ეს ყოველთვის ღამე ხდებოდა

მეგონა გადავეჩვიე ღამეების თენებას მაგრამ მივხვდი რომ ეს წარმოუდგენელია, რომ მე ღამის ცხოვრება მიყვარს. მიყვარს სიმშვიდე, მყუდროება, აგონიაში რომ ვარდები თითქოს და ხელს რომ არავინ არ გიშლის, ყველა რომ ღრმა ძილს არის მიცემული. სიჩუმეს ვერასდროს ვიტანდი და თითქოს მომენატრა კიდეც. ღამით ივსება საფერფლე სიგარეტის ნამწვავებით დილით რომ ახალ გაღვიძებულზე არ მჯერა რომ სულ მე მოვწიე, ღამე მახსენდება ყველა და ყველაფერი, ღამე მენატრება, ღამე მძულს და ღამე მიყვარს – ალბათ იმიტომ რომ დღე მძინავს 🙂

ადამიანებს ხომ ეს გვახასიათებს და ლოგიკურიცაა – რასაც ვხედავთ, რასაც ვიაზრებთ იმას ვეთანხმებით სხვა დანარჩენს კი ვუარყოფთ. ბავშვობაში არასდროს გამჩენია სურვილი ვყოფილიყავი კოსმონავტი ან პრეზიდენტი უბრალოდ მინდოდა მეთამაშა, სცენაზეც, ფილმშიც და ალბათ ცხოვრებაშიც. შენდეგ უკვე ამბიციებმაც იმატა და მინდოდა ჩემი სახელიც წარედგინათ შემდეგი სიტყვებით “Oscars go to …” (ან შემდეგ ამოჩემებული ფსევდონიმით) რომელიც ჩემს ბავშვურ ფანტაზიებად რჩებოდა. შემდეგ უკვე მივხვდი რომ არასოდეს არ უნდა ვთქვა არასოდეს და მაინც გავაგრძელე ფიქრი ამაზე.

ბოლოსდაბოლოს ამ ჰოლივუდის ღიმილს მაინც ვერ ავუვლი გვერდს და ვერ დავტოვებ ჩრდილში 🙂 ხო, დიდი წარმოდგენა საკუთარ თავზე(!), ნარცისიზმი და სხვა ამგვარი განდიდების მანიით შეპყრობის დამახასიათებელი შესატყვისობებით ალბათ კარგი დახასიათება გამოვა ჩემი მაგრამ იუმორი მაინც პირველია იმ თვისებებიდან რომლებიც მე გამაჩნია. იუმორს ალბათ პირდაპირი გაგებით გაიგებთ თუ არ გეტყვით რომ მაინცდამაინც დიდი ოსტატი არ ვარ გავამხიარულო ადამიანი როცა მოწყენილია (ამ დროს გამხენევება და უბარლოდ საუბარი მგონია ყველაზე დიდ დახმარებად ადამიანისთვის, ჩემთვის ყოველშემთხვევაში და ალბათ ამიტომ ვარჩევ ამ დროს ყოველთვის მშვიდად საუბარს ყურებამდე გახევას) მაგრამ შემიძლია საკუთარ თავზე გაგონილი, გასროლილი და ა.შ ადეკვატური ხუმრობა (რა ფორმისაც არ უნდა იყოს) სრული იუმორით მივიღო და სურვილის შემთხვევაში უკანვე დავუბრუნო.

ღამე ბავშვობაში სიბნელის მეშინოდა და ეს დღემდე გამომყვა, არ მსიამოვნებს როცა ვერ ვხვდები თვალები გახელელი მაქვს თუ დახუჭული 🙂 და ყოველთვის იდგა ჩემს საწოლთან პატარა “ნაჩნიკი” რომელიც კედელზე გაკრულ დიიიდ მსოფლიო რუკას ანათებდა და მეხმარებოდა იმაზე ფიქრში თუ როგორი წარმომედგინა მომავალი – ზოგადად მომავალი. და ის ისეთი სუფთა იყო, ისეთი მშვიდი და სასიამოვნო, ისეთი ფერადი და ლამაზი რომ… ტკბილად მეძინებოდა 🙂 მეგონა რომ გავიზრდებოდი მომავალს როგორც დავსახავდი არ იქნებოდა მისი შესრულება და გარეალურება ძნელი, თურმე ძნელი ყოფილა მაგრამ არა შეუძლებელი. ხო, ვარდები, ეკლები, შრომით მოპოვებული და ა.შ მაგრამ პერსპექტივა “ჯერ” არ ჩანს (ან მე ვერ ვხედავ) იმის რომ ოდესმე ვიქნები იმ პროფესიით კმაყოფილი (თუნდაც საქართველოში) რომელსაც ძილის წინ ვფიქრობდი.

მომავალი წამის მეათასედში ისე იცვლება ვერც კი ვიაზრებთ, მე კი უკვე დღეს დღევანდელი დღით ცხოვრება მირჩევნია ალბათ იმიტომ რომ ძველ ფიქრებს და ოცნებებს ბევრი დრო დავუთმე. უკვე ვიცი რა მინდა და რისკენ მაქვს გეზი ამიტომ მირჩევნია დღევანდელი კვერცხი ხვალინდელ ქათამს – მექნება კვერცხი და თვითონ გადავწყვეტ კვერცხი მინდა თუ ქათამი. ასე რომ ხვალინდელი დღე მაინც გათენდება. საშინელი ოპტიმისტი ვარ და მე ეს მიხარია.

ამბიციური ვარ მაგრამ რეალური და არა ფანატიკოსი. არასოდეს ვიტყვი არასოდეს და სცენაზე ალბათ ოდესმე გახსნიას კიდეც კონვერტს სადაც ეწერება რომ ოსკარი (გადავეკიდე ამ ოსკარს 🙂 ) მე მეკუთვნის, იქნება მსოფლიო მშვიდი და ნათელი, ვიქნები წარმატებული ადამიანი.

Advertisements
Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , , , | 12 Comments

პოსტის ნავიგაცია

12 thoughts on “ეს ყოველთვის ღამე ხდებოდა

  1. რა საყვარელი ბლოგია 🙂 პოსტიც 🙂

    ასეთი ოცნებები მეც მქონდა

    არც ღამე ძილი მიყვარს :შ

  2. რა ოპტიმიზმია ^^

  3. შე საყვარელო..
    ღამე მძულს და ღამე მიყვარს – ალბათ იმიტომ რომ დღე მძინავს <<–ეჰ,ვაი,რომ მეც ასე ვარ:(

  4. მიყვარს ღამე.
    ყველაზე დიდი დრო ფიქრისთვის …
    კარგი ხარ ❤

  5. ესეც რა ნაცნობია ” ღამე ბავშვობაში სიბნელის მეშინოდა და ეს დღემდე გამომყვა, არ მსიამოვნებს როცა ვერ ვხვდები თვალები გახელელი მაქვს თუ დახუჭული ” < ყველაზე საშინელი გრძნობა იყო ბავშვობაში განსაკუთრებით შევარდნაძის დროს, მე მაშინ პატარა ვიყავი და ცოტა მახსოვს, მაგრამ მახსოვს რა საშინელება იყო მთლიანად ბნელ სახლში ღამე თვალს ვახელდი და არცერთი თეთრი წერტილი არ ჩანდა არსად…. ჰუჰ…. კახი, წარმატებებიიიი :))))

  6. chemeburi

    ”ადამიანი დიდია თავის ზრახვებში, მაგრამ უძლურია მათ განხორციელებაში. ამაშია მისი უბედურებაც და მომხიბვლელობაც.” პირველი რაც ამ პოსტის წაკითხვის შემდეგ გამახსენდა ერიხ მარია რემარკის ეს სიტყვები იყო . მაგრამ შენგან განსხვავებით რემარკი პესიმისტი იყო . მჯერა , რომ რაც უფრო მეტად მონდომებული ხარ მით უფრო ახლოს ხარ დასახულ მიზანთან .”პესიმისტი ყოველ შესაძლებლობაში სიძნელეს ხედავს და ოპტიმისტი – შესაძლებლობას ყოველ სიძნელეში.”…ოცნებების ასრულებას ვუსურვებ ყველას.( მათ შორის ჩემს თავსაც)

  7. Christofer

    Change for meting the person of the 1(first) picture now can be reality … the dream between reality ..
    In this Georgian web site you see first of Macedonian sad/story boy for Timeline 😀
    best regards Kakhi if we mistake then to the admin of this .website
    ..
    Regards from Macedonia !

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: