ორ კვირაზე მეტი

ორ კვირაზე მეტია ინტერნეტი არ მქონია და მივხვდი რომ არ ვყოფილვარ იმდენად დამოკიდებული ინტერნეტ სივრცეზე როგორც ეს მე ერთი შეხედვით მეგონა. მიუხედავად იმისა რომ ინტერნეტის ქონის შემთხვევაში ღამეებს ვათენებ ფეისბუქზე, აქტიურად ვწერ (ვცდილობ ყოველ შემთხვევაში) ბლოგზე, ვესაუბრები ვირტუალურ მეგობრებს და ა.შ მაინც აღმოჩნდა რომ მშვენივრად შემიძლია დავამარცხო ინტერნეტის ლონკა სულ რამოდენიმე დღეში მითუმეტეს თუ საქმეები თავზე საყრელად მაქვს.

ლეპტოპი რომ გავაფუჭე (როგორ გაფუჭდა ეს არ არის საინტერესო 🙂 ) ამის დაპოსტვა ფეისბუქზე მოვასწარი ვინაიდან რამოდენიმე დღეში ახალი ლეპტოპი შევიძინე თუმცა ამ უკანასკნელსაც, ახალთახალს ასევე რამოდენიმე დღეში მოვუღე ბოლო და დავაზიანე, ნეთვორქ კაბელის შესაერთებელი მშვენივრად შევულეწე და დავრჩი უინტერნეტოდ.

ვითომ ეს უნდა ყოფილიყო ერთადერთი პრობლემა იმ დროისათვის მაგრამ უეცრად თეთრი, ლამაზად დაკეცილი და ზედ ჩემი სახელითა და გვარით კონვერტი მომივიდა სახლში, როგორც გაირკვა ჯარიდან იყო გაწვევა. ცოტა არ იყოს დავიბენი, არ მეგონა, უფრო სწორედ ვიცოდი რომ დედისერთები არ მიყავდათ მაგრამ გაწვევას თუ მაინც გამომიგზავნიდნენ და კომისარიატში დამიბარებდნენ არ ველოდებოდი.

ატყდა ერთი ამბავი, კომისარიატში კომისართან და მის მდივანთან ვიზიტები, პარალელურად სკოლაში სხვა და სხვა წვრილმან საბუთებზე სირბილი და ნოტარიუსებთან კონსულტაციები. ერთი სიტყვით რამოდენიმე ადამიანის დახმარებით „კანონიერად“ დავადასტურე რომ დედისერთა ვიყავი და განვთავისუფლდი.

ამასობაში კი ინტერნეტი მგონი გადამავიწყდა კიდეც, მობილურს შევეჩვიე, უფრო სწორედ იმათ (იმას) ვინც მობილურით უფრო ხშირად მიკავშირდებოდა ვიდრე ინტერნეტით 🙂 მესიჯებმა და ზარებმა ჩამითრიეს და თავს გაცილებით უფრო კომფორტულად ვგრძნობდი ვიდრე ლეპტოპით საიტებზე ხეტიალისას.

მაგრამ ბლოგი მომენატრა, ვაღიარებ კი იმას რომ არც ფეისბუქი, არც რომელიმე სხვა სოციალური ქსელი თუ მესენჯერი ისე არ მომნატრებია როგორც ბლოგი და ბლოგის მკითხველი, შორიდან ვატყობდი რომ ბლოგი თანდათან მომაბეზრებლად ერთფეროვანი და უინტერესო ხდებოდა რასაც ვერ ვიტყოდი ჩემს ცხოვრებაზე იმ პერიოდში და გული მწყდებოდა რომ ვერ ვწერდი, ვერ ვეხმიანებოდი მკითხველს თუმცა (უინტერნეტო) ლეპტოპში, რომელსაც მივიჩნევ სრულიად უსარგებლო ნივთად მაინც მოვუძებნე გამართლება და დავიწყე პოსტების წერა, იმ დროისათვის ჩემს ცხოვრებაში მომხდარ მნიშვნელოვან მოვლენებზე და ცოტაც ზოგად თემებზე რომლებსაც „არ ვიცი რატომ“ ფლეშკაზე ვინახავდი საბოლოოდ კი ლეპტოპიდან ვშლიდი.

დაახლოებით 6-7 პოსტი დამიგროვდა და ვფიქრობდი მკითხველისთვის ცოტა დაგვიანებით თუმცა მაინც მექნებოდა საინტერესო პოსტები სამომავლოდ მაგრამ ერთ დღეს მეგობართან სტუმრობისას თან გავიყოლე ფლეშკა, ზუსტად ამ საღამოს კი მომიწია ღამის კლუბში გათენება, ცოტა დალევა და ა.შ რამაც რაღა თქმა უნდა სულ გადამავიწყდა ფლეშკის არსებობა და სახლში დაბრუნებულს არ მიმიქცევია ყურადღება რომ თურმე ფლეშკა რაშიც თითქმის მთელი ჩემი კომპიუტერი (პოსტების ჩათვლით) მქონდა ჩაწერილი ქურთუკის ჯიბეში აღარ იყო. ვეძებე მაგრამ უშედეგოდ, ამიტომ მიწევს ახლა რამოდენიმე პოსტის ერთ პოსტად თავის მოყრა და მთელი იმ დიდი სათქმელის ლაკონურად მაგრამ შედარებით მარტივად გადმოცემა.

„ამ რამოდენიმე კვირაში, რაც ინტერეტთან ასე თუ ისე შეხება აღარ მქონდა მივხვდი რომ ადამიანები საშინლად ეგოისტები ვართ, იმაზე საშინლად ვიდრე მე წარმომედგინა. შეგვიძლია ადამიანებს ზოგჯერ გული ისე ვატკინოთ რომ პატიების თხოვნაზეც კი არ ვიფიქროთ. მივხვდი რომ ბედნიერი ვარ თუნდაც მხოლოდ იმით რომ ვხვდები როგორ ძალიან მიყვარს, რამდენად მნიშვნელოვანია ეს ერთადერთი ადამიანი ჩემთვის მიუხედავად იმისა მას ვუყვარვარ თუ არა (თუმცა კი დარწმუნებული ვარ მის სიყვარულში). მივხვდი იმასაც რომ ურთიერთობაში ტაიმაუტი არ არსებობს, ეს უბრალოდ მხოლოდ თავის გამართლების უწყინარი, მისაღები და ყველაზე ცივილური უმიზეზო მიზეზია განშორების. მივხვდი რომ წითელ ქუდა ზღაპრების უკვე დიდი ხანია აღარ მჯერა. მივხვდი რომ გავიზარდე. მივხვდი რომ როცა ცხოვრებისგან მაქსიმუმს მოვითხოვ სულ ცოტა მინიმუმი მაინც მე უნდა გავაკეთო. მივხვდი რომ მეგობრები ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ძირითადი შემადგენელი ნაწილია და უფრო მეტად დავაფასე ეს კავშირი ვიდრე აქამდე. მივხვდი რომ მიხარია წარსულს რომ წარსული ქვია. მივხვდი რომ არ აქვს არაფერს მნიშვნელობა თუ კი ადამიანი არ ხარ.“

ხო, სულ ეს იყო რისი თქმაც (დაწერაც) მინდოდა ამდენი ხანი და ვერ ვამბობდი (ვწერდი). ალბათ მიხვდებოდით რომ უკვე პრობლემა აღმოფხვრილია და ვეცდები ბლოგზე კვლავინდებურად აქტიურად ვწერო.

ძალიან მომენატრეთ!

მართლა! 🙂

Advertisements
Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , , , , , | 2 Comments

პოსტის ნავიგაცია

2 thoughts on “ორ კვირაზე მეტი

  1. ზუსტად წეღან გავაფუჭე ახალი ლეპტოპის ნეთვორქ კაბელი, ოღონდ საბედნიეროდ მხოლოდ მცირედ დაზიანდა

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: