შენ და …

მშვიდი ნოტები, წყნარი მელოდია და სრული ნეტარება. უკუნითი სიბნელე და ნოსტალგიური სიჩუმე. რეალური და ამავე დროს აბსურდული სიტყვები, ტყუილით გაჯერებული სიმართლე. შენ უბრალოდ გიყვარს შეგრძნება იმ ბგერების რომელსაც გული გამოსცემს. უკვდავება შენთვის, უმნიშვნელოა იმასთან შედარებით რასაც ქმნი. არასდროს მოუსმინო ხალხს რომ ჩქარა გადის დრო, უბრალოდ ეს ჩვენ ვართ სუსლსწრაფები. დრო მხოლოდ სიყვარულს დაინდობს.

უნდა გაიღიმო რომ ქვესკენლშიც შემოიჭრას სინათლის სუსტი მაგრამ სუფთა, კამკამა, ნათელი სხივი. ზღვის ტალღებს უნდა მოეფერო ნაზად, ფრთხილად რომ იგრძნო მათი ძალა, მათი ვნება. უნდა კადრებში დაიჭირო როცა ის ჩუმად ჩურჩულებს, როცა ის ღელავს და გაიგებ, მიხვდები რას ღრიალებს ზღვა როცა ბობოქრობს. ჩვენც ალბათ ნოტებზე დავრჩებით და სხვებს არ მოვაბეზრებთ თავს.  ითამაშებ ნოტებზე, აყვები იმ მელოდიას რომელიც შენთვის იწერება, რომელიც მხოლოდ შენია, შენ გეძღვნება.. თუ გეცოდინება რომ მას ის წერს.. ის ვინც შენთვის, შენით და შენთან ერთად ცოცხლობს.. ის ვინც არასდროს იქნება უკმაყოფილო.. ის ვინც ზოგჯერ გაბრაზდება, გაიბუტება, იბუზღუნებს კიდეც მაგრამ მაინც ეყვარება.. რეალობა დუმს, ოცნებები კი თავს იგიჟებენ..

შენ ხარ მზე რომელიც ათბობს მაგრამ მომაკვდავ იისფერ სხივებს ასხივებს. შენ ხარ თრიაქი რომელიც ადამიანს აბრუებს, თავგზას უბნევს და საოცარ ქვეყანაში, უცხო განზომილებაში გადაყავს საიდანაც მას აღარ უნდება დაბრუნება. შენ ხარ ხაფანგი რომელზეც ყველა ეგება და ამის მიუხედავად – ღრმა, ძალიან ღრმა ჩიხში შესული უსამართლობისთვის თავს წირავ მაგრამ არავინ გიფასებს. ნებდები მაგრამ გახსენდება ნოტები რომლის თითოეული ბგერა ძალიან გავს იმ გამოძახილს რომელიც ეპოქას ჯერ არ ესმის. საუკუნეების შემდეგ დაინახავენ, მიხვდებიან რა მშვენიერია ჩამავალი მზის უკვდავი ფერები, როგორ მოქმედებს ადამიანზე სანაპიროზე ჯდომა და პატარა კენჭების შორს, რაც შეიძლება შორს, ვეებერთელა ზღვაში, როგორც შენი ოცნებების, პატარ-პატარა ოცნებებად სროლა. რაც უფრო შორია მანძილი მით უფრო დიდია სურვილი, წყურვილი გქონდეს შანსი, დრო და შესაძლებლობა..

შეგიძლია საათის ისრები უკან დაატრიალო, მთავარია გქონდეს ნება და მყარი ნერვები, დარწმუნებული იყო იმაში რასაც აკეთებ, თვითდაჯერება და ოდნავი გამბედაობა. უბრალოდ უნდა დაივიწყო საუკუნეობრივი მორალები და ის საზღვრები, ჩარჩოები რომლებიც თაობებმა შექმნეს ისე რომ მათ არსებობას ვერც კი მოესწრნენ. უბრალოდ უნდა წელში გაიმართო და ამაყად გადადგა ნაბიჯი წინ რადგან თუ არ ხარ გულწრფელი მაშინ აზრს კარგავს ყველაფერი, თუ არ ხარ მართალი საკუთარ თავთან მაშინ მთავრდება ყველაფერი. თუ თავს იტყუებ მაშინ უბრალოდ უნდა დატკბე იმ ნოტებით, იმ ჰარმონიით რომელიც იგი შენ გჩუქნის და იყო მხოლოდ იმ ბგერებით კმაყოფილი რომელიც შენთვის იწერება ❤

Advertisements
Categories: ზოგადი თემები, Friendly blogs | ტეგები: , , , , , , , | %(count)s კომენტარი

პოსტის ნავიგაცია

One thought on “შენ და …

  1. tamu

    good

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: