ჩიორა

ისევ უძილობა და ისევ გათენებული ღამეები, ისევ მარტოობა და ისევ უსაქმურობა მაგრამ ამჯერად მეგობრის რჩევით ერთ ძველ ქართულ ფილმს ვუყურე, არ მეგონა და ვერც დავიჯერებდი ჩემთვის ვინმეს რომ ეთქვა ძალიან ლამაზი კინოაო მაგრამ იმდენად მომეწონა რომ მომინდა ბლოგზე მეორედ კინოზე დამეწერა. წინა პოსტისგან განსხვავებით არ განვაზოგადებ და ლაკონურად, ზუსტად მოგიყვებით იმ თითოეულ დეტალს რასაც აუცილებლად იგრძნობთ ფილმის ყურებისას. სურვილის შემთხვევაში თქვენ გელოდებათ შესანიშნავი 1 საათი და 20 წუთი, არ ვიცი შეიძლება ვაჭარბებდე კიდეც მაგრამ ჯერ ჩემზე ქართულ კინოს ასეთი შთაბეჭდილება არ მოუხდენია. მთავარ რომელბში გოჩა აფციაური, ხათუნა ჩაგელიშვილი და თენგიზ გიორგაძე თამაშობენ. ხო, რამდენად “მეგობრული” სამკუთხედია ამას თავად გადაწყვეტთ. (გაფრთხილებთ ხარისხი არცთუ ისეთი კარგია)
ფილმში აღწერილი სიყვარულის ისტორია კი თბილისში იწყება, გოგო (მარი) და ბიჭი (ნიკა) რომლებიც სკოლას ამთავრებენ რატომღაც ჩქარობენ დაოჯახებას და ბიჭის ანუ ნიკას დაჟინებული მოთხოვნით იპარებიან, სოხუმში კი მათ არავინ ხვდება, წასასვლელი არსად აქვთ, ქუჩაში აღმოჩნდნენ და ფულიც გაუთავდათ ბიჭის წინდაუხედაობის გამო..

ამ დროს ფილმში შემოდის ბიჭი რომელიც მთელი ფილმის განმავლობაში ამ წყვილზე ზრუნავს, იცავს და უფრთხილდება – უანგაროდ. ცდილობს მათ არაფერი მოაკლოს, ათას რამეს ჩადის რომ როგორმე დააპუროს და დააბინაოს, საფრთხისგან დაიცვას მაგრამ ისინი ამას ვერ ხედავენ, არ უფასებენ, მადლობასაცკი არ უხდიან. მოკლედ, ბევრი რომ აღარ გავაგრძელო ერთი შეხედვით შეატყობთ რომ უმადურები არიან მაგრამ ჩიორა მათგან არც არაფერს ითხოვს უბრალოდ შეუყვარდა მარი და მის გამო აკეთებს ყველაფერს.

თანდათან სიტუაციაც იძაბება, ფილმის რაკურსი მოულოდნელად იცვლება, ჩიორას აღარ შეუძლია მათი ერთად დანახვა და მიდის მაგრამ დიდ ხანს მაინც ვეღარ ძლებს მათ, უფროსწორედ მარი გარეშე და უკან ბრუნდება, ფილმის განამავლობაში რამოდენიმეჯერ ეკითხება კიდეც რომ დარწმუნდეს მარის ნიკასადმი სიყვარულში მაგრამ მწარე დასტურის შემდეგ მაინც მათთანაა და ეხმარება რომ სრულიად უცხო ქალაქში საფრთხეს არ გადაეყარონ.. ნიკა კი თითქოს მოღალატე და იმპულსური ადამიანია, უყვარს მარი მაგრამ ამ სიყვარულს არ უფრთხილდება და არ იცავს მათ გრძნობას. უყურადღებო და ეგოისტის რომელსაც გონია ყველამ მათ უზრუნველყოფაზე უნდა იფიქროს და დაეხმაროს. მარი ამ ყველაფერს ხედავს და ხვდება რომ ჩიორა აშკარად ჯობია ნიკას. მაგრამ – ოხ ეს სიყვარული 🙂

ერთი სიტყვით, კიდევ ბევრი რომ აღარ გავაგრძელო და რაც არ უნდა გაგიკვირდეთ – მეგონა ჩემზე იყო ფილმი გადაღებული 🙂 მეგობარმაც ვიცი განგებ მირჩია ეს ფილმი მენახა. ხო, ჩემზე და რატომ?? მეც ვიყავი ოდესღაც “ჩიორა” რომელსაც უანგაროდ უყვარდა და ამ სიყვარულის უბრალოდ უფლება არ ქონდა. მართალია მე არ მქონია ველოსიპეტი და არც მანქანების ძრავებში ვერკვევი კარგად მაინც რაღაცით ჩემი თავი დავიჭირე..

მხიარული და ამავე დროს ძალიან სევდიანი კინოა, უხდება ძველი (კომუნისტური) გარემო და გადაღებაც კი, ასე რომ მე მეგობრის რჩევით კმაყოფილი ვარ, იმედია თქვენც კმაყოფილები დარჩებით თუ ჩემი რჩევით უყურებთ ფილმს 🙂

Advertisements
Categories: ზოგადი თემები, თინეიჯერები | ტეგები: , , , , , , , , | 5 Comments

პოსტის ნავიგაცია

5 thoughts on “ჩიორა

  1. gijmaj

    ძველი კარგი ფილმი… 🙂

  2. ფილმი არ ვიცი და შენმა “თავგადასავალმა” კი დამაინტერესა 🙂 ვნახავ ფილმს, მგონი ღირს ამ აღწერის შემდეგ 🙂

  3. მიყვარს ეს ფილმი.
    მახსოვს პირველად რომ ვნახე ძალიან ბევრი ვიტირე და კაი ხანი ემოციების მოზღვავებას ვგრძნობდი.
    გამიხარდა რომ დავინახე პოსტი,სათაურით–”ჩიორა”.

  4. kaxa

    გაიხარეთ, მეც მაგრად მიყვარს ეგ კინო, რამდენჯერ მაქვს ნანახი და ახლაც მინდა უყურო, სხვათაშორის ჩიორას გადაღება მახსოვს სოხუმში, ერთერთი კადრი ჩემი სკოლის წინ გადაიიღეს

  5. Nom

    მაგარი კინოა, დასაფასებელია ასეთი ფილმი რომ არსებობს, იმედია კარგი ხარისხი არსებობს სადმე და არ დაეკარგება მომავალ თაობას

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: