ბოულინგის დღე

მთელი დღე არ ვიცოდი რა მეკეთებინა და ისევ ლოგინში ვკოტრილობდი, თან საცოდავად ვაწვალებდი ლეპტოპს. ბოლოს ივენთის აქტივობისას გამახსენდა რომ წინა დღისით სოციალური მედიის კვლევებისა და განვითარების ფონდიდან დამირეკეს და 8 საათზე წასასვლელი ვიყავი თბილისი ცენტრალში, ბლოგერების პირველ ბოულინგ ჩემპიონატზე. მიუხედავად იმისა რომ დიდი გამოცდილება არ მქონია ამ თამაშში მაინც წამოვყავი თავი საწოლიდან, მინც გავემზადე და მინც ისევ ირონიულად გავიხურე კარები (ამ კარების ირონიულ გამოხურვას მერე აგიღწერთ როგორია :)) გზაში გამახსენდა – რომ დამირეკეს და მითხრეს თუ შეგეძლებათ ერთი ცალი ნაძვის ხის სათამაშო რომ მოიტანოთო, (როგორც გავიგე ეს სათამაშოები მიუსაფარ ბავშვთა სახლის ნაძვის ხეს დაამშვენებს) მეც შევიძინე ყველაზე ლამაზი სათამაშო და მშვიდად გავუდექი გზას 😀

რომ მივედი დამხვდა სიცოცხლით სავსე, ხმაურიანი და მხრიარული გარემო. თავიდან ჯერ გაგვაცნეს თამაშის მარტივი წესები, ჯგუფებათ დავიყავით და თამაშიც დაიწყო. ჩემი თავის დიდი იმედი არ მქონდა, თამაში არ ვიცოდი (მეორედ ვითამაშე ბოულინგი ცხოვრებაში)  თუმცა ცუდად მაინც არ მითამაშია (მართალია სტრაიკი არ გამიგორებია მაგრამ მაინც კმაყოფილი ვარ ჩემი თამაშით) 🙂 თამაშის მიმდინარეობისას, აზარტში ერთი კათხა ლუდი ისე შემომეცალა ვერაფერი გავიგე. ბოლო-ბოლო მაინც ჩვენმა ჯგუფმა მოიგო და მეც მოვედი ხასიათზე.

მივედი ბართან და ვხედავ განადგურებულ, სახე წაშლილ, გასაცოდავებულ ბარმენს :დ ვეუბნები:

ესეც მედალი ^^ ლაივში უფრო ბრწყინავს და ბრდღვიალებს :დ

-ერთი ლუდი მინდა
-შენც ლტოლვილი ხარ?! -და თავით დარბაზისკენ მანიშნებს, თან თვალებს საცოდავად ატრიალებს.
-ვინ?? -მეგონა ერთმა კათხამ იმოქმედა და რაღაც მომესმათქო მაგრამ კიდევ გამიმეორა, თან დამარცვლით
-შენც ლტო-ლვი-ლი ხარ?? -თან დაბინდული სახით ნელა ასხავს ლუდს კათხაში
მე აღარაფერი მითქვამს, დავტოვე გაურკვევლობაში ჰიჰიიი 😀

ბევრი ნაცნობი სახე იყო, ბევრიც იქ გავიცანი. თამაშის დასრულებისას ბილიარდისკენ გადავინაცვლეთ სადაც ქეთუსიმ მომიგო, ამ დროისათვის მეორე კათხაც მოსწრებული მქონდა და სასწაულები ჩავატარე მაგიდაზე თუმცა იმ მდგომარეობაში რაშიც ვიყავი მაინც კარგ წინააღმდეგობას ვუწევდი 🙂

საღამო ნომინაციებით და დაჯილდოვებებით დასრულდა. მიუხედავად იმისა რომ მე დამსწრე ბლოგერებთან შედარებით ძალიან გამოუცდელი და ახალბედა ვიყავი არც მოველოდი და ვერც დავიმსახურე ვერცერთი ნომინაცია თუმცა კი მაინც დამაჯილდოვეს ნომერ პირველი მედლით – ბოულინგში კარგად თამაშის გამო 🙂

Advertisements
Categories: Friendly blogs, My Life | ტეგები: , , , , , , | 7 Comments

პოსტის ნავიგაცია

7 thoughts on “ბოულინგის დღე

  1. მე არც ეგ მედალი შემხვდა, არც ლტოლვილი მეძახეს, არც სერტიფიკატი და ა.შ :დ

    სამაგიეროდ ბოულინგის თამაში ვისწავლე და აღმოჩნდა რომ კარგად ვთამაშობ :დ და ბილიარიც ვისწავლე კიდე ❤

  2. razmua

    ფოტოები დაგედო თვალსაჩინოებისთვის 🙂 მე კი ვიცი მაგრამ სხვამ ?

  3. მეც მინდოდა ეგეთი ამეღო მარა ცოტა ქულა დამაკლდა :ს

  4. ოხ, გაიმართლა თავი!
    კარგი დღე იყო,გრანდიოზული!

  5. razmu martalia dagedo mag saocari dgis amsaxveli fotoebi sainteresoa …:) kargi qineboda:D

  6. მართლაც მაგარი იყო! 🙂

  7. http://dancingqueen9.wordpress.com/
    აი სურათები აქაა თურამეა :)) კაია კახიი :)) კარგი იყო მართლაც ^^

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: