მოვიფიქრებ “რამეს”

დღეს დილით კლასელმა დამირეკა (გამაღვიძა) დიდი მოკითხვის და საუბრის შემდეგ მკითხა ამ ახალ წელს რას აპირებო, დავიბენი იმიტომ რომ არ ვიცოდი რა მეპასუხა. როგორც ადრე, როგორც ყოველთვის სახლში ვხვდებოდი და შემდეგ მეგობრებთან გავრბოდი მაგრამ ამჯერად მეგობრები გარკვეული მიზეზებისდაგამო მიმოიფანტნენ (ზოგი სოფელში წავიდა, იქ უნდა შეხვდეს ახალ წელს, ზოგი ჯარშია, ზოგიც საერთოდ ადრევე დააწვა საზღვარგარეთ) და მარტო მე შემოვრჩი თბილისსა შინა.

კაი, შევხვდები ახალ წელს სახლში, როგორც უკვე ოჯახის ტრადიცია. მერე რა ვქნა არ ვიცი, არადა სახლში გამჩერებელი ნამდვილად არ ვარ. რატომ?? იმიტომ რომ დაახლოებით 15 კაცი იკრიბება ოჯახში ამ დროს და აქედან მაქსიმუმ 2 კაცი თუა ჩემდმი კეთილგანწყობილი, ხო გაგიკვირდებათ და ასეა, ისინიც კი ვინც ვერ წარმოვიდგენდი ჩემს სახლში იყრიან თავს და ერთად აპირებენ ახალი წლის ღამის თევას.

მე კი.. ვიცი ბევრმა თავხედობაში და უზრდელობაშიც შეიძლება ჩამითვალოს მაგრამ რა ვქნა, ვიცი რომ არ მექნება ისეთი ახალი წელი მათთან როგორიც მე მინდა რომ მქონდეს წელს, არ შემიძლია დავჯდე და ვუყურო ამ ხალხს ახალი წლის ღამეს როცა ყველაფერი ამ დროს მიხარია ხოლმე 🙂 შეიძლეა ვცდები და პირიქით, მათთან გავერთო იდეალურად და ყველაზე დასამახსოვრებლად მაგრამ გარისკვა არ მინდა.

ხოდა ვარ ერთ დიდ საგონებელში, რა გავაკეთო ხვალ და სად ავღნიშნო ახალი წელი. ალბათ დღესვე დავურეკავ მეგობარს და სოფლიდან სულ რომ დამჭირდეს ჩავალ და ჩამოვიყვან, მერე სადმე გავალთ და რომელიმე რესტორანში ან კლუბში ავღნიშნავთ.

ეს ახალი წელი რატომღაც მეუაზროვება, ასე ვარ როგორც წესი, ახალი წლის წინა დღეებში რაღაცაზე ვნერვიულობ ყოველთვის, ესეც ტრადიციაა უკვე მგონი :დ აი 31ში კი როცა საათები იწურება მერე ვგრძნობ ენერგიის მოზღვავებას და შინაგან ბედნიერებას. დღეს ან ხვალ ვიდეო პოსტის ჩაწერას ვგეგმავ(დი) მაგრამ ისევ ჩემი დაუდევრობის გამო ციფრული დავკარგე და ამიტომ ვიდეო პოსტის ხსენებისას ხასიათი მიხდება. ალბათ ეღირსება ბლოგს ვიდეო პოსტიც ოდესღაც 😐

როგორ მინდა განვლილი ახალი წლები განმეორდეს, ისევ ისეთი პატარა ვიყო, გვერძე საყვარელი ადამიანები მედგნენ და ისევ იმ სულპრიზებით და საჩუქრებით მანებივრებდნენ, ისევ ერთად გვიხაროდეს. სამწუხაროდ ბევრი რამ შეიცვალა. ეხლა სახლში რომ გადავხედო და ჩამოვთვალო 9ნი ვართ (სტუმრებიანად.. 6ს კიდევ ელოდებიან) მაგრამ მაინც ვერ ვგრძნობ სითბოს მათგან ისეთს როგორც ადრე (როგორც მაგალითად 2006ში ან 2009ში. განსაკუთრებით ეს ახალი წლები დამამახსოვრდა თავისი მხიარულებით, სულპრიზებით, სტუმრებით და ღამის თენებით. აღარც მათი იუმორი და ხორხოცი აღარ მამხიარულებს, აღარც მათი წინა წლის თავგადასავლები მხიბლავს და საერთოდ აღარც თვითონ მათი დამოკიდებულება ჩემს მიმართ არ მომწონს, ხოდა რატომ უნდა გადავყვე ადამიანს თავზე როცა მისგან არ მოდის არანაირი დადებითი.

არ ვიცი რას ვიზამ მაგრამ რაც არ უნდა იყოს პირობას ვდებ რომ სახლში შევხვდები ახალ წელს და მერე სადმე გავალ!

Advertisements
Categories: My Life | ტეგები: , , , , , , | 6 Comments

პოსტის ნავიგაცია

6 thoughts on “მოვიფიქრებ “რამეს”

  1. ყველა ბლოგერს ცალცალკე უნდა მოგილოცოთ, რადგან ძალიან მიყვარხართ 🙂 ბედნიერ წელს გისურვებ, სურვილების ახდენას და იმის პოვნას, რასაც ეძებ :*:*:*:*

  2. სანტა

    დღეს ტაქსით მივდიოდი და როგორც ყოველთვის ლილოში რომ შემოვედი აქეთ-იქით ყურება დავიწყე…ხოდა თონის რიგში შეგნიშნე…დიდ ყურებსა და ”მწარედ აპარსულ” კისერზე გიცანი :დ მეთქი გადავალ და ვნახავ თქოო… მივულოცო თქო, მაგრამ ბოლოს თითქმის უკვე გაჩერებულ მანქანას ვუთხარი გზა გაეგრძელებინა… მოკლედ გილოცავ ახალ წელს…

    • მართალია ვერ გიცანი მაგრამ მეც გილოცავ ახალ წელს, მრავალს დაესწარი და თუ მეტყვი რომელი ხარ უფრო გამახარებ 🙂

  3. სანტა

    ”შენი” არავინ :))

  4. სანტა

    just სანტა…;)))

  5. გამოხმაურება: საახალწლო პოსტი – ჩემი 2012 «

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: