დამტოვეთ გაღიმებული

თვალებს ვახელ.. რამოდენიმე წუთი ჭერს შევყურებ ასე უაზროდ და ვგრძნობ რომ უნებურად მეღიმება, უცებ საკუთარი თავით შეშინებული ვსერიოზულდები. წამოდგომას ვცდილობ თუმცა პირველივე მცდელობისას უცებ მეცა ოდნავ ღია ფანჯრიდან შემოსული ცივი ნიავი და ისევ მივესვენე ფუმფულა ბალიშზე..

ისევ მეღიმება და თვალებს ფანჯრისკენ ვაპარებ, ვხედავ როგორ იფანტება თეთრი ფიფქები ჰაერში, როგორ ირევიან ერთმანეთში და როგორ ეტყობათ რომ მაინცდამაინც არ ჩქარობენ მიწაზე დაცემას.. ბოლოს როგორც იქნა ავდექი, ფარდები გადავწიე და თითქოს თვალებში დიდი, უზარმაზარი “პროჟექტორი” შემომანათესო, ისევ ჩამობნელდა ოთახში 🙂 თუმცა ინტერესმა მძლია და მეც გავყავი თავი გარეთ, სახეზე ცივი ფიფქები მადნებოდა და ოდნავ მასველებდა, შევეჩვიე სიცივეს, სუფთა ჰაერს, თეთრ ფერს (მიყვარს თეთრი ფერი).

საერთოდ ზაფხულს ყოველთვის ზამთარი მერჩივნა და ისიც მხოლოდ თოვლის გამო და თოვლიც მხოლოდ იმიტომ რომ თეთრი ფერი მიყვარს ❤ 🙂 პატარა ბავშვივით ვაცეცებდი თვალებს, ვერ ვძღებოდი უზარმაზარი გადათეთრებული ხეების, გზების, შენობების თვალიერებით, საიდანღაც ბავშვების ხმადაბალი ჟრიამულიც მესმოდა.. ბოლოს სულმთლად გამეყინა ცხვირი, ყურები, ლოყები, წამწამებზე ფიფქებმა მოიკალათეს და მხოლოდ ახლაღა მივხვდი რომ ძალიან მციოდა.

შემოვედი და თითქოს ტანში სასიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა. მიყვარს ახალი წელი, მოლოდინი და მთელი ამ დროის მანძილზე შექმინილი ბედნიერი განწყობა. სამზარეულოში გავედი, როგორც ყოველთვის ფინჯანი ყავით არ დავბრუნებულვარ სასტუმრო ოთახში, ამჯერად ჩაი მომინდა 🙂 ჩემი დილის განუყოფელი ატრიბუტიც არ დამვიწყებია და (კოლოფში დარჩენილ) ბოლო ღერიც გავაბოლე..

ისევ მარტო ვარ.. ისევ სიჩუმეა.. ტელევიზორსი საინტერესო არაფერია.. მუსიკალურ ცენტრშიც ერთი და იგივე სიმღერები.. ამ დროს (არა მხოლოდ ამ დროს) ყველაზე კარგი საშუალება გასართობად ჩემი მეგობარია, თუმცა ისიც ჯარშია (მე დედისერთა ვარ ^^).. მოკლედ ყველა გზა იმისათვის რომ გამოღვიძებულზე გაღიმებული სახე ბოლომდე გავამართლო თითქოს მოჭრილი მაქვს და ამ დროს უნებურად ვფიქრდები რა ვნახე სიზმარში (??) 🙂 სავარძელში მოვკალათდი და გახსენებას, გონების დაძაბვას შევუდექი..

თავიდან თითქოს ბურუსში ვიყავი, მაგრამ ბოლოს ერთიანად წამომიტივტივდა კადრები რომელიც უხარისხო, გაფუჩებული, დაჭრილი ლენტასავით ტრიალებდა ტვინის რომელიღაც მიყრუებულ უჯრედში და მხოლოდ გახუნებული ფერებიტ, შიგადაშიგ გარკვევით მოძრავი არსებები, ადამიანები და ნივთები ჩნდებოდნენ, ბოლოს როგორც იქნა სრულად აღვიდგინე ის პატარა სიზმარი რომლის გამოც ალბათ მთელი ღამე გაღიმებულს მეძინა 🙂

მარტო ვარ და თეთრ, ოდნავ ნაცრისფერ უსასრულობაში მივდივარ, ისე სწრაფად რომ შეიძლება გავრბივარ კიდეც 🙂 ირგვილ არავინ და არაფერია, სრული სიცარიელე მაგრამ არც მე ვეძებ არავის, უბრალოდ მივდივარ (ან გავრბივარ). ტრიალ მინდორზე ამოვყავი თავი სადაც ვერ გეტყვით რომ ლომი და კრავი ერთად ძოვდნენ ბალახსთქო მაგრამ აი ლანა და სიყვარულოვნა კი ნამდვილად ჭამდნენ ერთმანეთს 😀 (ამის გახსენებაზეც სიცილი ამივარდა, რა საყვარლად წეწავდნენ ერთმანეთს), რა თქმა უნდა მშვიდობის მტრედი მივფრინდი და გავაშველე, შევარიგე და ერთად გავუდექით გზას, (კარგად მახსოვს) ნათიამ შემოგვთავაზა “სიკვდილის საჩუქრებს” მოგყვებითო და მე და ლანას სიცილი აგვიტყდა ^^ (მერე ცოტა ცუდად მახსოვს, შეიძლება მოგვიყვა კიდეც 🙂 ).. ტყეში მივდიოდით ჩვენ სამნი, ლანკა ღიღინებდა და ყვავილებს კიკინებიანი ბავშვივით კრეფდა, ნათია ჩაფიქრებული თითებზე რაღაცას ითვლიდა და სასოწარკვეთილი ბუტბუტებდა -ადოც რომ აქ იყოს კარგი იქნებოდაო და საიდანღაც, რომელიღაც ხიდან ადო ჩამოხტა -სად მიიპარებით უჩემოდ თქვე ისეთებო და ასეთებოო (ნუ როგორც რეალურად იცის ხოლმე რა) 😀 ნათია და ადო უკან ჩამოგვრჩნენ, მე და ლანა კი მგონი დაჭერობანას ვთამაშობდით, თან მეუბნებოდა -სულ გამასულელე ამხელა ქალიო 🙂 ლანა რომ მომდევდა დასაჭერად რომელიღაც ხეს ამოვეფარე და უცებ სამივე გაქრა, მარტო დავრჩი და შემცივდა..

ნელა მივაბიჯებდი და გვირილას მოვკარი თვალი, (ახალგაზრდა გოგოს თავის ნაცვლად გვირილას ყლორტი ქონდა და რა დიდი გამოსაცნობი იყო რომ გვირილა იქნებოდა 🙂 ), დავუძახე თუმცა ყურადღება არ მომაქცია, მეც უკან გავყევი.. (აქ ცოტა გავიჭედე, ძლივს გავიხსენე) რაღაც გამოქვაბულივით იყო და იქ შევიდა, მივხვდი რომ ის ძლიერი ზანზალაკების ხმა აქედან მოდიოდა და შევედი..

ბნელოდა მაგრამ ბილიკს გავყევი და აღმოვჩნდი დიდ, უშველებელ დარბაზში სადაც შუაში დიდი ცეცხლი ენთო, მის გარშემო კი ლანა, სიყვარულოვნა, ილო, ნინაკა, ადო, გვირილა და (სავარაუდოდ) აქსიომა ისხდნენ და რაღაცაზე გულიანად ხარხარებდნენ-კისკისებდნენ-ხითხითებდნენ 😀 შორიდან ვუყურებდი ამ შესანიშნავ შვიდეულს და მათი ხმები გარკვევით მესმოდა.

ადო გვირილას ეხვეწებოდა -ეგ თეთრი ფურცლები დაიპუტე და სახე დაგვანახეო. გვირილამ -ჩემგან რა გინდათ აგერ აქსიომას უთხარით მოიხსნას თავისი “სიმართლის” ნიღაბიო. ლანა და სიყვარულოვნა ადოს ეხვეწებოდნენ სტრიპტიზი იცეკვეო. ილო ნათიას “აგდებდა” -დაგვიმტკიცე რომ ეგ მკერდი სილიკონის არ არისო 🙂 ნინაკა და აქსიომა კი რაღაცაზე გაცხარებით ბჭობდნენ სერიოზული სახეებით. ერთმანეთს არ აცლიდნენ ლაპარაკს და ერთი დიდი დომხალი იყო. რა აცინებდათ საბოლოო ჯამში არ ვიცი, ვერ გავიგე მაგრამ მათ შემყურე მეც უაზროდ მეცინებოდა 😀 აღსანიშნავია ისიც რომ ყველას ღია ლურჯები გეცვათ, ერთი შეხედვით ფარულ სექტას წააგავდით ღამღამობით რომ იკრიბებიან და რიტუალებს მართავენ, უფრო კეთილ ჯადოქრებს ^^ ❤

პ.ს ესეც მიზეზი იმისა თუ რამ გამომაღვიძა მომღიმარი სახით 🙂

Advertisements
Categories: Friendly blogs, My Life | ტეგები: , , , , , , , | 13 Comments

პოსტის ნავიგაცია

13 thoughts on “დამტოვეთ გაღიმებული

  1. ლოოლ :დ :დ :დ “ლანა და სიყვარულოვნა ადოს ეხვეწებოდნენ სტრიპტიზი იცეკვეო” გოგო რომ ბიჭს ხვეწნას დაუწყებს სტრიპტიზი იცეკვეო, ის მერე თურქეთშიც წავა

  2. სექტა ვართ ფაქტიურად აბა რა ვართ, სამსაათიანელები გვქვია ჩენ 😀

  3. ვაიმე ცუდად ვარ :დდდდდდდდ
    და მე შორიდან გიყურებდით და ვამბობდი ” რა სასტავი ხართ, რა სასტავი ხართ” :დ :დ :დ

  4. ლოლ :დდდ
    ადოს სტრიპტიზი იმდენჯერ მაქვს ნანახი არამგონია კიდე შევხვეწოდი იცეკვე-მეთქი :დდ

    რაც შეეხება ილოს :დ და ჩემს სილიკონს :დ ჰმ 😐 რა აბსურდია :დ

  5. :დ:დ:დ:დ ვაიმე :დ თავიდან ვფიქრობდი ესე ხო მეც მიყვარს მეთქი თოვლი (სინამდვილეში თოვლი სიცივე ზამთარი ახალი წელი საშინლად მძულს), ასეთი კარგი თუა და ნაზი (თან საშინლად რომანტიკული:დ) -მეთქი :დ მაგრამ მერე სიზმრის გახსენება რომ დაიწყე მოვიკალათე და ეხლა სულელივით ვიცინი :დ არა მაინც რა სასტავი ხართ ასეთი ეს ბლოგერები? :დ ვფიქრობ და ვერ გამიგია, რა გაქვთ (აქ გამიხარდა რომ მეც ბლოგერი ვარ ასე თუ ისე :დ) ასეთი გადასარევი :დ მაგრამ ხართ გადასარევები და :დ
    პ.ს. პრასწი მენია ასეთი ‘პაწია’ კომენტარისთვის :დ

  6. თქვე ”სატნებო” თქვენ :დდ:დდ

  7. რა ბლოგერული სიზმარი გინახავს 🙂 უფრო სწორად ბიენჯური. კარგი იყო

  8. ♥ Miss.Catalan.. ♥

    😀 რა მაგარია :დ ჰაჰ :დ მეც გაღიმებული დავრჩი :დ

  9. გამოხმაურება: ეს ყველაფერი უბრალოდ აXიომაა | rockermeloman

  10. გამოხმაურება: ეს ყველაფერი უბრალოდ აქსიომაა | rockermeloman

  11. ჰეჰ, რამდენი ვიცინე კახი 😀
    ადო სიზმარშიც არ მეშვება ხო? ჯგუბში დამშვიდდა და ახლა შენს სიზმარში დაინტერესდა ჩემი ვინაობით 😀
    საბრალო მე, გვირილას თავი მაქვს 😀 კიდე კაი ლანკა ყვავილებს რომ აგროვებდა იქ არ შემოგხვდით 😀

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: