Spread the love

ამ რამოდენიმე დღის წინ ვფიქრობდი რა გამიკეთებია მნიშვნელოვანი ზოგადად და რა არა – 2011 წელს. მივხვდი რომ საერთოდ მთელი წელი სხვებისთვის ვიცხოვრე. არა, სხვებისთვის არა – მეგობრებისთვის და ახლო ნათესავებისთვის. ზოგჯერ საკუთარ თავზე წინაც ვაყენებდი და შორიდან მარტივად რომ ვთქვათ მათ ყურმოჭრილ მონას ვგავდი ალბათ მაგრამ რა თქმა უნდა ამას მთელი გულით ვაკეთებდი. ამ ერთი წლის განმავლობაში საკუთარ თავს მხოლოდ ერთი სულპრიზი, მოულოდნელად და ისიც სხვების დამსახურებით მოვუწყე.

ალბათ ეს ბლოგსაც ეტყობა ერთი შეხედვით, ის რომ ყველა პოსტში რაღაცას ვწუწუნებ 🙂 უმეტეს შემთხვევაში კი გრძნობებზე განვიცდი, ხან სიყვარულის დღის მეშინოდა, ხან მეგობრების სასიყვარულო ისტორიებს ვწერდი, ხან ვოპტიმისტობდი და თავს არ ვუტყდებოდი იმაში რომ ბრმა ვიყავი. ზაფხულის სეზონური ფლირტებით თავს ვიტყუებდი და თავი მაჩო მეგონა თუმცა კი ვიცოდი ეს დროებითი იყო.

ერთი სიტყვით რომ ვთქვათ მთელი წელი სხვის პირადებს ვაგვარებდი, ვეხმარებოდი სასიყვარულო რომენბში, შეხვედრებში და სუპრიზებში, საკუთარი კი არეული მქონდა, არა უფრო სწორედ საერთოდ არ მქონდა. მეგობრების შემხედვარე ვიყავი მეც ბედნიერი და თავი ასე თუ ისე მაინც ბედნიერი მეგონა 🙂 მაგრამ სინამდვილეში მიუხედავად იმისა რომ რატომღაც ყოველთვის ყურადღების ცენტრში ვიყავი მაინც მარტოობის შეგრძნება მქონდა.

და ამ ყველაფრის შემდეგ მე დღეს ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვარ მსოფლიოში 🙂 არაჩვეულებრივი ახალი წელი, ძალიან რომანტიული და სასიამოვნო ბედობა, მხიარული და საინტრესო ყველაზე ახლო მეგობარი, სითბო და უსაზღვროდ დიდი სიყვარული –

მგონი საკმარისი მიზეზებია იმისათვის რომ ამ დროის მანძილზე რაც ბლოგი არსებობს პირველად, ნამდვილად, ზედმეტი თამაშის გარეშე, გარკვევით დავწერო რომ ბედნიერი ვარ იმით რომ მიყვარს! ^-^

ხო, ზოგჯერ თავს ვიბრმავებთ, ვიყრუებთ, ვიმუნჯებთ მაგრამ მართლაც ასეა – როცა არ ელოდები, ვისგანაც არ ელოდები, საიდანაც ელოდები ზუსტად იქიდან მოვა ეს გრძნობა და თავს ყველაზე მნიშვნელოვან და ბედნიერ ადამიანად გაგრძნობინებსო.

ჩემთვის ეს წელი ძალიან, ძალიან კარგად დაიწყო და მინდა სუულ ასე იყოს, მინდა სულ ასე ხდებოდეს ჩემი ოცნებები 🙂
შობას გილოცავთ! შობის მადლი და ძალა გფარავდეთ თქვენ და თქვენს ოჯახებს, საყვარელ ადამიანებს 🙂

Advertisements
Categories: ზოგადი თემები, My Life | ტეგები: , , , , , , , , , | 3 Comments

პოსტის ნავიგაცია

3 thoughts on “Spread the love

  1. dzalian magrad dawyebula shentvis axali weli da kidev ufro lamaz dgeebs gisurveb am wels:):):)

  2. ჰმ, ვინ გიყვარს? სახელი დაიდოს ძმა :დ

    • სიყვარულოვნას მოთხოვნას ვუერთდები!!!!! 😀
      ვკითხულობდი პოსტს და შინაგანად მეღიმებოდა.
      კარგ განწყობაზე დამაყენა ❤
      საყვარელი პოსტია ^_^

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: