სიცხე და ნოსტალგია ანუ ისევ პატარა კახი

არ არსებობს (ალბათ მე არ მახსოვს) ზამთარი ისე გასულიყო რომ სიცხე არ მქონოდეს, ყოველთვის ან მაღალი სიცხეები მაქვს ან ფილტვების ანთება და კიდევ უფრო მწვავე ვირუსები. სუსტი ორგანიზმი მაქვს და მიწევს 24 საათიანი რეჟიმით საწოლში გორაობა მაშინ როცა სხვები გუნდაობენ (მაინც ვერ ვიტან გუნდაობას), გარეთ არიან ბოლოსდაბოლოს და სუფთა ჰაერზე მშვიდად დასეირნობენ (ნუ მაინც ცივა ეხლა და). მოკლედ ასეა თუ ისე ეს ზამთარიც უკვე ძალიან გაიწელა და მეც ტრადიცია არ დამირღვევია და ეს რამოდენიმე დღეა სიცხე მეთამაშება, დამიწევს-ამიწევს, გამივლის და საღამოთი ისევ მომცემს 🙂 ეს წამლები და ცხელი ლიმნიანი ჩაი ხომ ყელში მაქვს ამოსული. ბლოგზეც ვეღარ ვწერ აქტიურად, ის კი არა და ლამის ფეისბუქზეც დამეზაროს ხეტიალი.

თაროდან წიგნი გადმოვიღე “ანატოლ ფრანსი – ღმერთებს წყურიათ” საინტერესო სახელი აქვს ხო?? ხო და დიდი მარაზმია! არ გირჩევთ, ნუ ვისაც დიდი ლაბირინთები და ერთმანეთში ჩახლართული ისტორიები თუ დიალოგები გიზიდავთ მაშინ მისწრებაა. ხო და კითხვითაც გადავიწვი და ისევ მუსიკებს მივუბრუნდი, ვუსმენ ერთი და იგივე ჟღარუნს, წიოკს და ესეც მომბეზრდა, ერთადერთი გამოსავალი თვალების დახუჭვა და მშვიდად ძილია. მძინავს და ვგრძნობ ნაცნობი ხმა მესმის ყურში – თურმე სიცხისას ბოდვა დამჩემდა 😐 მართალია კაცი ვერ გაარჩევს რას ვლუღლუღებ – მაინც არ მომწონს ეს ფაქტი 🙂

დაახლოებით, 3 წლის კახი ^^

ადრე, ბავშვობაში როცა სიცხე მქონდა ყოველთვის ვიწყებდი ხატვას, არა ფანქრებით არა 🙂 “სერიოზული” მხატვარივით დიდ დაფაზე თეთრი ტილო მქონდა გადაჭიმული და ფერადი არეულობებით დიიდ შედევრებს ვქმნიდი 🙂 (სამწუხაროდ არცერთი ნახატი აღარ მაქვს) დღეს კი განვითარდი (??) და ბლოგზე ვწერ ხოლმე როცა ცუდად ან კარგად ვარ. ხო, ბავშვობა გავიხსენე და ამ დროს ყველა ნორმალურ ადამიანს დედა ახსენდება მგონი, ხო ბეეევრი რამ კიდევ დედასთან ერთად გავლილი. მგონი ისევ სიცხემ ამიწია 😐

მახსოვს, პატარა ვიყავი და სახლში ერთ საპატიო ადგილას დიიდი გამჭვირვალე ლარნაკი გვედგა, შიგ ლამაზი ქვები ეყარა და ზემოდან ხელოვნური (მაგრამ ცოცხალივით ხასხასა) წითელი ყვავილები ეწყო. ძალიან მომწონდა მაგრამ შიგ რომ ქვები ეყარა ნერვებს მიშლიდა, არ ვიცი რატომ და ერთხელაც “შემთხვევით” დავეჯახე და გავტეხე. დედა არ იყო სახლში და ვიცოდი როცა მოვიდოდა გული დაწყდებოდა (რა თქმა უნდა მასაც ძალიან მოსწონდა) და მისაყვედურებდა. ამიტომ გამახსენდა რომ საცხოვრებელთან ახლოს მაღაზიაში დაახლოებით მსგავსი შედარებით ძალიან პატარა ლარნაკი იყიდებოდა. დიდი ძალისხმევის და მუდარის შემდეგ ძლივს დავიყოლიე მამა (მარწმუნებდა რომ ეს არაფერი იყო და დედა არ გაბრაზდებოდა ^^) რომ ფული მოეცა და დიდის ამბით გავიქეცი საყიდლად. რომ მოვიდა ჯერ ისევ იმ ლამაზ ქვებს ვკერფდი, რომ დაინახა პატარა ლარნაკი თვალები ჯერ შუბლზე აუვიდა 🙂 მერე ისე მაგრად ჩამეხუტა რომ ეხლაც კარგად მახსოვს მაშინ განცდილი სიხარული. (კარგია მოგონებები, რომ გახსენდება და გეღიმება)

ბლოგზე ჯერ სიტყვა დედა არ დამიწერია (ეს პირველია), არ დამიწერია ის რომ ყველაზე ძალიან მიყვარს, ძალიან რომ მენატრება.
ბევრი რამ მასწავლა, დღესაც ყოველ წინ გადადგმულ ნაბიჯზე მხვდება მისი ადრინდელი რჩევები, სიტყვები, საყვედური და უბრალოდ დიდი ალერსი, მიადვილდება ცხოვრება მისით. მასწავლა რომ უნდა ვიყო ის ვინც ვარ და არა ის ვინც მინდა რომ ვიყო.

ყოველთვის ესმის მას ჩემი და ცდილობს ჩემთან ერთად იპოვოს გამოსავალი, ჩემთან ერთად იყოს მართალი ვარ თუ მტყუანი. რაც ასაკი მემატება მით უფრო მიჩუყდება გული იმის გაგონებაზე რომ მას მე 19 წლის განმავლობაში ყოველ დღე დიდ სიხარულს ვჩუქნი. ყოველთვის მეშლება მერე საკუთარ თავზე ნერვები რომ შანსს ვუშვებ ხელიდან – ვნახო. არა, ამ ზაფხულს აუცილებლად ვნახავ!

Advertisements
Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , , , , | 3 Comments

პოსტის ნავიგაცია

3 thoughts on “სიცხე და ნოსტალგია ანუ ისევ პატარა კახი

  1. მძინავს და ვგრძნობ ნაცნობი ხმა მესმის ყურში – თურმე სიცხისას ბოდვა დამჩემდა 😐

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: