სიზმრებში

სუიციდზე არასდროს მიფიქრია, არასდროს მივსულვარ იმ ზღვარამდე რომ ეს თავში გამევლოს მაგრამ სიკვდილზე ხშირად ვფიქრობ. განსაკუთრებით ეს დღეები. სიზმარში, თითქმის ყოველ ღამე ჩემს გარდაცვლილ კლასელს ვხედავ. არაფერი ახალი, უბრალოდ ერთად გატარებულ რამოდენიმე საათს ვხედავ, ზუსტად იმ საუბრით და მოძრაობებით რაც უკვე მოხდა, ზუსტად იმ სიზუსტით რაც უკვე იყო. დილით კი საშინელ ხასიათზე ვიღვიძებ და ყოველთვის არანორმალურად გაღიზიანებული ელემენტარულ რაღაცეებზე.
ამის შესახებ ჯერ ბლოგზე არ დამიწერია თუმცა ორი სიტყვით მაინც დავწერ. ყველაზე თბილი კლასელი იყო, ყველაზე მეგობრული. რა თქმა უნდა ხშირად ქონდა კომფლიქტი რამოდენიმე კლასელთან მაგრამ ეს უფრო ბავშვურ სისულელეს გავდა რომელიც მეორე დღისით არავის ახსოვდა. დედისერთა იყო და ყოველთვის ცდილობდა ცუდით თუ კარგით სხვებისგან რაღაცით გამორჩეული ყოფილიყო. მასთან საუბრისას ვხედავდი ადამიანს რომელსაც ჭიანჭველასაც კი არ დააბიჯდებდა მაგრამ რატომღაც ყველაზე მკაცრი იერით და ზოგჯერ უხეშობით გამოირჩეოდა. ცვალებადი ხასიათი ქონდა მაგრამ ჩემთვის მისი დამახასიათებელ ერთ თვისებას მაინც არასდროს კარგავდა. მხიარული იყო, იუმორის ნამდვილი ოსტატი. ყოველთვის შეეძლო ჩემი მდგომარეობიდან ისე გამოყვანა და საუბარში ჩათრევა რომ ბოლოს ვხვდებოდი რომ ყველაფერი კარგად იყო და სანერვიულო არაფერი მქონდა. რამდენჯერ დამხმარებია ელემენტარულ საკითხებში – უანგაროდ და რამდენჯერ მოუცია სრულიად უმნიშვნელო რჩევა რომელიც შემდეგ წინ ყველაზე რთული პრობლემა გადამილახავს. არ დავმალავ და დავწერ რომ ზოგჯერ მაზოხისტობით ყველას (უმეტესობას) აშინებდა და აფრთხობდა თუმცა რატომ აკეთებდა ასე არავინ იცოდა. კლასში ყველაზე წარმატებული მოსწავლე იყო, უდაოდ ნიჭიერი მაგრამ ყოველთვის ჩრდილში ამჯობინებდა ყოფნას და არასდროს გამოუთქვამს პრეტენზია იმის შესახებ რომ მას ყურადღებას ზოგჯერ არავინ აქცევდა როგორც სხვა “ხუთოსან და ლამაზ” გოგონებს.
მასთან ბოლო საუბარი გარდაცვალებიდან რამოდენიმე საათით ადრე მქონდა – სკაიპში ვლაპარაკობდით, “ადნაკლასნიკების” გაკეთება უნდოდა და ვეხმარებოდი თან რაზე აღარ ხუმრობდა, ვის აღარ აჯავრებდა, რაც მას ვიცნობ მასეთი მხიარული ჯერ მენახა. ბოლოს დავრეგისტრირდით საიტზე (თუმცა ანონიმურად და რატომ ანონიმურად არ ვიცი) და ტკბილი ძილის სურვილებით დავემშვიდობეთ ერთმანეთს (სკაიპის კონტაქტებიდან დღემდე არ წამიშლია და არც ეს ვიცი რატომ). დილით კი დედაჩემის შემზარავი, აღელვებული ხმა მაღვიძებს რომელიც მეუბნება რომ ტელევიზორში ჩემი კლასელი სახელს და გვარს მოკრა ყური. ჯერ არ ვიჯერებდი, არ მეგონა რომ ეს სინამდვილე იქნებოდა და მეგონა რაღაც შეეშალა დედაჩემს მაგრამ როცა კლასელმა დამირეკა და დამიდასტურა ყველა მისი ხუმრობა, სახის მიმიკა, ხმა, სიცილი, ბუზღუნი ერთად მოაწყდა ტვინს და როგორ აღმოვჩნდი მის სადარბაზოსთან სადაც უამრავ ხალხს მოეყარა თავი კარგად არ მახსოვს.
კლასელი გოგონების “ტირილი”, ბიჭების გაუთავებელი სიგარეტის ქაჩვა, ერთად ღამეების თენება, მოგონებები მასზე და ა.შ იმდენად შავ-თეთრი იყო, იმდენად პირფერული და ყალბი რომ მას შემდეგ კლასელებთან მხოლოდ რამოდენიმესთან გავაგრძელე ურთიერთობა და დარჩენილი 2 წელი დიდი აგრესიის და მათთან ყოველგვარი კონტაქტის გარეშე გადავაგორე (ბევრისგან გავიგე რომ ჭორაობდნენ ჩემზე თურმე მე ის მიყვარდა არა როგორც კლასელი და მეგობარი, არამედ..). რამოდენიმე დღე დამჭირდა იმის დასანახად რასაც 10 წელი, უფრო ზუსტად კი 8 წელი ვერ ვხედავდი კლასელებში. მაშინ ვფიქრობდი მე რომ რაიმე მომივიდეს ნეტავი როგორი რეაქცია ექნებათ ნაცნობებსთქო მაგრამ რას გაიგებ. მაშინ მივხვდი ცხოვრება არც ისეთი ხანგრძლივია. მარადიული კი თითქმის არაფერი და რომ უნდა მაქსიმალურად გამოვიყენოთ ის თითეული წამი რომელიც ცხოვრება გვჩუქნის. ყოველთვის გვახსოვდეს რომ ერთმანეთისადმი სითბოს გაზიარების დრო ყოველთვსი არის და არასდროს დავკარგოთ ეს დრო რაღაც სისულელეებში. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა, მე კი ისევ მახსოვს ის პირველი შეგრძნება როცა ვფიქრობდი, საბოლოოდ კი  მივხვდი რომ შეიძლება მეც მისნაირად ხვალინდელი დღე აღარ გამითენდეს. არა! არ მინდა სიკვდილი!

მომხდარი უამრავმა  ინეტერნეტ გაზეთებმა და ტელევიზიებმაც გააშუქეს თუმცა ხშირად დამახინჯებული ფორმით, ელიზა თავს არასდროს მოიკლავდა!

Advertisements
Categories: My Life | ტეგები: , , , , , , | 2 Comments

პოსტის ნავიგაცია

2 thoughts on “სიზმრებში

  1. ჩემი კლასელი :/ სიმსივნე აქვს :უსერ: და არც კი მინდა იმის წარმოდგენა რაც შენ უკვე გადაიტანე :/

  2. ყველა მოგონება გამიცოცხლდა,რის დავიწყებასაც რამოდენიმე წელია ვცდილობ :შ :შ

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: