დილის 10 საათიდან დილის 10 საათამდე

დილის 10:00 საათია და ჩემს ოთახში, ფარდებისგან ჩაბნელებულ ოთახში ვწევარ და ვხვდები როგორ მსიამოვნებს როცა სახლში მარტო ვარ. ადგომა მეზარება, ვფიქრობ რა გავაკეთო და ვერაფერს ვპოულობ საინტერესოს. მართალია სიჩუმეს ვერ ვიტან მაგრამ ამ სიჩუმეს ხომ Daniel Merriweather – Impossible არღვევს და სადღაც ფიქრების მორევში მითრევს. ინტერნეტი არ მაქვს, შესაბამისად უხასიათოდ ვარ და ცხელ ყავას რომლის ორთქლითაც მოსაწყენად ვთამაშობ, ნელ-ნელა უგემოვნოდ ვსვამ.

საფერფლედან ამოსულმა კვამლმა სილუეტების ხატვა დაიწყო, მეც დიდი ინტერესით ვადევნებ თვლას და საინტერესოს ვერაფერს ვარჩევ. რა უაზრობაა როცა რაღაც გინდა, გჭირდება და არ იცი რა. ფანჯრიდან თეთრი წერტილები მოჩანს რომელიც ისე უცებ ქრებიან რომ ვერ ვასწრებ მათ დაჭერას. ოთახში ბურუსივით ჩამოწვა ნაცრისფერი ღრუბელი, სუფთა ჰაერია მჭირდება, გარეთ გასვლა კი არ მინდა, აივანზე უაზროდ გავიყინები.

ოთხ კედელში დამწყდეულ დამნაშავეს ვგავარ თუმცა უდაშაულოდ. მსიამოვნებს და თან ამავე დროს მძულს მარტოობა. ლეპტოპში სურათებს დაახლოებით 20 წუთი ვათვალიერებ, მერამდენე კრუგზე ვარ არ ვიცი და სტოპ.. აი რა მჭირდება. უცებ ვთიშავ ლეპტოპს (თუმცა სიმღერას ისევ ვღიღინებ), ვაქრობ სიგარეტს, ფართხა-ფურთხით ვემზადები და სახლიდან გავდივარ.

ორჯერ დავაკაკუნე, მესამედ უფრო ძლიერად მაგრამ სამარისებული სიჩუმე იდგა. თოვდა მაგრამ არ ციოდა. მომბეზრდა უაზროდ რომ გამყავდა დრო და მობილურში ავკრიფე ის ნომერი რომელიც მგონი არასდროს არ დამავიწყდება სანამ ცოცხალი ვარ (ამ ნომერმა ბევრი რამ შეცვალა და ალბათ მაგიტომ). ზარი გავიდა თუმცა პასუხი გაჭიანურდა. ეტყობოდა რომ ახალი გაღვიძებული იყო, ლაპარაკი ეზარებოდა და მეც მეორედ, უარესად გამიფუჭდა განწყობა.

უბრალოდ მოვიკითხე თუმცა თვითონ მიხვდა და რამოდენიმე წუთში ერთად ვისხედით ერთ-ერთ ბარში. ვლაპარაკობდით, ყავას ვსვამდით და უაზროდ გვეცინებოდა. ერთად გადახდენილი თავგადასავლები წამოგვიტივტივდა თავში და ბევრი საინტერესო რამეები გაგვახსენდა. გადამავიწყდა ჩემი საზიზღარი ხასიათი და გავმხიარულდი. მას ყოველთვის ეხერხება ეს და ამიტომ მიყვარს ყველაზე ძალიან მასთან ყოფნა და საუბარი. მართალია შავი და მოკლე თმა არ უხდება თუმცა ვარდისფერი პომადა ისეთ მიმზიდველს ხდის მის ტუჩებს, ღია ცისფერ თვალებს რომ დარწმუნებული ვიყავი იქ მყოფ ყველა ბიჭს შურდა ჩემი ^^ ასაკით ჩემზე გაცილებით უფროსია მაგრამ არ ეტყობა. ხასიათებიდან გამომდინარე ალბათ, დიდი ბავშვია ❤ თავისუფალი, უკომპლექსო და ტავდაჯერებული საუბრის მანერით. სასმელს იშვიათად სვამს თუმცა დღეს გამონაკლების მთელი დიდი ნუსხა დავუშვით და (ბევრი ხვეწნა-მუდარის შემდეგ) მისი მეგობრის (BF) სახლში ავედით (მგონი დაბადების დღე ქონდა, აღარ მახსოვს). მოკლედ, ერთი დიდი ოთახი გატენილი იყო ახალგაზრდებით, მაგიდაზე სასმელი ოხრად ეყარა, მუსიკალურ ცენტრი კი ბოლო ხმაზე გუგუნებდა, განათება დაბალი იყო. ერთი სიტყვით რომ ვთქვათ ზუსტად ის გარემო იყო რომელზეც დილით ვვოცნებობდი 🙂

რამოდენიმეს მანამდეც ვიცნობდი (უმრავლესობა იქ გავიცანი) და რამოდენიმე წუთში მეც მათ დავემსგავსე როცა ძალით თუ ნებით რამოდენიმე ჭიქა დავლიე. სიმართლე გითხრათ იუბილარს არც ისე კარგად ვიცნობდი მაგრამ შთაბეჭდილება მაინც ნული მქონდა, იმ საღამოს კი რადიკალურად შემეცვალა წარმოდგენა მასზე, არ მოველოდი მისგან ჩემდამი თბილ დამოკიდებულებას რადგან მეგონა სულ ეჭვიანობდა რომ მე და მისი GF სულ ერთად ვიყავით და სულ ჩემს გამო იყო ჩამოკიდებული მობილურზე. მოგვიანებით წამოსვლა დავაპირე მაგრამ მეგობრის თხოვნით დავრჩი. საღამო მართლა კარგად გავატარე, პოეზიის 5 წუთი მოეწყო (რამდენად 5 წუთი ვერ გეტყვით მაგრამ დაახლოებით 2 საათი შთაბეჭდილელებების ქვეშ ვიყავი). ბოლოს ეს პოეზიაც მოსაწყენი გახდა და “დავიშალეთ” 🙂

დილის 8:30 იქნებოდა როცა გონს მოვედი (არ მძინებია, ვერ დავიძინე/არ დამაძინეს) გამოვფხიზლდი და მობილურში კალენდარს დავხედე, არ მქონდა მონიშნული, ანუ არსად მეჩქარებოდა და მშვიდად განვაგრძე გამოტოვებული ზარების თვალიერება, ესემესბი შევამოწმე და სტოპ.. მესიჯი: “მობილური მთელი დღე გათიშული მქონდა, ეხლა ვნახე შენი მესიჯები, ბოდიში კახი, სახლში ვიყავი და მკვდარივით მეძინა, ვერ გავიგე როდის მოხვედი, თუ გცალია მოდი”. ჯანდაბა, ეს სულ რომ არ მოეწერა ხომ უკეთესი იქნებოდა 🙂
თავი მისკდება, პირი მიშრება და თვალებს ლუდის კათხისკენ ვაპარებ, ბოლოს ვფიქრობ ორი ყლუპი არაფერს მიზამს და უნებურად, დაუფიქრებლად ბოლომდე ვცლი კათხას. ვეძებ მეგობარს რომ დავემშვიდობო და სახლში ვიკარგები, აშკარად ეტყობა სახლს რომ წინა დღით აქ რაღაც მაშტაბური მოხდა 😀

როგორც იქნა მივაგენი სამზარეულოს და მეგობარს რომელიც მაცივარში იყო შემძვრალი. დავემშვიდობე და წამოვედი. გზა ისე გაიწელა აღარ მეგონა სახლამდე თუ მივაღწევდი ოდესღაც, ყურსასმენები თან არ მქონდა და ქუჩაც ისე ხმაურიანი იყო თავბრუ მერხვეოდა თავი ისე საშინლად მტკიოდა. ბოლოს როგორც იქნა სახლში ამოვყავი თავი, შხაპი მივიღე, ვისაუზმე და ჩავწექი. ყავას ვსვამდი, მესიჯებს ვკითხულობდი და ვყოყმანობდი წავსულიყავი თუ არა მაგრამ დამეზარა. ბოლოს ჩამეძინა.. (მივედი, კარები გამიღო, გაეღიმა და..)

(30.11.2011)

Advertisements
Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , , , , | დატოვე კომენტარი

პოსტის ნავიგაცია

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: