იუბილარის სულპრიზი

მობილურის წკრიალმა გამაღვიძა (აღარასოდეს მოვნიშნავ კალენდარზე აღარაფერს (დღის ფიცი)), შემახსენა რომ მეგობარს უნდა გავყოლოდი “შოპინგზე” – ვერ ვიტან ამ სიტყვას და არ ვიცი რატომ მაგრამ ყველაზე უკეთესს მაინც ეს სიტყვა შეეფერება. + პატარა საქმეც მქონდა ჩემი და დღეს ვიცოდი ბევრი სიარული მომიწევდა წინ და უკან, ამასთან ერთად ძლიერი თავის ტკივილის მიუხედავად მაინც ბედნიერი ვიყავი. აივანზე გავედი და მზემ დამწვა – აი ერთ-ერთი მიზეზიც რომ ხასიათზე მოვსულიყავი. ფინჯანი ყავის შემდეგ მოვემზადე და ისევ “ირონიულად” და რაც შეიძლება ჩქარა გამოვკეტე კარები – დამაგვიანდა.
მეგობარმა შემატყო ბუზღუნს აზრი არ ქონდა და უცებ მორჩა. საშინელი მყიდველია, არჩევანის გაკეთება უჭირს და ბოლოს მაინც მე მეკითხება მიუხედავად იმისა რომ შეიძლება ისევ თავისი მოწონებული შეიძინოს 🙂 მაღაზიებში სიარული და გასახდელში სირბილი მომაბეზრებელია, მისგან განსხვავებით მე რატომღაც უცებ ვრჩები მაგ საქმეს, არ მიყვარს ბევრი ფიქრი. ერთადერთი არჩევანის გაკეთება შარვალზე მიჭირს (სვიტრს, მაისურს, ფეხსაცმელს და ა.შ უცებ ვიპოვი ჩემს შესაფერს მაგრამ შარვალზე როცა მიდგება არჩევანი ვიჭედები). ჩემდა გასაკვირად აქსესუარების ვიტრინას მიადგა – აი აქ მივხვდი რომ უკან კაი ხანი ვეღარ “გამოვიტანდი” 🙂
როგორღაც მოვრჩით რამოდენიმე საათში ამ დიად საქმეს და კმაყოფილი და გაბადრული სახით ჩახტა ტაქსში. ღრმად ამოისუნთქა და ტაქსის მძღოლის სიტყვები გამიმეორა:
-ჰხოო, ეხლა სად მივდივართო?? -მძღოლიც სმენად იყო ქცეული
-აზრზე არ ვარ 😀 -და ვცდილობ ბოლოს როგორღაც დავასწრო მის გაკვირვებულ ემოციას და მძღოლს ვეკითხები თუ იცის ეს და ეს ადგილი სად არის. თანხმობის მიღების შემდეგ ტაქსიც დაიძრა.
-კახი, დღეს საღამოს გცალია?? -ამას როგორც წესი არასდროს მეკითხებოდა და ცოტათი გამიკვირდა, ზოგჯერ არ მიყვარს როცა რაღაც უცხო ხდება
-რა ხდება??
-არაფერი ისეთი ჩემი მეგობრის დაბადების დღეა, ხომ იცი სალომე, ხო და მარტო არ მინდა მისვლა, იქ თუ “ის” დამხვდა ცოცხალი ვერ გადამირჩება და წამოდი რაა – თან მოგიკითხა და ასე მითხრა მომენატრაო -ვიცი, ეს ისე სხვათაშორის მოაყოლა, მარტივად რომ დავეყოლიე მაგრამ დაყოლიება არც მჭირდებოდა მგონი, ეს დღეები ისედაც სულ სახლში ვარ და სიამოვნებით დავთანხმდი.
ჩემს საქმეს მარტივად მოვრჩით, დაკეტილი დაგვხვდა და იმავე ტაქსით მასთან ავედით. ისევ მომაბეზრებელი სცენები გაიმართა სახლში, სარკის წინ ტრალი, სახის მკრთალად მოხატვა (იცის რომ ასეთი მომწონს) და გამომწვევი პოზები. აივანზე ფინჯანი ყავა, სიგარეტი, დასვენება და გადახარშული ისტორიების ხელმეორედ გახსენება რაც უკვე ზეპირად ვიცი მისგან.
ბოლოს როგორც იქნა სალომეს მესიჯიც მოვიდა და მასთან წავედით. გზაში კი სულ იმეორებდა ნეტა ის იქ არ იყოს, არ მოვიდეს თორემ ჩემს საქციელზე პასუხს არ ვაგებ 🙂 ხოო, ამას მთელი გულით ამბობდა და ვიცი მასეც იქნებოდა თუ მართლა მოვიდოდა (როგორც თვითონ მოიხსენიებდა) ის “ზებრა” 😀
კარები თვითონ სალომემ გაგვიღო და როგორც მოველოდი ისტერიკებში ჩავარდა, წივილი-კივილი და გულის წასვლა :დ მეგონა უფრო ბევრნი დამხვდებოდნენ მაგრამ “მთავარია ხარისხი და არა რაოდენობაო” 🙂 იუბილარმა შესვლა და მილოცვა ნორმალურად არ მაცალა რომ პირდაპირ მახალა:
-კახი, ქეთიმ მითხრა რომ მოდიოდი და შენთვის სულპრიზი მაქვს ^^ -თან ხელები საშინელების მომასწავლებლად გადააჯვარედინა, ქეთიც უცნაურად იჟღანებოდა -დღეს როგორც გჩვევია დროზე ადრე არ გაგიშვებთ.
დავნებდი, დავინტრიგდი, დავიბენი და ასეთი უაზრო გამომეტყველებით შეგვიპატიჟა სასტუმრო ოთახში სადაც… სტოპ. მე მივდივარ აქედან! ორი ნაბიჟი გადავდგი და საკმარისი იყო იმისათვის რომ შესვლის სურვილი დამკარგვოდა. არ ველოდებოდი, ვერც წარმოვიდგენდი რომ.. ქეთის შევხედე და მივხვდი ფიქრობდა სად დამალულიყო და როგორ გაესწრო ჩეთვის. ბოლოს მომიახლოვდა და ყურში ისე ჩამჩურჩულა რომ ძლივს გავარჩიე სიტყვები:
-კახი, უხერხულია, სალომეს ეწყინება, უბრალოდ დაიკიდე და არ შეიმჩნიო 🙂 -ისე გულიანად გადაიხარხარა რომ თითქოს ცოტათი მომეშვა კიდეც.
“დავიკიდე”, ამაში კი იქვე გაცნობილი კატო დამეხმარა, საყვარელი გოგო იყო, რაღაც უცნაური ღიმილი ქონდა, ბედნიერი იყო რომ თავისი შეყვარებული დაბრუნდა საზღვარგარეთიდან, მხიარული იყო და უნებურად ჩამითრია საუბარში. მოახერხა და გავიხსენი. ხასიათზე მოვედი.
რამოდენიმე იუბილარის მეგობარიც, რომლებსაც ასე თუ ისე ვიცნობდი შემოგვემატა და ბოლოს სასმელში ერთი დიდი შეჯიბრი მოეწყო.
ვატყობდი ქეთი საათს როგორ ნევიულად უყურებდა, იცოდა რომ თუ 7 საათამდე არ მოვიდოდა, ის აღარ იქნებოდა მომსვლელი და თავს იმშვიდებდა იმით რომ უკვე წუთები ეკლდა შვიდს 🙂 მაგრამ კარზე მაინც გაბმული კაკუნით იცნო ის და ისეთი შემომხედა რომ სიცილი ამიტყდა, ამით კი უნებურად “მისი” ყურადღება მივიქციე და ღიმილი სახეზე შემაშრა 😀
შემოვიდა “ზებრა” და დაძაბულობამ იმატა. ყველა ჩუმად იყო, მაარტო მე ვერ ვიკავებდი ხარხარს და ცოტაც და ცუდად გავხდებოდი ქეთის “მოწყენილი” სახის შემყურე + იმ სიტყვების გამო რაც რამოდენიმე საათის წინ თვითონ ჩამჩურჩულა 😀
ზებრამ როგორც იქნა გამიხსენა და შემდეგ იყო ტრადიციული მოკითხვები, სადღეგრძელოები, მოგონებები, წარსული, მომავალი, მეგობრები, სიყვარული და ა.შ. ამას კი თან ერთვოდა ერთი და იგივე შემაწუხებელი ჰაუსები (დაბალ ხმაზე რომ ცუდად ჟღარუნობს).

რა თქმა უნდა სასმელი მომეკიდა და ცოტათი დავთვერი, არა საშინლად გავითიშე :დ მერე რა რომ კატომ თავის შეყვარებულს ცოტათი უღალატა :დ მერე რა რომ მთელი საღამო ორი გაბრაზებული, ნაწყენი, გაბუტული, გაკვირვებისგან გაფართოიებული თვალები მიყურებდნენ :დ მე მეკიდა :დ ხო, მერე რა რომ ზოგჯერ ჰაუსებიც ასწორებს, ისეთი თავიდან რომ არ მოგწონს და სასმელი სულ რომ შეგაყვარებს :დ ხო, თურმე სიბნელის სულაც არ მეშინია :დ თუმრე შემიძლია ნებისმიერ მდგომარეობაში საკუთარი თავის კონტროლი და ერთგულება. თურმე წარმოუდგენლად ძალიან მყვარებია ერთი ადამიანი, ისე რომ ამას აქამდე კიდევ ვერ ვაცნობიერებდი ❤

ნაბახუსევზე, ღამის თორმეტ საათზე დაწერილ პოსტთან შედარებით მგონი მაინც კარგად ვარ 🙂

Advertisements
Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , , , , | 10 Comments

პოსტის ნავიგაცია

10 thoughts on “იუბილარის სულპრიზი

  1. კახი, რამდენი ხანია შენს ბლოგზე კომენტარი არ დამიტოვებია.
    მომენატრე 😛

  2. ჰმ, კახი ძაალიან შეყვარებული ხარ და მგონი დაგერხა :დ

  3. რანაირად ხარ ერთგული თუ კატომ შეყვარებულს,,ცოტა” უღალატა? =))

  4. შეყვარებულია კახი 🙂

  5. კახიიი და ბევრი გულებეეე :დ:დ:დ:დ შეყვარებულია თხშშშშ

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: