა, ფარატინა ქაღალდში. ოჯახის ალბომი, სადაც მთელი ჩემი პატარაობის, ბავშვობის, მეგობრების, საყვარელი ადამიანების სურათები ინახება იმდენად დიდია რომ მის თვალიერებაში მთლიანად გადავვარდი წარსულში და რაც უფრო და უფრო სწრაფად ვათვალიერებდი მით უფრო სწრაფად ცოცხლდებოდნენ კადრები, ხმები, თავგადასავლები. მიყვარს ასეთ დროს როცა მარტო ვარ სახლში. მხოლოდ ამ დროს მიყვარს როცა ირგვლივ სამარისებული სიჩუმეა.
რამდენი კარგი ადამიანი დამიკარგავს და რამდენი მიპოვია, რამდენიც ისევ ჩემს გვერდითაა. ალბომში კი ერთმანეთს იცნობენ თუ არა მაინც ერთად არიან 24 საათი და ჩემი წარსულის ელემენტებად, ნაწილაკებად, მოგონებებად ინახებიან.

1. როცა სურათებს ვათვალიერებ პირველს რასაც ვფიქრობ სურათზე დახედვისას არის “რა შეიცვალა მას შემდეგ”… ბევრი რამ, ყველაფერი შეიცვალა. ადამიანი მხოლოდ ერთი გზით ვერასდროს ივლის, თავისით თუ არა სხვა მაინც უბიძგებს რომ გადაუხვიოს. კეთილის თუ ბოროტის მსურველები, უნდათ თუ არა მაინც ზემოქმედებენ ადამიანზე. ყოველ წამს იცვლება ადამიანის ცხოვრება, ყოველ წამს. როცა ვუყურებ ჩემი პატარაობის სურათებს როგორ ვისვენებ აგარაკზე, როგორ ვერთობი საკუთარ თუ მეგობრის დაბადების დღეებზე, როგორ უსირცხვილოდ შიშველი ვბანაობ მდინარეზე, როგორ უაზროდ და ამავე დროს ძაან ბავშვურად ვიღრიჯები ერთ დიდ გაწელილ კადრში და როგორ ველოდები ნაძვის ხესთან ჩაცუცქული თოვლის ბაბუას, თვალები რომ მეხუჭება და მაინც რომ მოციმციმე ნათურებზე ვარ დაშტერებული ^^ ვხვდები რომ არ ვიყავი ცუდი ნამდვილად 🙂 თბილი ბავშვი ვიყავი აშკარად მახსოვს, უკომფლიქტო მაგრამ ზოგჯერ ძალიან ჯიუტი. ეგოისტი და მესაკუთრე.

ვგიჟდებოდი საჩუქრებზე, არასდროს არ მიჯუჯღუნია ბევრი ეს მინდა ის მინდას ძახილით, არც მთლად განებივრებული არ ვყოფილვარ, ზომიერად ყველაფერი მქონდა. არ მიყვარდა, ვცოფდებოდი როცა ეზოში ბავშვები ბურთის გამო ერთმანეთს ცემდნენ და თავ-პირს უმტვრევდნენ, იშვიათად შევდიოდი ჩემ ტოლ ბავშვებთან კონტაქტში. ყოველთვის ჩემზე გაცილებით უფროსებთან, 3 ან 4 წლით უფროსებთან ვმეგობრობდი. “როცა ეზოში  ჩემი ტოლი ბავშვები ომობანას თამაშობდნენ მე მაშინ ტუზ კოზირს ვჯოკრიდი” (ეს სადღაც მიწერია უკვე, ეხლა გამახსენდა. დღემდე მიყვარს ჯოკერის თამაში). კარგი მესაიდუმლე ვიყავი და დღემდეც ვარ. მაგრამ მაშინდელი საიდუმლოებები განსხვავდება დღევანდელისგან, მაშინდელი აზროვნება და ბავშვური მიამიტობაც გაქრა. წლებიც გავიდა და სურათებიდან მხოლოდ წარსულის წამების მეათასედები რჩებიან რომლების მოძრაობებიც მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ, წარმოვიდგინოთ, გავიხსენოთ.

2. მახსოვს ახალი წელი იყო და როგორც ყოველთვის სამზარეულოში თავისებური ფუსფუსი იყო, გემრიელი კერძების სასიამოვნო სურნელი ერთმანეთში ირეოდა, გარეთ ბავშვებს ასაფეთქებლებიც მოემარაგებინათ და ერთი დიდი ფრონტის ხაზიც გავლებული ქონდათ (დღემდე ვერ ვიტან ასაფეთქებლების ბათქა-ბუთქს, მხოლოდ ფეერვერკები მატყვევებდა ფანჯარასთან თვალებ გაბრწყნიბულს და ყურებამდე გაკრეჭილს, მიყვარდა როცა მეკვლე ვიყავი ოჯახში და ყველა მე, პატარა ბავშვს ისე მექცეოდა როგორც დიდ და ზრდასრულ ადამიანს, როცა მათი საპატიო სტუმარი ვიყავი (სხვათაშორის კარგი ფეხი მაქვს) მიყავრდა როცა გარეთ თოვდა, დედამიწას ერთი დიდი გუგუნი მოიცავდა და ყველა ბედნიერი იყო. საახალწლო არდადაგებზე ვგიჟდებოდი) ტკბილეულობა არასდროს არ მყვარებია, მაგრამ ეს “ასე ტკბილად დამიბერდი” მაინც ყოველთვის მიხაროდა 🙂

დაკვირვებული ვიყავი და ყოველთვის მსიამოვნებდა ახალი წლის დილით ქუჩებში როგორი სიჩუმე სუფევდა ხოლმე, ყველა დაღლილი, არაქათ-გამოცლილი რომ იყო და მაინც რომ გაღიმებულები მისჩერებოდნენ ერთმანეთს. შემდეგ ბედობა, ძველით ახალი წელი და ბოლოს ისევ ჩვეულებრივი ცხოვრების რითმი. ეს მათთვის რადგან ჩემთვის ყოველი დღე გართობისთვის თენდებოდა და მხოლოდ მეგობრებზე ვიყავი ორიენტირებული.  მართლაც რამდენი რამ შეცვლილა 🙂 მაშინ სასმლის გემო არ ვიცოდი, ახლა ახალი წელი მოსულა და როგორ, ფხიზელი?? :დ მაშინ ტრადიციისამებრს სახლში ვხვდებოდი, ახლა ან ქუჩაში ან რომელიმე რესტორანში, უცვლელი ისევ რამოდენიმე მეგობარი და ოჯახის წევრები არიან. ის ბავშვური აღტაცებაც ცოტათი განელდა. მოლოდინით კი ისევ სულმოუთქმენლად ველოდები ხოლმე ახალ წელს, სხვებთან ერთად მეც ვითვლი ხოლმე ბოლო წუთებს 🙂

ზაფხულში ხან სად ვისვენებდი ხან სად, არასდროს არ მქონია ამოჩემებული საყვარელი ადგილი, ზღაც ისევე მიყვარს როგორც მთა, ასე რომ თავს ნებისმიერ კუთხეში და ნებისმიერ ადგილას კომფორტულად ვგრძნობდი და ნაკლებად გამოვთქვამდი ამაზე პრეტენზიებს მაინცდამიანც ის და მაინცდამაინც ეს. ერთი სიტყვით რომ ვათქვათ უპრობლემო ბავშვი ვიყავი. ზაფხულობით ყოველთვის მქონდა მოკლე მკლავიანი მაისურის ჩაცმის კომპლექსი (ვფიქროდდი რომ მეტისმეტად სუსტი ვიყავი და დიდი კუნთები რომ არ მქონდა მრცხვენოდა 😀 ) და ამის გამო მძულდა ზაფხული რასაც ვერ ვიტყვი ზამთარზე. მახსოვს ყოველთვის უმცირესობაში ვიყავი როცა ვამბობდი რომ ზამთარი, სიცივე, თოვლი უფრო კარგია ვიდრე სიცხე და “თავში მზის დაცემა” 😀

შემოდგომის დადგომაზე ძალიან წელიწადის არცერთი დრო არ მიხაროდა, სექტემბერი, თან 16 ^^ ყოველ წელს ჩემი ხელახლა დაბადება ხდებოდა, მიყვარდა ყურადღების ცენტრში ყოფნა. საჩუქრები, ყველა საყვარელი ადამიანის ერთად დანახვა ჩემივე მიზეზით 🙂 რა სულელი ვიყავი, შით! ბავშვი! 😀

არასდროს მიოცნებია პრეზიდენტობაზე, არც ექიმობაზე, სამაგიეროდ მარიონეტების თეატრში პირველად მისვლისთანავე სულ იქეთ მიმიწევდა გული, ყოველ შაბათ-კვირა პირველ რიგებში ვიჯექი. შემდეგ უკვე ნამდვილ, “უზარმაზარი” სცენის დარბაზებში გადავინაცვლე და ბოლოს ისე შემიყვარდა რომ თეატრია ჩემი მომავალი პროფესია თუ ჰობი (ეს არ ვიცი ჯერ).

ხო და ეხლა თან ვწერ და თან ვიხსენებ კიდევ უამრავ საინტერესო თავგადასავლებს, მოგონებებს, მეგობრებს, ვიზიტებს რომლებიც მხოლოდ ფოტო არქივად დარჩა, მხოლოდ მოგონებად რომლის გახსენებაც სახეზე ღიმილის მგვრის.

ბოლო სურათიც თავიდან-ბოლომდე შევათვალიერე და ალბომი დავხურე.

კიდევ ერთხელ დანანებით გულში ჩამეღიმა და ისევ ფეისბუქს მივუჯექი, ლაიქები, ჯგუფები, მეგობრები, პიემები და ბლოგი 🙂

Advertisements
Categories: My Life, Uncategorized | ტეგები: , , , , , , , , | 14 Comments

პოსტის ნავიგაცია

14 thoughts on “პატარა კახი ფოტო-მოგონებებიდან

  1. ახალი წელი მინდააა!!! მაგარი, სენტიმენტალური და საყვარელი პოსტია! 🙂

  2. 7 წლამდე მართლა მიყვარდა ახალი წელი. 5 წლისამ წინდღით შემთხვევით აღმოჩენილი ყუთი რომ საჩუქრად მივიღე, მაშინ დავრწმუნდი თოვლის ბაბუის არარსებობაში. კარგად მახსოვს. რეალობასა და მოგონილ სამყაროსთან პირველი ჯახი იყო და მაგიტომ. აქედან მესამე ახალი წლის დადგომას ისეთივე ,,ენთუზიაზმით” შევეგებე, როგორც ახლა- გამაღიზიანა უშველებელმა ხმაურმა, მაგრამ ჩემი სახლის უკან ხმამოწყვეტილი წუთიერი განათებები მხიბლავდა.
    შემოდგომა მიყვარს ერთადერთი დღემდე. უფრო სწორად, ოქტომბრის შუა რიცცხვების შემდგომი 🙂 მიუხედავად იმისა, რომ საკუთარ დაბადების დღეს ვერასდროს ვიტანდი.
    ბავშვობაშიდამაბრუნებელი პოსტია. ძალიან მომეწონა 🙂

    • დიდი მადლობა, გამიხარდა 🙂

    • რა კარგი კომენტარია :დ ❤ კარგმა პოსტმა იცის ეტყობა :დ

    • ხოდა რა ვქნა ახლა მე? ჩემი შვილი 10 წლის ხდება და მეზობლის ბავშვმა უთხრა თოვლის ბაბუა კი არა მამაშენი ყიდულობს შენთვის საჩუქარსო. როგორ ვუთხრა მართლია-მეთქი. თან არ მინდა რომ ვატყუებდე. აბა, რაა ეხლა ეს:/ (სარკე და თბილისელებში რომ ფსიქოლოგს ეკითხებიან რაღაცეებს ეგრე არ გამომივიდა?:დ)

  3. რამდენი ხანია ჩემი ალბომი არ გადამიშლია. ❤ "საჩუქრები, ყველა საყვარელი ადამიანის ერთად დანახვა ჩემივე მიზეზით რა სულელი ვიყავი, შით! ბავშვი!" მმმ ჩემი დაბადებისდღე დღემდე ძალიან მიყვარს და საჩუქრებსაც სიამოვნებით ვღებულობ და რა გამოვიდა ეხლა ამხელა 22 წლის ბებერი ქალი ბავშვი ვარ ისევ? 😀
    ძალიან საყვარელი პოსტია. ❤

  4. ნოსტალგიური პოსტია. ცოტა არ იყოს, თეთრი შურით შემშურდა, მე არ მიყვარს ფოტოების თვალიერება… რადგან ისინი ბევრ ისეთ რამეს მახსენებენ, რის დავიწყებესაც სულ ვცდილობ.

  5. კახი, ეს პოსტი ყველაზე მეტად მომწონს, რაც კი დაგიწერია 🙂
    კარგი სტილია, ნოსტალგიით და მთელი ამბებით .
    ^_^ ყოჩაღ 🙂

  6. უთბილესი პოსტია ^_^
    ისე, მეც სულ მინდოდა, ჩემი ალბომების შთაბეჭდილებებზე დამეწერა… ერთი-ერთში ემთხვეოდა-მეთქი, ვერ მიტყვი, მაგრამ ჩემს ბავშვობას ბევრი რამით ჰგავს ^_^
    P.S. ამ ფოტოებზე შენ ხარ მართლა თუ გგვანან ეს ბავშვები?

  7. ჩემი ალბომის დათვალიერება მომინდა:/ დაგედო შენი ბავშვობის ფოტოები ბარემ, უფ! :/

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: