მე მინდა რომ ვიყო პირველი!

აჩქარებული ცხოვრების რითმი, სიმღერის ყველაზე სწრაფი რემიქსი და სწრაფად, დაუფიქრებლად მიღებული გადაწყვეტილება. ფიქრი ამ შემთხვევაში საჭირო არ არის, სწრაფად მოქმედებ დრო რომ არ დაკარგო. ყურებში ენერგიული, ხმაურიანი სიმღერა ბოლო ხმაზე ღრიალებს, ისე რომ გაყრუებს და მაინც გსიამოვნებს.

გარბიხარ და არ ფიქრობ უბრალოდ ოცნებობ 🙂 გარბიხარ და თოვლში ღრმა ნაკვალები რჩება, ტყეში გავლებულ ბილიკებს კვეთ და თითოეულ ტოტთან შენს შეხებას მოყვება მასზე დადებული თოვლის ზღაპრული სილამაზით გაფანტვა ჰაერში, ოდნავ ქარი ქრის და ეს ფანტელები უფრო და უფრო იშლებიან ირგვლივ. გარბიხარ და გინდა დროს გადაუსწრო, იყო პირველი ვინც ამას შეძლებს. გარბიხარ და ხვდები რომ შენი ნაბიჯები საათის ისრებზე სწრაფია, დაფარული მანძილი წლებზე მოკლე, ცოტაღა დაგრჩა საუკუნის დასაპყრობად და იქნები კიდეც ის ერთადერთი და შეიძლება უკანასკნელი ვინც ამას შეძლებს.

გარბიხარ და უკან მხოლოდ მთვარე და შარფი მოგდევს რომელიც ყელზე შემოხვეული გაქვს და ცალი მხარი ნებაზე გყავს მიშვებული. გარბიხარ და უკან არ იხედები, არ უყურებ სხვებს როგორ ჩაფიქრებულები მიიზლაზნებიან ნელა-ნელა. ათვლის წერტილი უცნობია რადგან ვერ ხვდები, არ იცი და არც გაინტერესებს საიდან ან როდის გაჩნდა ამ პირველობის წყურვილი. გარბიხარ და ყველა შენ შემოგცქერის, უკვირთ და ეღიმებათ. მაგრამ პირიქით, შენ დასცინი მათ იმისათვის რომ ამ ცხოვრების დინებას მიყვებიან და არ სურთ რაიმე ახლის დაგემოვნება. ეს ხომ არ არის აკრძალული და მითუმეტეს – შეუძლებელი.

შეუძლებელი ხომ საერთოდ არაფერია! მაშინ შენც დაიპყრობ იმ მწვერვალებს რომლის დანახვისასაც სხვებს უბრალოდ ეშინიათ. ამ ქვეყნად ყველაფერი მარტივია უბრალოდ ეს ადამიანებს გვეძნელება. როცა გარბიხარ უნდა იცოდე რომ არასდროს არ უნდა შეჩერდე სანამ დანიშნულების ადგილამდე არ მიხვალ, ეს დანებების და ფარ-ხმლის დაყრის ტოლფასია, რის შემდეგაც ძალების მოკრეფა ძალიან ძნელია. გარბიხარ და არ ფიქრობ იმაზე თუ სად, არც იმაზე ფიქრობ თუ სადამდე გეყოფა ამის ძალა და ენერგია.

მე მინდა რომ ვიყო პირველი!!…

Advertisements
Categories: ზოგადი თემები, თინეიჯერები, My Life | ტეგები: , , , , , , | 2 Comments

პოსტის ნავიგაცია

2 thoughts on “მე მინდა რომ ვიყო პირველი!

  1. გაგა

    კარგია პირველობის სურვილი ,
    მაგრამ სურვილი ერთია და შესაძლებლობა მეორე . თუ ორივე გაქვს მაშინ – გენიალურია .
    ჰო და რაც მთავარია, არ ვთვლი , რომ ამ პოსტის წაკიტხვით დრო დავკარგე , რაც ამ ბოლო დროს ხშირად მემართება .

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: