რატომ “ეშინიათ” ბლოგერი ბიჭების

რამოდენიმე ხანია შორიდან ვაკვირდები ნაცნობებს თუ როგორი დამოკიდებულება აქვთ ზოგადად ბლოგთან და ასევე ბლოგერებთან, არც ისე ცუდი მაგრამ მაინც ეჭვის თვალით უყურებენ ამ “საქმიანობას”. მე რომ დიდი გამოცდები გავიარე ამასთან დაკაშირებით უკვე დავწერე მაგრამ ამჯერად ზოგადად ბლოგო სფეროს შევეხები – უფრო კონკრეტულად კი გოგონებსა და ბლოგერ ბიჭებს.

ჩემს სანაცნობოში მოიძებნება რამოდენიმე ადამიანი ვინც კატეგორიულად უარყოფს ბლოგს იმ მხრივ რომ ბლოგერებს ერთ დიიდ სექტას აიგივებს, პარალელებს კი ჩემდა გასაკვირად უმეტეს შემთხვევაში სატანისტებთან ავლებს. არ ვიცი როდის ან რატომ გაიტეხეს სახელი ასე ბლოგერებმა მათ თვალში მაგრამ ბლოგერის ხსენებისას სახეზე უკმაყოფილება ესახებათ.

ამ რამოდენიმე დღის წინ კი ერთ არაჩვეულბრივ მარგალიტს გადავაწყდი.
მეგობართან ვიყავი სტუმრად სადაც ჩემი ბლოგი გავხსენი, დავინტერესდი აქტივობებით და ღრმად შევყევი ლინკების თვალიერებით. ვიჯეტებში მოთავსებულმა სურათებმა მისი ინტერესი გამოიწვია და ბოლოს ბლოგის გადაკითხვა ისურვა. კითხვას რომ მორჩა შემოტრიალდა და ღიმილით, მშვიდად გადმომძახა “კახი, ამ პოსტებს თუ რაც არის, რომ წერ ბოლოს საკუთარი თავის არ გეშინია?? :)”. არ ვიცი რატომ მაგრამ თითქოს კომპლიმენტს გავდა მაგრამ ამავე დროს არც იყო კომპლიმენტი. ეს უფრო დიდი თემის პატარა დასაწყისი იყო.

ჯერ დავიბენი, გამეცინა, დავინტერესდი რატომ მითხრა ეს მაგრამ არაფერი მიკითხავს. არ ვიცოდი გამხარებოდა თუ მწყენოდა. დაველოდე როდის მორჩებოდა სხვა პოსტების კითხვას და ვკითხე -რატომ უნდა შემშინებოდა საკუთარი თავის.

-კახი, აი თუნდაც შენი ბოლო “ნაშრომი” ძალიან საინტერესოა, კარგად ჩამოყალიბებული და ღრმად ფილოსოფიური მაგრამ იმ დროს რასაც შენ ბლოგს და წერას ახმარ გარეთ რომ გახვიდე და ადამიანებს ეკონტაქტო სულაც არ ან ვერ დაწერ მასეთ პოსტებს და იქნები ბედნიერი შენც, მეც და მთელი მსოფლიო.
-და ვინ გითხრა რომ არ ვარ ბედნიერი?? ან არ ვურთიერთობ გარე სამყაროსთან რომელსაც როგორც შენ ეძახი – ევაიანი ქვიათ??
აშკარად უკმაყოფილება დამეტყო სახეზე და მივხვდი რომ კიდევ დიდ ხანს გაგრძელდებოდა ეს საუბარი რომ არა კარზე კაკუნი და გოგოების მპლაშა-მპლუშის ტვინის წამღები ხმა.
მათთან არც ისე კარგად ვიყავი ასე რომ მათ საუბარში თავს ზედმეტად ვგრძნობდი და გავერიდე. მოშორებით დივანზე ჩამოვჯექი და მობილურით ისევ ფეისბუქზე შევძვერი. აშკარად არ განვითარდა მოვლენები ისე როგორც მოველოდი მასთან ასვილსას. შეცვლილი იყო, ძალიან და ვეღარ ვცნობდი.

ერთ-ერთმა მოსულმა სტუმარმა ფეისბუქი გახსნა და ბევრი ხეტიალის შემდეგ ბიჭების თვალიერება დაიწყო. თან ყველა სურათს თავის ხმოვან კომენტარს უკეთებდა – როგორ არ მიყვარს გოგონების ჭორაობა 🙂 იცინოდნენ, სერიოზულდებოდნენ და მერე ისევ კისკისებდნენ იმიტომ რომ სურათზე ვიღაცას ტატუ უჩანდა ისეთი როგორიც რომელიღაცის ყოფილს ეხატა, ვიღაცას წვერი ქონდა თურმე გასაპარსი, ზოგს თმებში ჭაღა უპოვეს და ა.შ. საშინელება იყო. ბოლოს, ბევრი თვალიერების შემდეგ ერთ პროფილს გადააწყდნენ რომლითაც ყველა მოიხიბლა “რა სიმპატიურია, რა ტანი აქვს, რა ღიმილი, რა მზერა”, მოკლედ ყველას მოეწონა მაგრამ მასთან ინფოში რაღაც “დიდ” ლინკს გადააწყდნენ საიდანაც ბლოგზე გადავიდნენ, ბლოგი კი მისი აღმოჩნდა. ბლოგის აღმოჩენისას წამოვიდა გაბუტული რეპლიკები “რა სამწუხაროა, ოოოო რათა შვილო, რათა (და კისკისი), ეეე არა და მართლა რა სიმპატიურია”. საშინლად გავცოფდი ვეღარ მოვითმინე და ვიკითხე -მერე რა რომ ბლოგი აქვს და წერს იმას რაც უნდა?? რა იცვლებოდა ამით მათთვის.

-ოოო, კარგი რაა, შეხედე – როდის ჭამა, როდის დაიძინა და გაიღვიძა, როდის ძმაკაცი ნახა, როდის როგორ დათვრა და გაილეშა ყველაფერი აქვს გადმოფენილი. რა იდიოტიზმია.
-მას ასე უნდა, არ არის აუცილებელი წაიკითხო, ის წერს და არ გთხოვს შემოდი და სიტყვა სიტყვით დაიზეპირე ჩემი ნაწერიო, შენ თუ არ დაინტერესდები და არ წაიკითხავ მას სხვა ნახავს და მას მოეწონება.
-ხო და იყოს იმ “სხვისი”, მე მასეთთან ვერ ვიქნები, მან რომ საქვეყნოდ წეროს როდის მნახა, სად ვიყავით ერთად, რას ფიქრობდა, როგორ მაკოცა და რა იგრძნო ამ დროს, როგორ გაატარა ჩემთან საღამო და კიდევ სხვა უამრავი ხომ გადავირიე (და ისე ხმამაღლა გადაიხარხარა რომ სხვებსაც უნებურად გადასდო). არა და რას ერჩი მილიონს ჯობია გარეგნობით, ინტელექტიც არ უნდა ქონდეს ამხელა პოსტების პატრონს ცუდი მაგრამ რად გინდა – ხელი ჩაიქნია და ყავა მოწრუპა. სხვებიც დაეთანხმნენ. მეგობარმა კი ისეთი თვალებით შემომხედა თითქოს გული დაწყდა იმაზე რომ მათ ეთანხმებოდა. იქ გაჩერება აღარ შემეძლო. დამცირებულად ვიგრძენი თავი მიუხედავად იმისა რომ ჩემზე არ იყო საუბარი და არც კი იცოდნენ რომ მეც ზუსტად იმ ბიჭისავით ვისწორებ მუღამს და ვწერ ყველაფერზე, ჩემს ჭიას ვახარებ და არ ვფიქრობ იმაზე ვინმეს მოვეწონები თუ არა.

მთელი საღამო მისი სიტყვები მიტრიალებდა თავში – “ბლოგერ ბიჭთან ვერ ვიქნები, ვერც შევიყვარებ და საერთოდ ურთიერთობა არ მინდა მათთან”. მიზეზი კი მხოლოდ ის არის რომ ეშინია მათი პირადი არ გამოიტანოს, არ აქციოს სალაპარაკო თემად მათი ურთიერთობა და უამრავი სხვა სულელური მიზეზი რომლებიც, რა ვქნა არ მესმის!

ეს ერთი კონკრეტული შემთხვევა იყო რომელიც სულ ახლახანს მოხდა მაგრამ მრავალი სხვა ასეთი რეპლიკებისათვის მასიურად სხვადასხვა ადგილებში მომიკრავს ყური “რა სიმპატიური ბიჭია, სიამოვნებით ვიქნებოდი მასთან ბლოგერი რომ არ იყოს” 😐

Advertisements
Categories: ზოგადი თემები, თინეიჯერები | ტეგები: , , , , , , , , | 11 Comments

პოსტის ნავიგაცია

11 thoughts on “რატომ “ეშინიათ” ბლოგერი ბიჭების

  1. dekemberiusi

    მსგავსი რამ ხდება გოგონების მიმართაც, ასე რომ კახი არ ღირს მაგთზე ყურადღების მიქცევა. არ გეტყვი დაიკიდე მეთქი, იმიტომ რომ არაა დასაკიდებელი, მაგრამ აჯობებს ყურადღებას თუ არ მიაქცევ. და ნეტა შენი მეგობარი ბიჭი ამ პოსტს წაიკითხავს? ნეტა ისევ ის შთაბეჭდილება ექნება?

  2. არ მჯერა. ან ეგ გოგო ძაააააააან იდიოტი იყო ან მოგონილია ეს ყველაფერი 😐

  3. სისულელეა 🙂 რამდენი წლისები იყვნენ ეგ გოგოები? პრიცნიპში წლოვანებას არ აქვს აზრი, განვითარების დონეს აქვს მნიშვნელობა : )))

    და საერთოდაც, ყოველთვის ვამბობ რომ ბლგოერი ვარ და მე არასოდეს მიგრძვნია ამგვარი დამოკიდებულება, და ვაფშე მგონია რომ თქვენ თვითონ (ამ შემთვევაში მარტო შენ არ გგულისხმობ) ქმნით ასეთ იმიჯს, რომ თითქოს რაღაც განსხვავებულები და ”სექსტანტები” ხართ 🙂

    არადა ბლოგერობა საერთოდ არაფერი განსაკუთრებული არ არის.. საერთოდ.
    და ეს განსაკუთრებობის იმიჯი, თვითონ ბლოგერების შექმნილია!!!

    ვოტ. 🙂

  4. მქონი მსგავსი შემთხვევა )))

    მაგრამ ყველაზე ეპიკ ის მომენტი იყო, როცა ერთმა ბიჭმა (რომელსაც ვხვდებოდი) მკითხა, დავწერდი თუ არა მის შესახებ ბლოგზე :დდ

    ერთხელ კი პოსტზე, რომელიც ყოფილს მივუძღვენი 3 ბიჭი გამომეხმაურა, ჩემზე ხომ არ დაწერეო 😀 ასე რომ, დდ ინტრესით კითხულობენ ჩვენს ბლოგებს სწორედ ისინი, ვისაც ჩვენთან რაიმე ურთიერთობა უნდა რომ ჰქონდეს, ან პირიქით, გვქონდა და დავშორდით 😛

  5. გამიკვირდა, მე არ მიგვრძნია მსგავსი დამოკიდებულება. თუმცა ჩემს ბლოგზე არც ვწერ ძალიან პირად თემებზე. რა ვიცი ეს ერთეული გოგოები თუ იქნებიან ასეთი სასაცილოები… :დ

  6. მე კიდე ერთხელ გაბრაზებულმა 2 მეგობარზე დავწერე ცუდი პოსტი სადაც ორივე ცუდად გამოვდნენ რა თქმა უნდა და 2ვე და კიდე ბევრი მაგ პოსტის მერე დავკარგე :დდ თან სახელებიც დასახელებული მქოდა და სურათების იყო.
    მართლა დასაფიქრებელია ბლოგერს რას უყვები, მაგრამ ბლოგერსაც გააჩნია-მე იდიოტი ვარ.

    • წაკითხული მაქვს ეგ პოსტი. შენ სხვისი ცხპვრბეა ხომ არ გამოგიტანია საჯაროდ, შენი აზრი დააფიქსირე უბრალოდ და რომ გეჩხუბნენ ეგ ხო ნებისმიერი მასე მოქიცეოდა. უბრალოდ იდიოტიზმი არაფერ შუაშია აქ :დ ბლოგიც ხომ იმისთვისაა წერო რასაც ფიქრობ და არ მოექცე საზოგადებსი აზრს მიღმა.
      პ.ს. კაი პსოტი იყო ეგ ❤

  7. ნუ შენ არ გირჩევ დაიკიდეთქო, იმიტო რო ალბათ არც შეგიძლია გატარება ესეთი სისულელეების რადგან ისეთ ყურადღებას უთმობ რო პოსტიც კი დაწერე. მე კიდე პირადად აი ძაან მაგრად მკიდია და საერთოდაც +სად ვთვლი ბლოგერობას. წიპა ბიბერის მაგინებელი ბიჭების დონეზე არიან ეგენიც და მაგათ აზრს მნიშვნელობას არუნდა ანიჭებდე -_-

  8. *dafuq? ლაშასგან დავამუღამე რეპლიკები ბლოგერებზე , მაი სატნები და მაი კახპები 😀 მაგრამ რეალურად თუ არსებობდა ბლოგერი ბიჭების შიში აზრზე არ ვიყავი… ვიცი რაც აღიზიანებთ, ის რომ გახსნილები ვართ და იმას ვაკეთებთ რასაც თვითონ ათასი წელი თავს ვერ მოაბავდნენ ან ვერ გაბედავენ, ანდაც პოსტის დადებას რა გამბედაობა უნდა…

  9. საბედნიეროდ მსგავსი პრობლემა არ მქონია ბიჭთან ურთიერთობაში.
    პირიქით, მე ისეთ ადამიანებთან მაქვს ურთიერთობა, ვისაც წერა უყვარს, და მიახლოებით მაინც ჩემნაირია.
    მაგრამ! სამწუხაროდ ბლოგერობას ბევრი არასერიოზულად აღიქვამს და არაერთს უთქვამს ჩემთვის, დროს რატომ კარგავ ამ უაზრობითო :))
    გამოსავალი ერთია, ასეთ ადამიანებს არ უსნმინო და გაერიდო:)

  10. ამ თემაზე მეც დავფიქრებულვარ და მეც ჩამესმის რაღაცბეი საშინლად ყურში. ერთმა მეგობარმა მითხრა, რომ ისეთს ნურაფერს დაწერ, რომ მიხვდნენ მე მეხებაო,. ერთი პოსტი იყო მასეთი და სახელი მითუმეტეს არ მიხსენებია, არც ვცუდი რამე პირიქით. ვერ ვხვდბეი ასე რატომ იქცევა ხალხი და რა შავდბეა ბლოგერობაში. ბლოგი სხვადასვხა ტიპისაა ა არაა აუცილებელი მოყვე დღის ამბები დღიურივით. 🙂

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: