2011 – 2012

ეს 2011 – ჩემი ცხოვრების მეთვრამეტე წელი ერთი შეხედვით თითქოს არაფრით განსხვავდებოდა სხვა დანარჩენ/განვლილ წლებისგან მაგრამ გასახსენებელი მაინც ბევრი დამიგროვდა. წლის დასაწყისი ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი იყო – მხოლოდ გართობა, მეგობრებთან ერთად ყოველდღე სხვადასხვა ადგილებში წანწალი და მზადება აბიტურიენტობისათვის. შემდეგ სკოლა, კლასელები და ისევ გართობა. თავიდან კომპიუტერისთვის უბრალოდ ვერ ვიცლიდი და ბლოგზეც აქტიურად ვეღარ ვწერდი. წელს აღმოვაჩინე რომ საშინლად მინდა საკუთარი სახლი და მარტო ცხოვრება. წელს დავამთავრე სკოლა მაგრამ “ვერ” გავედი ეროვნულებზე (მრცხვენია მაგრამ უნდა დავწერო ^^ ეროვნულებზე გამსვლელი ფორმის შევსება დამაგვიანდა (უფრო დამავიწყდა)) სამაგიეროდ საკმაოდ მაღალი ქულებით გავიარე კატის გამოცდები და ავიღე ატესტატი, რაც შეეხება ეროვნულებს მომავალ წელს გავალ, რა პრობლემაა ^^

წელს გავიცანი პირადად (პირველად ვირტუალური სამყაროდან) რამოდენიმე ბლოგერი და ფეისფრენდი ❤ წელს ჩემი დაბადების დღეც განსხვავდებოდა დანარჩენებისგან იმით რომ არ აღმინიშნავს. წელს რამოდენიმე მეგობარს ნიღაბი ჩამოვახიე. წელს უამრავჯერ დამდეს ბრალი უყურადღებობის გამო. წელს დავრწმუნდი რომ შეუძლებელი არაფერია და რომ არასოდეს არ უნდა ვთქვა არასოდეს. შარშან ჩაფიქრებული თითქმის ყველა სურვილი ავიხდინე, იმედია 2012-ში ავიხდენ იმ ნატვრას რაც ეხლა მაქვს 🙂

განსაკუთრებულად ცუდი რატომღაც არ მახსენდება, 2011 წელი ჩემთვის არცთუ ისეთი ცუდი აღმოჩნდა. არც წელს არ ვყოფილვარ იღბლიანი და არაფერში არ გამმართლებია, არაფერი მომიგია თუმცა წლის ბოლოს ყველაზე მთავარი ვიპოვე 😛 წლის დასაწყისში როგორც ამბობენ “ოდნავ ბოროტი და გულგრილი ადამიანი ვიყავი, აი დაბადების დღის ანუ სექტემბრიდან უტკბილესი და მხიარული” :დ წელს ერთი პერიოდი რატომღაც ძალიან მივყევი სმას გადაბმით რითაც კარგად დავამახსოვრე ეს წელი მეგობრებს ^^ განსაკუთრებით წელს ვიცხოვრე ღამის ცხოვრებით, პირდაპირი მნიშვნელობით. წელს არ ვყოფილვარ დიდად აქტიური სასიყვარულო რომანებში თუ ურთიერთობებში (არა, კაი ხანია აღარ ვგლოვობ), აი 2012 ალბათ გაჟღენთილი იქნება ამით ვგრძნობ 🙂

ვერც წელს (სეზონზე) ვერ ვისწავლე ცურვა სამაგიეროდ ვისწავლე როგორ უნდა მოვუშალო ადამიანს ნერვები (ნებისმიერი ასაკისა თუ სქესისა), ვერც წელს ვერ დავამარცხე ეგოისტობა და ეჭვიანობა საკუთარ თავში. წელს ვიყავი შედარებით ძალიან რომანტიკოსი და ემოციური (როგორ არ მინდა რომ შევიცვალო) ^^ ერთი სიტყვით რომ ვთქვათ (თავისი კარგით თუ ცუდით) მშვენიერი წელი იყო ჩემთვის 2011! 🙂

და ბოლოს, სანტა კლაუსს თუ თოვლის ბაბუას ყველა სთხოვს რაღაცას, მილიონებს, მანქანას, სახლს, წარმატებას, იღბალს და ა.შ მე კი არაფერი მინდა მისგან, ის იყოს კარგად და მე ჩემს თავს მოვუვლი 🙂 სანტაა, რა გაჩუქო ამ ახალ წელს?? :/

გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს! მიყვარხართ!

Advertisements
Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , | 11 Comments

პოსტის ნავიგაცია

11 thoughts on “2011 – 2012

  1. ძალიან ლამაზი პოსტია! გისურვებ ყველა ჩანაფიქრი და სურვილი აგსრულებოდეს და ყოველ მომდევნო წელიწადს, უფრო მეტი ბედნიერება და სიხარული მოეტანოს შენთვის! :*

  2. ყველაფერი კარგია, რაც კარგად გამახსოვრდებაო. და ნიღბებს რაც შეეხება, ჩმოსაგლეჯი კიდე ბევრია 🙂
    მეც გილოცავ დამდეგს და ამ წელს მოეტანოს ის ყველაფერი, რის ნაკლებობასაც განიცდი.

  3. არაფერი გინდა სანტასგან? აბა უკან გავაბრუნო ამდენი საცუქარი,რაც სენთვის გავამზადეტ? კაი მაშინ 🙂 , ხო, ისე, ჯერ დრო გაქვს, რომ გადაიფიქრო და მოიფიქრო 🙂

    ხო განსაკუთრებულ წარმატებას გისურვებ ამ წელს 🙂

    • ქეთუსი მე სანტასგან არ მინდა არაფერი, შემეცოდასავით, არავინ არაფერს ჩუქნის მას :დ და შენ თუ გინდა მაჩუქე, ყველამ მაჩუქეთ რამე!! :დდ :***

  4. so sweet ❤ sayvarelia imedia 2012 uketesi iqneba ❤

  5. ბედნიერი წელი ყოფილიყოს შენთვის და ყველასთვის:)

  6. კარგი პოსტია ძალიან ….
    მე არც თუ ისე კარგი წელი მქონდა მაგრამ გასახსენებელი ბევრი მაქვს 🙂
    ყველა წელი ასეთი კარგი ყოფილიყოს შენთვის )

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: