ბიჭის და გოგოს მეგობრობა

იცით, ადრე გოგოსა და ბიჭის მეგობრობის არ მჯეროდა, ნუ არც ეხლა მჯერა მაგრამ არსებობს ჩემს სამეგობროში ერთი გოგონა რომელიც ამ (ჩემს თავში ჩამოყალიბებულ) სტერეოტიპს ამსხვრევს და ერთადერთი თუ არა ერთ-ერთი უახლოესი მეგობარია. ის რამოდენიმე წლის წინ გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში და მივსებს იმ სიცარიელეს რასაც დედისერთობა ქვია. ეს რამოდენიმე წელი ვერ ვგრძნობ იმას რომ მე არ მყავს არც ძმა და არც და (თავადაც დედისერთაა).

ხო, აი ასე, პირდაპირ ზედმეტი ქარაგმების გარეშე – ის ჩემი პატარა დაიკოა (ნუ ეხლა მერე რა რომ თვეებით დიდია 🙂 მაინც ჩემი პატარა კუკლაა!), მიუხედავად იმისა რომ თავად ფიქრობს რომ უკვე გაიზარდა მე მაინც მგონია რომ საკუთარ თავში ჩამოუყალიბებელია, მგონია რომ ზოგჯერ სიამოვნებს როცა ატყუებენ და ამ ტყუილებს იჯერებს. ამბობს რომ უბრალოდ ერთობა და ჩემსავით ცხოვრებისგან მაქსიმუმი უნდა რომ მიიღოს მაგრამ ბოლოს ამ ურთიერთობებიდან დაზარალებული მაინც თვითონ რჩება, მოკლედ რომ ვთქვათ ძალიან მიამიტი და თვითნება ბავშვია. მასთან ვერ მოიწყენ, ჯერ მხოლოდ მისი კისკისი რად ღირს რომ მთელი დღე კარგ განწყობაზე იყო. ზოგჯერ საშინელი ეგიოზმი იპყრობს (დედისერთებს გვახასიათებს) და უყვარს როცა ვინმეს ნერვებს წიწკნის და წყობილებიდან გამოყავს 🙂

ყოველთვის ყურადღების ცენტრშია. “მოვლენების”, ცხელი წერტილების ეპიცენტრში და ეს მის ცხოვრებას ამრავალფეროვნებს. საშინლად არ უყვარს როცა მის სახელს სწორად, გამართულად ეძახიან (ნუ ეს გოგონების უმეტესობას ჭირს). მასთან ერთად ყველგან და ყოველთვის თავს კომფორტულად ვგრძნობ, ვერ ვიტყვი რომ უკომპლექსოა თუმცა სწორედ ეს მხიბლავს მასში, არა მთლად არც ნამეტანი კდემამოსილი არ არის უბრალოდ კომპანიონებს გააჩნიათ 😛 ვგიჟდები მის იუმორზე, ყოველთვის ახერხებს ჩემს გაღიმებას მაინც, ჭკუიდან გადასვლას თუ არა 😀 მის გაკეთებულ ყავას ვერცერტი ფეშენებელური ბარის ყავა ვერ ჯობნის, მასთან სახლში როგორც საკუთარ სახლში ისე ვგრძნობ თავს ^^

მიუხედავად ამ იდეალური ურთიერთობის და შეხმატკბილებული მეგობრობისა მაინც რჩება ერთი თემა რომელიც ჩვენს შორის ცხარე დებატების თუ მეგობრული “კამათის” საგანი ხდება, ეს კი გოგოსა და ბიჭის შორის მეგობრობაა, მე რა თქმა უნდა ვეწინააღმდეგები მას იმაში რომ არ არსებობს ბიჭი (ან გოგო) რომელიც ერთი, სულ ერთი წამით მაინც არ შეხედავს მას ისე როგორც გოგოს, როგორ ქალს. ის ფიქრობს რომ მე პარადოქსულ არგუმენტები მომყავს, ჯერ გამომდინარე იქიდან რომ მასზე გადამკვდარი მეგობარი ვარ და მას ეს წარმოუდგენლად მიაჩნია, მეორე კი თავისივე გამოცდილებიდან რაღაც მიზეზი მოყავს.

მე კი მაინც ჩემს აზრზე ვრჩები რომ მიუხედავად იმისა მე უამრავი მეგობარი გოგო მყავს რომლისკენაც უბრალოდ წარმოუდგენელია გაუცნობიერებლადაც კი გამეფიქროს მათზე – გოგოს და ბიჭს შორის (ნამდვილი) მეგობრობა არ არსებობს. ხო, ვიცი ალბათ მართლაც ურთიერთგამომრიცხავია ის რაც ზემოთ დავწერე და ის რასაც ახლა ვწერ მაგრამ რა ვქნა მე – მე ვარ, შენ – შენ ხარ 🙂

Advertisements
Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , , , , | 10 Comments

პოსტის ნავიგაცია

10 thoughts on “ბიჭის და გოგოს მეგობრობა

  1. არსებობს.. დამერწმუნე არსებობს. 🙂 მოვა დრო და მიხვდები , რომ მართალს ვამბობ. 🙂

  2. ბიჭს და გოგოს შორის მეგობრობა ზოგჯერ ყველაზე ნამდვილი მეგობრობაა :*

  3. თუ ფიზიკურად საშინელება არაა რომელიმე, ან თუ ვინმე ისეთი არ აკავშირებთ, რომ გამორიცხულია, დროთა განმავლობაში მეგობრობა მაინც გადადის სხვა ურთიერთობის ეტაპზე…

  4. გოგოს და ბიჭს შორის ნამდვილი მეგობრობა კი არა ,ეხლა უკვე გოგოს და გოგოს შორის და ბიჭს და ბიჭს შორის აღარ არსებობს ნამდვილი მეგობრობა ….
    ბიჭი მეგობარი მეც მყავს ,მმმ ბევრი თან… ჩემიდან ვემეგობრები და ისინი რას ფიქრობენ არ ვიცი …
    და ზოგადად გოგოს და ბიჭის მეგობრობა მაინც ერთი რამით მთავრდება ;))) …

  5. რაღაც მცირე დეტალში შეიძლება დაგეთანხმო, მაგრამ ეგ წამიერი თვალის გაპარება ყველა ურთიერთობაში არაა. მე მყავს ბავშვობის ძმაკაცი, ძმად ვთვლი (მეც დედისერთა ვარ :)) ეხლა ცოლი მოყავს და ვნერვიულობ ქორწილში რომ ვერ ვიქნები, სხვა ქვეყანაში ცხოვრობს. ეხლა ვიღაცამ რომ მითხრას იმაზე რომ სხვა თვალით უყურებო ან გიყურებსო ცოცხალი ვერ გადამირჩება. :))) მეგობრობას სქესი, ორიენტაცია და ასაკი არ აქვს. :)))

  6. მე მჯერა რომ არსებობს.:)

  7. არსებობს, თუმცა შეიძლება “სხვანაირი” სიყვარულიც გაჩნდეს, თუ არსებობს ფიზიკური ლტოლვა) ჩემი აზრით, ასეთი კავშირი ყველაზე მყარია – როცა სიყვარულის საწყისი ფიზიკური ლტოლვა კი არა წრფელი მეგობრობაა ❤

  8. რათქმაუნდა მჯერა რადგან როდესაც ყველაზე დიდ გასაჭირში ჩავვარდი გვერდით გოგო კიარა ბიჭი მედგა და ჩემზე ზრუნავდა ) იმ სიცარიელეს მივსებდა და მივსებს რაც საუკეთესო მეგობრის დაკარგვის შემდეგ განვიცადე . ხშირ შემთხვევაში ბიჭი მეგობარი ნამდვილი მეგობარია 🙂

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: