საიდუმლო

არსებობს ისტორიები რომლებიც ბლოგზე არასდროს დაიწერება
არსებობს ფაქტები რომლების შესახებაც არავინ არაფერი არ იცის
არსებობს გარკვეული ფიქრები, სურვილები და ოცნებები რომლებსაც ვერავინ გაიგებს
არსებობენ ადამიანები რომლებიც პოსტებში არასდროს ხსენებულან
და იარსებებენ საიდუმლოებები რომლებსაც ვერავინ ვერასდროს გაიგებს.

საიდუმლო და გინდ მესაიდუმლე ხმამაღალი სიტყვაა და ძვირად ფასობს. ცოტას თუ შეუძლია რომ მოგისმინოს, გაიგოს ის რაც სხვამ არ იცის და თავისთვის დაიტოვოს. ცოტას შეუძლია, თურმე იმაზე ცოტას ცოტას ვიდრე მე წარმოვიდგენდი. ხო, მე მესაიდუმლე არ მყავს ისეთი ვინც იცის ისეთი რამ რაც არავითარ შემთხვევაში სხვამ არ უნდა გაიგოს, ალბათ იმიტომ რომ სიმართლე რომ ვთქვათ დიდი და მაშტაბური საიდუმლოებებიც არ დამაქვს მაგრამ აი შემიძლია თამამად ვთქვა რომ კარგი მესაიდუმლე ვარ. გულის გადაშლა, ლაპარაკი და ბოლომდე დახარჯვა ზოგჯერ ყველას გვჭირდება მაგრამ ვისთან ეს კარგად უნდა ვიცოდეთ, იმაზე კარგად ვიდრე 2×2=4 (თუ 5ს??), ზოგჯერ ამ ელემენტარულშიც ეჭვი შეაქვს ზოგიერთს და როცა მესაიდუმლეზე ვლაპარაკობთ იქ წმინდა წყლის ნდობაზე უნდა იყოს საუბარი.

რამდენი ადამიანის რამდენ საიდუმლოს ვინახავ, რამდენად ღირებული ან მნიშვნელოვანია ეს მათთვის არ დავიწყებ ამით თავის მოტანას უბრალოდ მეამაყება რომ ჯერ არავის დაწყვეტია (როგორც მე) გული იმაზე რომ ვიღაცამ მისი (მნიშვნელოვანი თუ უმნიშვნელო, ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა) საიდუმლო გაიგო. მეამაყება ის რომ მათ მე ამირჩიეს, ჩემთან ბუზღუნებენ, წუწუნებენ, ტირიან და უხარიათ. ბედნიერი ვარ იმით რომ მე ეს შემიძლია, შემიძლია რომ დარწმუნებულები იყვნენ ჩემში და ასევე ყველაზე მეტად ამ თვისებას ვაფასებ მე ადამიანში, როცა შეუძლია მოსმენა და შენახვა. როცა იცის ის რაც არ უნდა იცოდეს და უფრთხილდება მას.

იყო დრო როცა არამხოლოდ მესაიდუმლე – კარგი მეგობარიც მედგა გვერდში, ყოველშემთხვევაში მე ასე მეგონა, ვისაც ბოლომდე ვენდე და ელემენტარული გავუზიარე, უმნიშვნელო მაგრამ იმ დროისათვის მხოლოდ ორმა ადამიანმა იცოდა, მხოლოდ მე და მან, მან კი ვერ ქნა და ვერ შემინახა, მათალია ის მიხვდა თავის საქციელს და იმასაც რასაც ის ჩემგან იმსახურებდა მაგრამ პასუხი ჩემგან მხოლოდ ხანგრძლივი დუმილი იყო, არაფერი მითქვამს. მთლად ასეთი უწყინარიც არ ვარ მგონი, ზოგერ დუმილი და სიჩუმე ყვლაზე დიდი დამცირება, ყველაზე დიდი შეურაწყოფაა. მე უბრალოდ რადგან არ დავუკარგე ის რაც მან ოდესღაც ჩემთვის გააკეთა და მე ის მახსოვდა, არაფერი ვუთხარი, არც ვუსაყვედურე და არც მიპატიებია, ნეიტრალური ვიყავი და ასე გავაგრძელეთ სხვადასხვა რაკურსით ცხოვრება.

ვიცი საიდუმლოს ფასი არ აქვს, ან არ უნდა ქონდეს მაგრამ მაინც ძალიან ძვირად ფასობს, ჩემთვის ყოველშემთხვევაში იმდენი რამდენსაც ადამიანი უბრალოდ ვერ გაწვდება ვერასდროს :*

Advertisements
Categories: ზოგადი თემები, My Life | ტეგები: , , , , , , , | 7 Comments

პოსტის ნავიგაცია

7 thoughts on “საიდუმლო

  1. საიდუმლო საიდუმლო აღარ არის როდესაც ორმა ადამიანმა იცის 🙂

    • ნწუ, როცა ორზე მეტმა იცის 🙂

      • არა :დ
        იმიტომ რომ შენ თუ არ შეგიძლია შენი საკუთარი თავისივე საიდუმლოს სენახვა და სხვას ეუბნები იმიტომ რომ ამხელა ემოციას ვერ იტევ :დ მაშინ შენც გათქვი შენივე საიდუმლო და რატომ გიკვრის თუ ის მეორე მესამეს ეტყვის? ის მეორე ისევე ენდობა მესამეს როგორც შენ მეორეს…

  2. ჩემი საიდუმლო ორზე და ათზე მეტმა ადამიანმაც კი იცის 🙂 მე ეს მიხარია, იმიტომ რომ ზუსტად ვიცი, მინიმუმ ათი ადამიანი მაინც არსებობს 🙂

  3. კარგია კახ რომ ბედნიერი ხარ,რომ შენთან წუწუნებენ და ა.შ,მაგრამ ერიდე,ენერგო ვამპირებს არ გადაეყარო :))
    პ.ს.ჩემი ცხოვრება ჩემთვისაც საიდუმლოა და სხვებისთვის რა იქნება :))

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: