შენ და … (2)

შენთან გატარებულ თითოეულ წამზე ვარ შეყვარებული.

ყველა ჟანრის მომღერლის, ყველა სიმღერის, ყველა მელოდიაზე ვარ შეყვარებული, როცა შენთან ერთად ვუსმენ. ნებისმიერი ფილმი მიყვარს, როცა შენთან ჩახუტებულს ვუყურებ.

ყველა ცხოველი და ფრინველი მიყვარდება, როცა შენ ამბობ რომ მოგწონს.

მიყვარს როცა იღიმი, თუმცა მოწყენილი უფრო საყვარელი ხარ.

მიყვარს როცა რაღაცაზე იბუტები და ბუზღუნებ, ამ დროს ტონთან ერთად ხმაც გეცვლება და ორმაგად, არა სამმაგად, არა, უფრო, უფრო ძლიერად მიყვარდები.

მიყვარს დაღამება და შენთან ერთად ღამის გათენება. მიყვარს როცა რომანტიკოსობ, არარეალურ რაღაცეებს ოცნებობ და მაინც ისახავ მიზნად ამ ოცნებებს. მიყვარს როცა მეკამათები და თან მეფერები.

მიყვარს იმაზე ფიქრი რომ შენი “რჩეული” ვარ 🙂

მიყვარს ის თითოეული მესიჯი, რომელიც შენ მომწერე. მიყვარს შენი მძინარეს ყურება, ყრუდ რომ მესმის შენი მშვიდი სუნთქვა. შენი სურნელი მიყვარს.

მიყვარს თმებში რომ მეფერები (თუმცა ეს ჩემგან იცი რომ ჩემი სუსტი წერტილია).

ხო, მერე რა, თუ ზოგჯერ გაწყენინე. მერე რა, თუ ზოგჯერ დანაპირებს ვერ გისრულებ. მერე რა, თუ ზოგჯერ არც შენ გცალია ჩემთვის. მე ხომ ვიცი რომ გიყვარვარ, ხო, ვიცი ♥ ვგრძნობ..

გიყვარს ჩემი ეჭვიანობა, განზრახ მაბრაზებ, რომ დადგე და მიყურო გაბუსხულს ^^

ზოგჯერ თავი ყველაზე იდიოტი მგონია მსოფლიოში როცა შარფს ვეფერები, ისევ ასდის შენი სუნამოს სურნელი, შენი სურნელი..

შენი დუმილიც მიყვარს, როცა სიჩუმეა და თვალს თვალში თამამად მიყრის, ისე რომ ადგილზე ვენთები, ჭკუას ვკარგავ..

მიყვარს შენი მიმიკები როცა რაღაცას მიყვები..

მიყვარს როცა შენს SMS-ს ველოდები და ამ ლოდინშიც ისევ შენზე ვფიქრობ..

ვგრძნობ რომ უკვე მიყვარს შენზე და შენთან ერთად მომავალზე ოცნება და საუბარი..

და ყველაფერზე ძალიან, ყველაზე ძალიან, საშინლად ძალიან, ძალიან მიყვარხარ მე შენ.. ♥ :*

Advertisements
Categories: My Life | 2 Comments

პოსტის ნავიგაცია

2 thoughts on “შენ და … (2)

  1. შენთვის რომ ეკითხათ შეყვარებული არ იყავი 😐

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: