31 დეკემბერი

დილის 10 საათია, გარეთ პატარა ფიფქებით, მშვიდად თოვს, არ ცივა. მხიარულ სიმღერას ვღიღინებ, ფანჯარასთან ფინჯან ყავას ვსვამ და ვემზადები, შარფს დიდი მონდომებით ვაწვალებ (დღემდე ვერ ვისწავლე ნორმალურად “მოხვევა”), თავზე ისევ ამოჩემებულ ქუდს ვიფარებ, ვამოწმებ საათი არ დამრჩეს და მშვიდად ვკეტავ კარებს, კიბეებზე ჩამოვრბივარ და გარეთ, ჰაერზე, შენთან გამოსვლა მეჩქარება. ერთ-ერთ მაღაზიაში ვრჩერდები და გულდასმით ვათვალიერებ ვიტრინას, თან ვცდილობ წარმოგიდგინო სხვადასხვა სუვენირით ხელში ^^ ბოლოს როგორღაც არჩევანს ვაკეთებ და გამოვდივარ.

ჯერ ადრეა, მეგობრები უნდა ვნახო, მათთან რომელიღაც ბარში მივდივარ, ისინი უკვე ერთად არიან და როგორც ჩვევიათ გაცხარებით საუბრობენ, იცინიან 🙂 მეც ჩავები მათ მხიარულებაში, სხვა დროს მათთან ერთად დავაღამებდი და გავათენებდი ამ დღეს, ტრადიციაც არ დაირღვეოდა მაგრამ ამჯერად – ცხელი შოკოლადის სმით და მათთან საუბარში ისე გავერთე რომ დროც გაიპარა და უკვე საღამოს 6 საათია, მესიჯიც მოვიდა. გარეთ ისევ თოვს, შედარებით ხშირი და დიდი ფიფქებით მაგრამ მაინც არ ცივა, ქუჩა სავსეა ადამიანებით, ბედნიერი ადამიანებით.

ყველას სადღაც – უფრო სწორედ სახლში ეჩქარება, უმეტესწილად კაცებს, ქალები ხომ ამ დროს სამზარეულოში დიდი მონდომებით ფუსფუსებენ. ქუჩას აყრუებს ასაფეთქებლების ხშირი ხმაური, გუგუნი. ე.წ სამალიოტების წივილი და სულსწრაფი ბავშვის მიერ მომარჯვებული ფეერვერკის ხრაშუნი, ფერადი ბურთები. ყველაფერი თითქოს ბრწყინავს, თბილისსაც თეთრი თბილი მოსასხამი მოუხურავს და ელოდება, ითვლის წლის ბოლო საათებს, წუთებს. მოვდივარ და ისევ შენზე ვფიქრობ. შენს სადარბაზოსთან ვდგავარ და გელოდები.

ჯერ მხოლოდ 7 საათია და თბილ ოთახში მხოლოდ მე და შენ ვართ, მე აივანზე სიგარეტს ვეწევი, შენ სამზარეულოში გემრიელ ვახშამს ამზადებ და თან რაღაცას მიყვები, მეც გისმენ და უნებურად მეღიმება, უბრალოდ ძალიან ბედნიერი ვარ 🙂 ინტერნეტში რომელიღაც საახალწლო, მელოდიურ სიმღერას ვეძებ, ისევ აივანზე ვბრუნდები, შენც გამოხვედი და მიყურებ, ისეთი მშვიდი, მომღიმარი და ბედნიერი სახით რომ საშინლად მინდება ჩაგეხუტო მაგრამ გრძნობ ქურაზე რაღაც იწვის და გარბიხარ 😀 სიგარეტს ვაქრობ და ოთახში ვბრუნდები.

ჯერ ისევ ადრეა, მხოლოდ 8 საათია, ისევ თოვს, ამჯერად უფრო ხშირი და მსხვილი ფიფქრებით, გარეთ გავდივართ და დაცარიელებულ ქუჩებში ვსეირნობთ, სიჩუმეა თუმცა ყრუდ ისმის სახლებიდან აჟიტირებული ბავშვების ხმაური, სამზარეულოდან დიასახლისების დაძაბული საუბარი. ჩვენ ორნი ვართ მხოლოდ ერთ ვიწრო ქუჩაზე სადაც ფერადი ნათურები ანათებენ გზას, ქათქათა თოვლით დაფარულ გზას. რაღაცას გიყვები და თან ვგრძობ როგორ ვთბები როცა გიყურებ რომ გეღიმება, ოდნავ ჩამომრჩი, საუბარში გავერთე და რამოდენიმე ნაბიჯით გაგისწარი, ვიგრძენი როგორ უცებ შემომხვიე ხელები, როგორ დამადე ზურგზე თავი და რა თბილი ხმით მითხარი რამოდენიმე წინადადება რამაც ადგილზე დამადნო. შენი ტუჩებიც ვიგრძენი, ის ისეთი ტკბილი იყო ^^ არც მე და არც შენ არ გვინდოდა ეს დამთავრებულიყო, გათენებულიყო.

უკვე საღამოს 11 საათია, ოთახს მხოლოდ მორთული ნაძვის ხის ნათურები ანათებს, მოციმციმე ფერადი ფერებით, მაგიდა ორზეა გაწყობილი, იცი რომ საშინელი რომანტიკოსი ვარ და არც შენ ხარ ნაკლები, ასე რომ მაგიდის შუაგულში მხოლოდ ერთი პატარა სანთელი ციმციმებს. შამპანიური კი ელოდება როდის დავითვლით წლის ბოლო წუთებს და როდის იფეთქებს, ამოხეთქავს თეთრი ქაფი ^^ დღეს განსხვავებული დღეა, ბედნიერი და ლამაზი. დღეს გადატვირთულია ხაზები, ამას ვიმიზეზებთ და ვთიშავთ მობილურებს, არ გვინდა მყუდროება ვინმემ დაგვირღვიოს. მხოლოდ შენ და მე, მარტო მე და შენ!

და აი უკვე 12 ხდება, წუთები უკლია, აივანზე ვდგავართ და ველოდებით როდის განათდება ჩაბნელებული ცა ფერადი ფერებით, როდის ახმაურდება თბილისი გამაბრუებელი ყიჟინით. 9, 8, 7, 6, 5, 4, 3, 2, 1 – საუცხოო ფეერვეკები, შამპანურის აფეთქება, ვნებიანი კოცნა, სასმელი, ვახშამი, სითბო, ალერსი და შოკოლადივით გემრიელი, შენ!

Advertisements
Categories: ზოგადი თემები, My Life | ტეგები: , , , , , , , , , | 6 Comments

პოსტის ნავიგაცია

6 thoughts on “31 დეკემბერი

  1. კახიიი :* ისევ გავმეორდები, შენ თუ წერ თოვლიც მიყვარს, ახალი წელიც, სიყვარულიც.. ❤ კარგად წერ, "მოსანდომებლად", გულღიად, უშუალოდ.. :* ყოჩაღ, ყოჩაღ, ყოჩაღ და ისევ ყოჩაღ!!! დიდი პლიუსი შენ ახალი წლის აგიტაციისთვის :დდ

  2. ჰმ, მახსოვს როცა ამ პოსტზე ლაპარაკობდი თქვი, ვწერ ისეთ ახალ წელზე როგორიც წარმომიდგენიაო.ხოდა რა ხდება შენს თავს კახი? შეყვარებული ხარ? :დ

  3. ეს ყველაფერი ძალაინ კარგია მარგამ… ვიდეო ბლოგებს აღარ აკეთებ???

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: