ღამენათევი დღე

ფეისბუქზე დამოკიდებული რომ ვარ და დღე-ღამეში 25 საათი, კვირაში 8 დღე რომ საიტზე ვარ, ხდება რამე თუ არა მაინც – ეს უკვე ვიცით მაგრამ ამ ღამეების თენებამაც თავისი შედეგი რომ გამოიღო ეს სხვა თემაა, ამ პოსტში კი მინდა ჩემი დღევანდელი ჩვეულებრივზე არაჩვეულებრივი, ერთი გათენებული ღამის მომდევნო საგიჟეთი დავწერო. უკვე 6 ხდებოდა, თენდებოდა და ძილს აზრი აღარ ქონდა რადგან 9ზე გასასვლელი ვიყავი პატარა საქმეზე, ძილი საერთოდ გვერძე გადავდე და თამამად მივირთვი ფინჯანი ყავა იმის იმედათ რომ გამომაფხიზლებდა და ცოტათი ენერგიას მაინც შემმატებდა მაგრამ ტყუილად, ვერც გრილმა აბაზანამ მიშველა და ვერც ყველაზე ხმაურიანმა და ენერგიულმა მელოდიამ.

გათიშული და გონება მიხდილი შევუდექი ჩვეულ რიტუალს და მთელი ჩემი ძალისხმევის მოკრეფის ფასად გავემზადე გასასვლელად. ტრადიციისამებრ ჩემებური ირონიულად კარების გამოხურვის თავიც არ მქონდა და ასე თავაღებით დავუყევი აღმართს რომელსაც მთელი კორპუსი ხელისგულივით დაჰყურებს, არ ვიცი ეს უკვე გითხარით თუ არა მაგრამ როცა ამ დაღმართზე ვეშვები ყოველთვის ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს ვიღაც რომელიღაც ფანჯრიდან მითვალთვალებს, აი ისე საშინლად კეფა რომ გეწვის დაჟინებული მზერისგან 🙂 რა თქმა უნდა ამჯერადაც გავიფიქრე ვინც არ უნდა იყოს მიყუროს რამდენიც უნდამეთქი და ყურებში მოვირგე სასიამოვნოდ აწკრიალებული ყურსასმენები.

პირველი “პატარა საქმე” კი სკოლაში მელოდებოდა, რამოდენიმე დღის წინ მობილურში უცხო ზარი დაფიქსირდა და კიდევ უფრო უცხო ხმა გაისმა, უცხო არა, უფრო მივიწყებული. ჩემი მასწავლებელი იყო რომელიც თავისი ჩვეული მკაცრი ტონით მთხოვდა სკოლაში ჩავსულიყავი რადგან დირექციას ჩემი ნახვა უნდოდა. ჩემს დაბნეულ და ჩაფიქრებულ იერს ვერ აგიღწერთ იმიტომ რომ აღარ მახსოვს 🙂 სად აღარ წავედი ფიქრებში, რას აღარ მოვედე, ვის აღარ გადავწვდი და მაინც ვერ ვიპოვე პასუხი კითხვაზე რა საქმე უნდა ქონოდათ ჩემი სკოლის დირექციას ჩემთან.

გზად კი მინდა არ მინდა მეგობრის სახლი უნდა გავიარო, სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს. ჩემს ბედად კი მაინცდამაინც მაშინ ქონდა თავი გადმოყოფილი ფანჯრიდან და დაბღვერილ, საშინელ თვალებს აცეცებდა თან სიგარეტს გიჟივით ექაჩებოდა, მის შემხედვარეს სხვას ნამდვილად ჭკუიდან გადასული ეგონებოდა მაგრამ იმდენად სხვა იყო ჩემთვის რომ სიცილისგან ხმა ჩახეულს ნორმალურად ვერც მივესალმე და რადგან მე უკვე სკოლა აღარ მავალდებულებდა იმას რომ მაინცდამაინც დილის 9ზე უნდა ვყოფილიყავი ადგილზე, ცოტა ხნით მის ჩვეულებრივზე არაჩვეულებრივად არეულ-დარეულ ოთახში შეპატიჟებას დავყევი. შესვლისთანავე არყის მძაფრი სუნი მეცა, ამის მთავარი მიზეზი კი ბლომად ეყარა ოთახის კუთხეში, საფერფლეები გატენილი იყო სიგარეტის ნამწვავით, ფარდა ხათრით ეკიდა ფანჯრის კარნიზზე, ოთახი ჩვეულებრივზე ოდნავ განათებული იყო რაც ხელს მიწყობდა მის მრავალმნიშვნელიან გამომეტყველებიან სახის სრულად ასახვაში.

-არ გინდა მითხრა აქ რა მოხდა?? -და აშკარად ეტყობა რომ მატყობს ისედაც განადგურებული თვალები რომ შუბლზე ამივიდა და შუბლი უფრო შემაძრწუნებლად შეკრა
-შენ არ გინდა რომ შემახსენო გუშინ რა დღე იყო კი არა და რა რიცხვი?? -თან თავის ჭკუით ცდილობს ოდნავ მაინც მიალაგოს ოთახი და ფანჯარას ბოლომდე აღებს
-გუშინ იანვრის 11 იყო ჯერ ისევ ახალი 2012 წლისა -ხათრით ვიღიმი, ვიცი რომ ნელა-ნელა “მერხევა”, ვხვდები და თავს ვიმკვდარუნებ ძალით რომ რაც შეიძლება იოლად გამოვძვრე
-მერე მერე, არაფერი გაქვს სათქმელი?? თავი მაინც იმართლე, გისმენ!! -ჩახლეჩილი ხმით იღრინება, თვალს თვალში მიყრის და სკამზე ისე ჯდება გეგონება გაქცევას ვაპირებ და ემზადება ჩემს დასაჭერადო :დ ჩუმად ვარ, აი მართლა მივხვდი რომ როგორც მეგონა არც ისე მარტივად ყოფილა საქმე. ოთახის შემხედვარე თუ ვიმსჯელებთ ბევრნი ყოფილან, ბევრი დაულევიათ და ბევრიც უმხიარულიათ. და სად ვიყავი მე?? ფეისბუქზე, რა მჭირდა?? არაფერი. რა ღმერთი გამიწყრა და რა დამბლა დამცა ასეთი რომ მე არ ვიყავი მათთან. იფიქრე კახი! იფიქრე! დაძაბე გონება! იფიქრე და რაიმე დამაჯერებლი მოიფიქრე! ისეთი რომ გადარჩე 🙂 მაგრამ ღამენათევი ვარ, ჯანდაბა. ვერ ვფიქრობ და მგონი არც ღირს ტყუილი. რაც არ უნდა იყოს დამნაშავე ვარ და ჯობია ვაღიარო.
-მმმ.. რა გითხრა! მობილურის ხმა გათიშული მქონდა და.. მოგვიანებით გილოცავ და ბოდიში, ოოო მაპატიე რაა :*
-ნწუ! ვერ ეღირსები, ვერ გადამირჩები -და აი, აი ამის მეშინოდა :დ ცოტაც და მართლა მომგუდავდა, თან ეს თავზე ხახუნი რაღა ჯანდაბაა. ხეპრეა ხო მაგრამ დღეს ეპატიება, მეტის ღირსი ვარ, ვაღიარებ. როგორც იქნა დავუსხლტი მაგრამ მაინც დავჯარიმდი დილაუთენია, უზმოზე და ისედაც გონება მიბინდულს 3 ჭიქა არყით. იმას, ამას, იმათ, მე, შენ, ჩვენ, გაგვიმარჯოს და გაგვიმარჯოს.

დიდი ნამუსის ქეჯნის და სირცხვილით თუ არყით აწითლებული სახის ფონზე ძალივს მოვახერხე და მაინც მშვიდობიანად და ძველებურად გამოვემშვიდობე. სკოლის გზას მივუყვებოდი და ქუჩა ისეთი ცარიელი, ცივი და უცნობდი იყო რომ ფეხები უკან მრჩებოდა, მივდიოდი და ვფიქრობდი რა უნდათ, რა საქმე, რა დირექცია, რა სკოლა. ამ ფიქრებში კი უკვე სახლის გზაზე მივაბიჯებდი და სულ აღარ მაინტერესებდა აღარაფერი ოღონდ სახლში, თბილად, თბილ ლოგინში შევმძვრალიყავი და ცოტა ხნით მაინც დამეძინა 🙂 მაგრამ ვინ გაცლის მშვიდ ცხოვრებას..

უკვე მეშვიდე სართულზე ვიყავი (ხო, ამას დამატებული მეცხრეზე ვცხოვრობ სადაც ლიფტი არ მუშაობს), კიბეებს ვითვლდი უკვე რომ ეს დედააფეთქებული მობილური აჯიჯღინდა. ნაცნობი ნომერი იყო ნაცნობი წიკვინ-ყვირილით
-აბა გამოვალო შე უსინდისო?? რამდენი ხანია გელოდებით, სად ხარ ამდენ ხანს, ცოტაც და უშენოდ გავალთ ან არ გავალთ, გავალთ?? :დ -ისე ჩამოარაკრაკა არ ამოუსუნთქია (მძიმეები ზრდილობის ნიშნად მივაწერე აქ :დ)
-აუუმმმ -და სადაც იყო ავტირდებოდი უკვე :დდ
რომ არა ისევ ხმაურიანი და სიცოცხლით აღსავსე წკრიალა ხმა :დ
-კახი, ჩვენ გამოვალთ შენ თუ “გე ზა რე ბა” :დ -არა, ეს ბოლო ისე საოცრად დამიმარცვლა რომც ყველაზე ძალიან მათთან გასვლა მდომოდა და + ამის ძალა და შესაძლებლობა მქონოდა მაინც დამეზარებოდა
-კაი, გელოდებით, მალეთ ოღონდ, სანამ ჩამძინებია! -დიდი გაფრთხილებების და ცოტა კიდევ სხვადასხვა პატარ-პატარა თემებზე საუბრის შემდეგ (ეს სულ ასე ხდება, გინდ რომც იცოდეს რამოდენიმე წუთში მნახავს მაინც არ კარგავს დროს რომ რაიმე ახალი გაიგოს) სახლამდეც მივაღწიე და დილით უაზროდ არეული ოთახები შეძლებისდაგვარად მივალაგე, მივუჯექი კომპიუტერს და ვითვლიდი წუთებს მათ მოსვლამდე.

დაახლოებით 40 წუთში გაისმა საბედისწერო ფაფხური კარებთან და გაბმული (მე რომ ვიცი როცა სადღაც მეჩქარება და რაღაც დამრჩა სახლში, აი ზუსტად ისეთი) ძლიერი ბრაგუნი კარებზე. თავი ხელში ავიყვანე და სარკეში ცალი თვალით შევიჭყიტე, მთლად იდიოტის გამომეტყველებით რომ არ გამეღო კარები :დ ე.ი მეგობარი (რომელსაც თუ ახალთახალ, საინტერესო, ყველაზე ცხელ ამბავს არ უყვება ვინმე შანსი არაა გაჩუმდეს და მითუმეტეს დაგაძინოს), მისი ნათესავი ბიჭი (რომელიც აზრზე არ ვიყავი ვინ იყო და ერც ეხლა ვარ იდეაში, ენა სახლში დარჩა მგონი) და ძველი, ბავშვობის მეგობარი რომლის დანახვამაც უცებ ხასიათზე მომიყვანა 🙂 ბევრი მოკითხვის, “ინფორმაციის გაცვლის”, ძველი ოდნავ საინეტერსო ისტორიების გახსენების შემდეგ პატარა სუფრით დავაგვირგვინეთ და ცოტა დავლიეთ თუ ბევრი საბოლოო ჯამში ალბათ დაახლოებით 8 იქნებოდა რომ ენას ძლივს ვატრიალებდი, არც ისინი იყვნენ როგორც მახსოვს კარგ დღეში. გავაცილე და მაშინვე ლოგინს მივაშურე.

უკვე უნდა ჩამძინებოდა და მივცემოდი ღრმა ძილს რომ ისევ საშინლად აწიკვინდა უკვე აწ დედააფეთქებული მობილური :დ – მართვის მოწმობის მასწავლებელმა დამირეკა და მაცნობა რომ მეცადინეობა (“ვაჟიდენია”) რამოდენიმე კვირით გადამიდო. “რას ვიზამთ ბატონო, კარგით ბატონო, როგორც გენობოთ ბატონო, ეხლა მომწყდით თავიდან ბატონო” და გავთიშე. ხო, ამას გამიხსენებს მაგრამ იმ დროისათვის ისეთი ბედნიერი ვიყავი როცა საერთოდ გამოვრთე მობილური და ბალიშზე დავეშვი. ერთ ადამიანზე ფიქრში ისე ტკბილად ჩამეძინა რომ მმმმ ^^ 🙂

Advertisements
Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , , , , , | 6 Comments

პოსტის ნავიგაცია

6 thoughts on “ღამენათევი დღე

  1. თავი ამტკივდა კახი :დ 6 საათზე გაღვიძება, არაყი, მერე … მოკლედ რაა, “ტკბილად ჩამეძინა”!!! ;დ

  2. ra dgeshi xar! :D:D karg xasiatze damayena am postma gaurkveveli mizezis da gamo! 😀

  3. სკოლაში რა გინდოდა,ტოისწ, დირექციას რა უნდოდა მაინც ვერ გავიგე :/

  4. შენს მაგივრად დავიღალე:დ:დ

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: