ევოლუცია ანუ საიდან – სადამდე (??)

რატომ არის ადამიანი ყველაზე ეგოისტი ზუსტად მაშინ როცა ხვდება რომ ყველაფერი აქვს სრული ბედნიერებისთვის და იმის მაგივრად რომ დატკბეს იმ საზეიმო ფერადი ფეერვერკის ყურებით რომელიც მის ცხოვრებაში ფეთქავს – დგას და ფიქრობს რომ ეს ფეერვერკი მხოლოდ მისია, რომ მხოლოდ მას აქვს უფლება უყუროს და დატკბეს (ამასობაში კი (ხშირ შემთხვევაში) ფეერვერკი ქვრება). რატომ ვართ ადამიანები იმდენად ეჭვიანები ან სულაც უკვე ამ მანიით დაავადებულები რომ ყველაზე ძლიერი ნარციზმიც უკან იხევს და უკიდურესობამდე მივყავართ.

რატომ არსებობს სიტყვები “ვერ ვხვდები” როცა ადამიანები ყველაფერს მარტივად აღვიქვამთ და თუ არა მსოფლმეხველურ თემებს – კონკრეტულ, პრიმიტიულ საკითხს მაინც ჩვენივე თეორიებით, მიზეზებით და გადაწყვეტილებებით ვნსაზღვრავთ. ყოველთვის მაინტერესებდა ჩემი ფსიქოლოგთან დიალოგი რაზე წარიმართებოდა, საუბრისას რომელი თემა იქნებოდა აქტუალური და რა დასკვნამდე მივიდოდი მე და არა ის. არ ვიცი და სიმართლე რომ ვთქვათ არც მაინტერესებს მათი მოსაზრებები ჩემი ცხოვრების წესზე თუ მომავალზე, რჩევები და ა.შ მაგრამ როგორც პროფესიას ვაფასებ და ყოველთვის მაინტერესებდა.

ინტუიციას არ ვუჩივი მაგრამ ადამიანებში ხშირად შევმცდარვარ, ყოველთვის ვთვლიდი და დღემდე მივიჩმნევ რომ ადამიანი დიდი ევოლუციაა მაგრამ საკითხი მაინც ორად იყოფა რომელიც კიდევ უფრო, მარტივად რომ ვთქვათ, მარტივ მამრავლებად იშველება. საიდან (ადამი და ევა თუ ზეზვა და მზია) – სადამდე (უკვე ყველაზე ნაცნობი “ხელოვანები” თუ კიდევ უფრო უცნობი და მომავლის სახალხო გმირები), საიდან აქვს ადამიანს დასაბამი და სადამდე გაგრძელდება ეს ზუსტი პასუხი ვინმეს შეუძლია რომ გამცეს??

ეს თითქმის იგივეა ამოცანა რომ გვეკითხებოდეს რომელი იყო პირველი ქათამი თუ კვერცხიო მაგრამ რადგან თუნდაც ზემოთ აღნიშნულ ფსიქოლოგებთან ყველა თემაზეა შესაძლებელი საუბარი შეუძლიათ მათ ეს მითხრან 🙂 ალბათ ტრადიციულად მიპასუხებდნენ: ამ კითხვაზე პასუხს შენივე ცხოვრებაში ეძიე, აუცილებლად იპოვი ან უკვე იცი მაგრამ ვერ ხვდებიო და ა.შ.

ფიქრი ფიქრად რჩება, რეალობა კი ფაქტად რომელიც ჯიუტად განაგრძობს არსებობას და ევოლუციას რომელსაც საზღვარი ან არ აქვს ან დიდი ხანია გადააბიჯა (დეპეშა – ესემესმა, ჟურნალ გაზეთები – ტელევიზიამ – ბოლოს კი ინტერნეტმა, ცხენებზე შებმული ეტლი – ავტომობილმა შეცვალა, მოდაზე რომ საერთოდ აღარაფერი ვთქვათ (ჩაცმულობა, ჟანრობრივი მუსიკა თუ კინო)). რა იქნება ახალი, სხვა, განსხვავებული არავინ იცის მაგრამ ყველა ისწრაფვის ახლი და უცხო ხილისკენ რომელიც ყველას ტკბილი გონია.

დაკარგული ტერიტორიები, აწიოკებული მოსახლეობა, დახოცილი ახალგაზრდა მეომრები, ომი, მსოლიო ომი და ატომური ბომბი. ადამიანებს ერთმანეთის თანადგომა, სითბო და სიყვარული ზოგჯერ მხოლოდ გაჭირვებაში ახსენდებათ, მხოლოდ მაშინ ახსენდებათ რომ ისინი მარტონი არ არიან, როცა თავიანთი ოქროულობა ძვირად ღირებულ ფასს კარგავს და გამოუსედეგარი ბრწყინვალე მაგრამ უბრალო მეტალი ხდება ხვდებიან რომ ისინიც ჩვეულებრივი მოკვდავები არიან და რომ თან ვერავინ ვერაფერს წაიღებს. მხოლოდ გაჭირვების ჟამს იჩენს თავს თავმდაბლობა ქედმაღლობის მწვერვალებზე.

ფიზიკის ცოდნით არასდროს გამოვირჩეოდი თუმცა ასტორნომია ყოველთვის მიმაჩნდა ყველაზე საინტერესო მეცნიერებად. შავი ხვრელი – ყველაზე დამაინტრიგებელი, მიუწვდომელი და ამოუხსნელი ფენომენი ადამიანისთვის. სხვა დანარჩენ პასუხ გაუცემელ კითხვებთან ერთად ჯერ მხოლოდ რად ღირს იმაზე ფიქრი რომ შავ ხვრელში შესაძლოა დრო ჩერდებოდეს და უფრო მეტიც – დროში მოგზაურობა შეიძლებოდეს. ადამიანის შესაძლებლობა ალბათ დროსთან ერთად იმ დონემდეც გაძლიერდება რომ ამას დაამტკიცებს თუმცა როდის მოხდება ეს კაცმა არ იცის. მხოლოდ თეორიების და “ჭკვიანი მეცნიერების” მათემატიკური გამოთვლების უნდა გვჯეროდეს მხოლოდ იმიტომ რომ გვინდა რომ დავიჯეროთ, რომ მართლაც ასე იყოს და რომ ერთხელაც კაცობრიობა შეძლებს და დროს დაამარცხებს, იმ ერთადერთ ყველაზე ძლიერ იარაღს დაეპატრონება რასაც ატომური ბომბი ვერც კი შეედრება. მივა აქადე კი ადამიანის ევოლუცია, განვითარდება კი მეცნიერება ამ დონემდე (??). თქვენი არ ვიცი და მე სულაც არ მინდა ხვალ ან ზეგ გავიღვიძო, კარზე უცხომ, ჩემზე გაცილებით უფროსმა ადამიანმა დამიკაკუნოს და მითხრას მე შენი შვილთაშვილის შივილისშვილი ვარ – მომავლლიდანო. ალბათ ეს “ატომურ ბომბზე” უარესი იქნება. წარსულის, აწმყოსა და მომვალის ერთმანეტში შეზავება, არევ-დარევა და ნამდვილი ქაოსი. დიდი, მსოფლიო, მაშტაბური ქაოსი რასაც უამარი ადამიანის ფსიქოლოგიური შერყევა მოყვება.

დეჟა-ვუ დამჩემდა და ვფიქრობ ეს ყველაზე, ყველაზე საშინელი შეგრძნება რაც კი ადამინმა შეიძლება განიცადოს (თან თუ ეს ხშირად ხდება). თითქოს სხვისი ცხოვრებით ცხოვრობ, თითქოს ვიღაცას ცხოვრება წაართვი და მიისაკუთრე, საშინელებაა როცა გგონია რომ ეს წამის მეასედები შენი არ არის, ან იყო მაგრამ აღარ არის. დეჟა ვუ ჩვენი ტვინის მოტყუების ერთერთი რიგითი საშუალებაა მაგრამ ამას ოდნავ გვიან ვხვდებით და თავის გამართლების მიზნით ვიაზრებთ იმას რომ ეს ბუნებრივი მოვლენაა  და არაფერი სხვა.

Advertisements
Categories: ზოგადი თემები, My Life | ტეგები: , , , , , , , , , , , , , , | %(count)s კომენტარი

პოსტის ნავიგაცია

One thought on “ევოლუცია ანუ საიდან – სადამდე (??)

  1. ”საიდან აქვს ადამიანს დასაბამი და სადამდე გაგრძელდება ეს ზუსტი პასუხი ვინმეს შეუძლია რომ გამცეს??”—————-> აქ ჩემი საყვარელი ფრაზზა რომ არ მოვიტანო ”life with Louie”-დან, არ შემიძლია: ”Some rabbi says ”yes”, some rabbi says ”no”.
    არ მჯერა, რომ ის თეორიები მართალი იყოს, პარალელურ სივრცეებზე, დროთა აღრევაზე. (მაგრამ მინდა რომ მჯეროდეს). თუ ასე იქნება, მაშინ ცხოვრებას ნამდვილად არ ექნება აზრი, იმჰო. ეს შთაბეჭდილებას მიტოვებს რომ ნამდვილად ვიღაცსი შექმნილ სამყაროსი ვცხოვრობ, ან სულაც მატრიცაში. წარმოუდგენელია, როგორ უნდა აღდგეს გამოფიტული მარაგი რამდენიმე წამში დროის უკან დაბრუნებით, ან როგორ უნდა შეჩერდეს დრო 🙂
    მჯერა იმის, რასაც ვხედავ და შევიგრძნობ. დანარჩენი ყველაფერი წარმოსახვითია , არარეალური. მაგრამ ხშირადსაოცნებო 🙂 (არადა, რელიგია ოცნებას ცოდვად თვლის. აფსუს!)

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: