4 დღე ფშაველში ანუ შესრულებული მისია

13 იანვარი გათენდა და როგორც ყოველთვის ისევ გამაღვიძეს. ამჯერად კი საქმე გამგზავრებას, ქალაქგარეთ გასვლას ეხებოდა. მე კი სტუმრის, ჩემი დეიდაშვილიშვილის სახლში ჩაყვანა და დაბინავება მევალებოდა (+ნათესავი მიდიოდა საზღვარგარეთ ხანგრძლივი დროით და უნდა გაგვეცილებინა).

კარგად გამოუძინებლობის თუ მგზავრობის სურვილის არ ქონის გამო დიდ ხანს გაიწელა სახლიდან გასვლა. ფშაველი ასე თუ ისე მიყვარს, რამოდენიმეჯერ დავისვენე ამ სოფელში და ყოველთვის კმაყოფილი ვბუნდებოდი თბილისში მაგრამ ეს ხდებოდა ზაფხულობით, ზამთარში კი არასდროს ვყოფილვარ, მითუმეტეს ახალ წლებს (თუნდაც ძველს) იქ არასდროს შევხვედრილვარ. თბილისიდან არც ისე შორია (გომბორის ტეკზე გადახვევით გზა მოკლდება და გაცილებით მცირე დროში აღმოვჩნდით თელავში) მაგრამ ისეთი მოუხერხებელი გზაა, ისეთი დახვეული, ისეთი ვიწრო რომ შანსი არაა მოახერხო ორი წუთით მაინც თვალის მოტყუება. გზად კი მანძილთან ერთადე მობილურის მიღებაც მცირდებოდა, საბოლოოდ კი თელავში ჩასვლისას აქა-იქ იჭერდა და ასე გაგრძელდა მომდევნო სამი დღეც.

მასპინძელი დიდი სიხარულით შეგვეგება, როგორც იქნა მოვახერხე და ვნახე დეიდაშვილი რომელიც თბილისიდან ფშაველში გათხოვდა (რას არ იზამ სიყვარულის გამო :)) და ისე ხშირად ვერ ვხედავ როგორც მანამდე. უკვე 4 შვილის დედაა და არც მას სცალია რომ ხშირად თბილისში ჩამოვიდეს ხოლმე. მოკლედ, დიდი მოკითხვის, ერთმანეთის ჩახუტების, საუბრის, ჰაი-ჰუის შემდეგ ძველით ახალი წელიც ისე მოახლოვდა რომ მხოლოდ მე და დეიდაშვილი ვიყავით გონს. სიმართლე რომ ვთქვათ მის ხელში ვარ გაზრდილი, ნუ 10 წლით უფროსია მაგრამ მახსოვს ბავშვობაში ის თუ არ იყო საჭმელსაც არ ვჭამდი, არსად მივდიოდი და არც ვიძინებდი :დ მოკლედ გადამკვდარი ვიყავი ამ ადამიანზე მაგრამ დროსთან ერთად ბევრი რამ შეიცვალა. გავიხსენეთ ძველი დრო, ვიმხიარულეთ, ცოტაც მოვიწყინეთ, ცოტაც დავლიეთ და ბევრი რომ აღარ გავაგრძელო (ხო, დავალებული მისსია შესრულებული იყო და ბავშვი უვნებლად ჩავიყვანე დანიშნულების ადგილას :)) ზუსტად ის გარემო დამხვდა რასაც მოველოდი.

მეორე დღეს უკვე ვეღარ ვძლებდი სოფელში, მიუხედავად იმისა რომ საყვარელი ადამიანები მყავდნენ გვერდით მაინც სახლში მინდოდა დაბრუნება და სულმოუთქმენლად ველოდებოდი სტუმარს რომელსაც რამოდენიმე წლით ვეღარ ვნახავდი. ამ ლოდინში კი დავრწმუნდი რომ მე ფშაველში და ზოგადად ასეთ ადგილებში ვერ ვიცხოვრებ, მოწყენილობით მოვკვდები, არც ინტერნეტი, არც მობილურზე მიღება, არც რაიმე გასართობი ცენტრები – მხოლოდ სასმელი, დალევა, კაიფი, დალევა და ისევ დალევა. ალბათ აქ რომ დავბადებულიყავი თავისთავად მივეჩვეოდი და ხმაურიან თბილისს ვეღარ ავიტანდი, ისევ ფშაველში, სახლში მენდომებოდა დაბრუნება მაგრამ კიდევ კარგი 🙂 რაც არ უნდა იყოს მაინც ყოველთვის ლამაზია ეს სოფელი, ირგვლივ დიდი მთები დაჰყურებს და გინდ ზამთარში მაინც გასაოცრად ლამაზია ალაგ-ალაგ დათოვლილი მწვერვალები, შემოდგომაზე თვალს ვერ მოწყვეტთ, აი ზაფხულში კი ნამდვილი სამოთხეა. (მასპინძლებთან შევთანხმდი რომ ამ ზაფხულს რამოდენიმე დღით ან კვირით მთაში უნდა წავიდეთ, დარწმუნებული ვარ მომეწონება მაგრამ უინტერნეტობა და ფაქტიურად მობილურის არ ქონდა დიდ დისკომფორტს შემიქმნის)

დაახლოებით 3-ზე სტუმარი მოვიდა (მას კიდევ ორი მოყვა რომელიც არც ეხლა ვარ აზრზე ვინები იყვნენ). არ მელოდებოდა, არ ეგონა რომ მართლა ჩავიდოდი და ძალიან გაუხარდა. არ იცოდა რა ეთქვა. აშკარად ეტყობოდა რომ არ უნდოდა წასვლა მაგრამ.. ბევრი საუბრის, დალოცვის, დალევის და მოკითხვის შემდეგ ორივემ ვიგრძენით რომ ძილის დრო იყო და “დავიშალეთ”.

სიგარეტი გამომელია და მაღაზიაც არც ისე ახლო იყო, გარეთ საშინლად ციოდა მაგრამ როცა ნამდვილი კახური ღვინო გაქვს სისხლში გამჯდარი სიცივეს ვერ გრძნობ და მეც თამამად მივაბიჯებდი ჩამწკრივებულ სახლებს შორის. მაღაზია დაკეტილი დამხვდა და უფრო შორ და შედარებით უფრო “ფეშენებელურ” მაღაზიისკენ, რომელიც 24 საათი მუშაობდა მიმასწავლეს იქვე მობირჟავიკე ქალებმა და უფრო დამიგვიანდა სახლში დაბრუნება. დაბრუნებულს კი (ჩემს) ოთახში სადაც (როგორც წესი) მარტო მძინავს ვიღაც ორი უცნობი (სტუმარს რომ მოყვნენ) დამხვდა. ბოლოს, “ასე იყო თუ ისე” მომიწია სხვა ოთახში გადაბინავება და უაზროდ ღამის თენება.

მობილურიც ჭედავდა და SMS აგვიანდებდა, ვერც ფეისბუქზე შევდიოდი და ვერც ვრეკავდი. ლეპტოპიც თან არ მქონდა, ვიფიქრე ინტერნეტი არ მექნება და რად მინდათქო მაგრამ შევცდი. ერთი სული მქონდა როდის გათენდებოდა. მეორე დღეს როგორც დავგეგმე უნდა წამოვსულიყავი მაგრამ ისევე როგორც ყოველთვის – ასე არ მოხდა (პრინციპში არასდროს ხდება ისე როგორც ვგეგმავ და არ გამკვირვებია). მესამე დღე ძილს და მეზობლებში სიარულს დავუთმე.

სხვათაშორის ამ რამოდენიმე დღეში “თელავური” კილოც ამყვა და ზოგჯერ წამომცდება ხოლმე ისეთივე ტონით ფრაზები რაზეც ყოველთვის მეცინება და რაც ყოველთვის კარგ ხასიათზე მაყენებს 🙂

ძალიან მომენატრა თბილისი, სახლი, მეგობრები, ფეისბუქი, ბლოგი, თქვენც და უფრო უფრო “ის” ♥

Advertisements
Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , , , , , , , | 6 Comments

პოსტის ნავიგაცია

6 thoughts on “4 დღე ფშაველში ანუ შესრულებული მისია

  1. ჰმ, ფშაველში უნდა გვეყიდა ბინა ჩვენ და ბოლოს გადავიფიქრეთ ❤
    ეგეთი მიყრუებული სოფელი უკვე მაქვს ერთი :დ

    • მაგრამ მაინც – თუ გინდა რომ ცოტა ხნით მოწყდე ყველაფერს, გაქრე, აორთქლდე და კარგად დაისვენო – იდეალური ადგილია ^^

  2. პირველს იმას ვიტყვი რომ ფშაველი რა დასასვენებელი ადგილია :))) საიდან მოიტანეთ.რათქმაუნდა თელავში, რომ მოდიხარ ჩვენს გულისამრევ კილოს აიკიდებ,აბა რას იზავ : ))) რაც შეეხება ტელეფონს,რავიცი ერთი წლის წინ მშვენიერი მიღება ქონდა მანდ და ახლა აღარ ავსულვარ : )) შესრულებულ მისიას რაც შეეხება,ვფიქრობ უბრალოდ გინდოდა დარჩენა 4 დღე და დარჩი,და არა იმიტომ რომ თურმე ვერ მოახერხე წამოსვლა :დ და საერთოდაც ძველი ახალიწლის გასატარებლად ჩახვედი 😀 ისე ამ პოსტზე ერთი ბლოგერი ბიჭი მახსენდება,რომელთან ერთადაც ვიმგზავრე და რომელიც ფშაველში მიდიოდა და გზაზე კინაღამ ჩემს მხარზე დაეძინა :დ მაგრამ არ მგონია ის იყო

    • მგონი თუ არ ვცდები შენ “სანტა” უნდა იყო ხო?? ხო და ჩემო შემოდგომისფერო 1. მასე რომ ყოფილიყო და გინდ მდომოდა კიდეც დარჩენა რა იქნებოდა ამაში დასამალი და რატომ დავწერდი სხვას. 2. მობილურზე კავშირი მართლა საშინელი იყო (შეგიძლია ახვიდე, მოინახულო ფშაველი და დარწმუნდე). 3. ფშაველი მართლა კარგი ადგილია (ყოველშემთხვევაში მე ასე ვთვლი) დასასვენებლად და 4. რატომღაც საშინელი ცინიზმი იგრძნობა კომენტარიში და ვერ მივხვდი რატომ 🙂

  3. cinizmi? xo chemi dgevandeli xasiatis bralia ratomgac. 😀 mec arvici.principshi rac davwere yvelafers mase vfiqrob kilos chaTvliT : ))))) Shemodgomazec iyavi?

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: