წითელ ტუჩება აჩრდილი წარსულიდან

ნათელი, ხმაურიანი და თბილი განთიადები რომ მიყვარს ამას დიდი ხანია მივხვდი თუმცა წარმოიდგინეთ სიტუაცია.

ვიღვიძებ, უფრო სწორედ სიზმრიდან ვერკვევი მაგრამ ნახევრად ისევ მძინავს, მობილურით საყვარელი ადამიანის თბილი ხმა მაფხიზლებს, ცოტა ხნის საუბრის შემდეგ ვხვდები რომ თვალები ჯერ ისევ არ გამიხელია და პირველი რასაც (ალბათ როგორც ყოველთვის) ვაკეთებ ფანჯრისკენ ფრთხილად ვაპარებ თვალებს, ამინდზე არ მიდარდია, არც მიფიქრია, უფრო სწორედ მნიშვნელობა არ ქონდა დღის ამინდის პროგნოზს. წვიმდა, ოღონდ ძალიან პატარა და ძალა გამოლეული წვეთებით, ფანჯრის მინებზე ეცემოდნენ და ძალიან პატარა და მკრთალ სისველეს ტოვებდნენ. ქარი ჩამდგარიყო და შედარებით მყუდრო და მშვიდი დღე მომეჩვენა. ყურებში მისი ოდნავ სევდიანი ხმა მესმის, ისეთი საყვარელია მმ ^^ თვალებში წვიმის წვეთები მეხლართება რომლებიც მინებზე სვეტებად ჩამოედინება, გვერდითა ოთახიდან კი ცენტრის ღრიალი ისმის, ამჯერადაც ძველი დისკი ტრიალებს თუმცა საშინლად უხდება გარემოს  ერთ დროს ამოჩემებული სიმღერა, ძალიან სევდიანი, მშვიდი და ნოსტალგიური ნოტები.

როცა საუბარს მოვრჩი და მისი ხმაც აღარ მესმოდა ისეთი სიჩუმე ჩამოწვა მომეჩვენა რომ სახლში მარტო ვიყავი თუმცა წესით კიდევ რამოდენიმე ადამიანი უნდა ყოფილიყო სხვა ოთახებში (აბა ცენტრს ვინ უსმენდა, ბოლოსდაბოლოს გამაფრთხილებდნენ რომ მიდიოდნენ). როგორც აღმოჩნდა მარტო ვიყავი, არსად გასვლას არ ვაპირებდი და არც არავის ველოდებოდი. მეზარებოდა ოთახებში ბოდიალიც და ისევ ჩემს ოთახს მივაშურე სადაც აივნის კარები თითქმის სულ მინისაა და უხდებოდა ზედ თითქოს ოდნავ მიპკურებული წვიმის წვეთები. მივადექი დიდის ამბით, ღრმა ნაპაზით სასიამოვნოდ გავაბოლე უკანასკნელი ღერი სიგარეტი და ცხელი ყავა ფრთხილად მიმქონდა ტუჩთან რომ რკინის კარებზე (რაც ძალიან ძალიან არ მიყვარს) რომელიღაცა მეტალის ჭახუნის ხმა შემოვარდა განგაშით ოთახში, თან გაუჩერებლად და ტვინის წამღებლად მიკაკუნებდა ტვინში, ჯერ ნორმალურად ვერ მოვასწარი გამოფხიზლება და აჰა, „ვინ არის, რა უნდა, ვერ გამაფრთხილა??“ რომ მოეწერა მესიჯი ან დაერეკა ალბათ აუცილებლად რაიმე მიზეზსს მოვთხრიდი ვინც არ უნდა ყოფილიყო რომ ისევ მარტო დავრჩენილიყავი. კარებს ვუახლოვდები და ხმა უფრო და უფრო ძლიერდება, თან არ ჩერდება.

-მოვდივარ – დავიღრიალე და ისე უცებ შეწყდა ხმაური რომ ჩემივე ღრიალზე გამეცინა. მხიარული გამომეტყველებით  ვაღებ კარებს და უცებ რომელი კადრები გამახსენდა იცით?? კურდღელი რომ მაღალ სართულზეა და მგელი რომ თოკით მიძვრება ზევით მის დასაჭერად, ამ დროს რომ კურდღელი დიიდი მაკრატლით გადაჭრის თოკს და მგელი რომ ძირს ჩავარდება, დაცემის ხმაც კი გამახსენდა და ამ დროს გამიელვა თავში „ნუ ზაეც პაგადი“. ალბათ ყველას გინახავთ ეს კადრები და დამეთანხმებით მხიარულია მაგრამ იმ დროს სულ არ მეღიმებოდა მე და ალბათ იმიტომ რომ ერთ დროს მგლის როლში ვიყავი, უმანკო, წმინდა და სუსტი არსება, კურღელი კი ის ვინც კარების ზღურბლს მიღმა იდგა (რა თქმა უნდა სცენები და ეპიზოდები განსხვავდებოდა) და რაღაცნაირად, უშნოდ მეღრიჯებოდა. ოხ ეს ქართველების სტუმართმოყვარეობა 🙂 მეზარებოდა, ძალიან მეზარებოდა მასთან საუბარი. პირველი დარტყმა მეტისმეტად მწვავე მომივიდა

-თმებს რა უყავი?! არ გიხდება. ისევ ისე გქონოდა ჯობდა -ვიცოდი რომ ყოველთვის თმებზე ქონდა პრობლემა, ვერცერთ სტილს ვერ იჭერდა და დადიოდა ასე გაურკვევლობაში და დისკომფორტში როცა ვინმე სარკესთან თმებს ისწორებდა.

-სამაგიეროდ ნახე?? -და წითელი ტუჩები რომელიც მადის აღმძვრელად გამოიყურებოდნენ ისე ამაყად აწიე ზევით და ისე გამომწვევად შემომაჩეჩა თვალებში რომ განსხვავება აშკარა იყო.

-რათ გინდოდა, მგონი ეგ მართლა არ გჭირდებოდა შენ -კომპლიმენტს უფრო გავდა მაგრამ არც კომპლიმენტი იყო. მისი სახის გამომეტყველებით მივხვდი რომ ესიამოვნა, დივანზე ნაზად ჩამოჯდა, ჩანთიდან სიგარეტი ამოიღო და ისეთი თვალებით შემომხედა რომ პასუხად ვგრძნობდი რომ რაიმე სისულელეს დამიბრუნებდა.

-მომენატრე -ეს ისე თქვა ვითომც არაფერიო და სიგარეტს მოუკიდა, ამით შეძლო და როგორც ყოველთვის მოახერხა ჩემი დაშოშმინება, აზრი აღარ ქონდა „ნუ პაგადის“ თამაშს და ყავით გავუმასპინძლდი. რამოდენიმე წუთი ვერცერთი ხმას ვერ ვიღებდით, სასაუბრო თემას ვერ ვპოულობდით, ბოლოს როგორც ჩვევად ქონდა როცა რაიმის ინტერესი კლავდა წარბები ზემოთ აწია და თვალები ოდნავ მოჭუტა (ვერასოდეს ვიტანდი ამ მომენატს) -ნომერი რატომ შეცვალე?? -და მშვიდად მოსვა ყავა

-დავკარგე -შევატყე რომ უფრო სხვა პასუხს ელოდებოდა, რაიმე თვითამაღლების საბაბს და გაუკვირდა როცა ის არაფერ შუაში იყო ჩემი ნომრის შეცვლასთან, არ ვიცი რა ეგონა თვითონ მაგრამ კარგად ვიცნობ და ალბათ მგონი ფიქრობდა რომ გავურბოდი თუმცა როგორც არ უნდა ყოფილიყო ცდებოდა

ხო, მერე რა რომ ერთ დროს ჩემი იდეალი იყო, ერთმანეთის კარგად გვესმოდა, მოგვწონდა მაგრამ მეტი ხომ ვერაფერი მოვახერხეთ, განვითარების პერსპექტივა არ ჩანდა თან ეს მაშინ როცა ბავშვები ვიყავით, გართობა იყო, ნამდვილი გართობა და თამაში. ლამაზი იყო ძალიან თუმცა ამ სილამაზეს მისი ხასიათები ჩრდილავდა, მომთხოვნი იყო საშინლად, პრეტენზიული და „თავნება“. როგორც აღმოჩნდა მე ვერ შევძელი თუნდაც მისი დიდი სიმპათიის მიუხედავად მის „კაპრიზებზე“ სიარული და დავამთავრე ყველაფერი. მან კი ბოლოს (იმის გამო რომ მიზეზი თვითონ არ ყოფილიყო) რაღაც სისულელეზე მეკამათა და გამომციხადა თავი დამანებე-ო მაშინ როცა ეს მე უკვე ნათქვამი მქონდა მისთვის მაგრამ სხვა ფორმით და სიტყვებით

და ახლაც გამომეცხადა და მიწვევს, დრო გავიდა მის მერე თან ძალიან დიდი მაგრამ ის მაინც რჩება ან/და თვითონ უნდა რომ დარჩეს და მე მგონია უბრალოდ ასე.

-შენ სულ ყველაფერს როგორ უნდა კარგავდე -ამ „ყველაფერში“ ვიცი მთელი ყველაფერი მოაქცია და ირონიულ ღიმილთან ერთად ისე მრავალმნიშვნელოვნად შემომხედა რომ მივხვდი აქ მხოლოდ მონატრებასთან არ მქონდა საქმე, მაგრამ რამაც უკვე იმედი გამიცრუა იმას გულს ვეღარ დავუდებ რაც არ უნდა მოხდეს, მით უმეტეს მაშინ როცა საკუთარ თავს რამდენი ხანია ვუმეორებ „უკან აღარ მიიხედო, წარსულს წარსული დაარქვი“. მაშინ, როცა მე უკვე ვიპოვე ის ვინც მჭირდება სრული ბედნიერებისათვის. მაშინ, როცა მე უკვე ძალიან მიყვარს.

დაახლოებით ნახევარ წელიწადზე მეტია რაც არ მინახია და მიჭირდა საუბარი მასთან, ეს ‘ახალი რა ხდება’ ცოტა უხერხული იქნებოდა რადგან აღარც მისი ძველი ვიცოდი, გადმოცემით მხოლოდ ის ვიცოდი რომ სამოდელოზე დადის და პატარა მიღწევები აქვს. ცოტა ვისაუბრეთ, ძალიან ცოტა.

იმის მერე რაც „დავშორდით“ სადაც შევხვდებოდით ერთმანეთს სულ ვკამათობდით და რაღაც ელემენტარულზე ვგესლავდით ერთმანეთს, მოკლედ რომ ვთქვა კარგი მეგობრები არასოდეს ვყოფილვართ თუმცა მაინც ასე თუ ისე არც ცუდი ურთიერთობა არ შემოგვრჩა. ეს დიადი ნოსტალგია 3 წელს ითვლის და ალბათ მიხვდებით რომ მაშინ ძალიან გამოუცდელები და პატარები ვიყავით, ბავშვები 🙂

ის წავიდა. გავაცილე. სიმართლე რომ ვთქვათ ვიზიტის არსს ბოლომდე ვერც ჩავწვდი, არამგონია მხოლოდ მონატრება ყოფილიყო მიზეზი მაგრამ არც ის მგონია მონატრების იქით კიდევ რაიმე ამოძრავებდეს. მე დავუბრუნდი ჩემს ოთახს და კიდევ რამოდენიმე ხანი აივნის კარებთან ვიდექი და ვფიქრობდი, რაზე აღარ მახსოვს. ალბათ უფრო იმაზე რომ მე ახლა ნამდვილად თუმცა სხვა მიყვარს, ძალიან მიყვარს, იმაზე ძალიან ვიდრე მე წარმოვიდგენდი რომ შემეძლო სიყვარული. წარსულს კი ნამდვილად, საბოლოოდ დავარქვი წარსული!

Advertisements
Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , , , , , , , , | 16 Comments

პოსტის ნავიგაცია

16 thoughts on “წითელ ტუჩება აჩრდილი წარსულიდან

  1. აუცილებლად უნდა მისცე შანსი ყოფილებს. შემეცოდა ის ადამიანი, რა სასტიკი ყოფილხარ. მეტირება. 😦

    • სულ ცოტა რომ არ დაეგვიანა კიდევ ალბათ შეიძლებოდა ყველაფრის თავიდან დაწყება 🙂 რა გულჩვილი ხარ აქს

    • ყოფილი იმიტომ ქვია რომ ე.ი არაფერი არ გამოვიდა და შანსსაც აზრი არ აქვს 😐

  2. ლიზიკუნა

    სწორედ მასე როცა იმ ერთს ხვდები)) და როცა ხვდები რომ ის ერთადერთია და სხვა ყველაფერი უფერულდება მასთან. მომეწონა და ვისიამოვნე ძალიან. რაღაც ერთი სული მქონდა სანამ ბოლომდე ჩავიკითხავდი რომ გამეგო რითი დამთავრდა))

    • ხო ალბათ იმისა შემდეგ რაც წინა პოსტებში უკვე ბევრჯერ ვახსენე ბუნებრივი იყო. დიდი მადლობა ლიზიკუნა

  3. izzy

    😀 momewona! kaxi:D kai iko

  4. ჩემი აზრით იმ გოგოსთვის უნდა გეთქვა ნომრის შეცვლის ნამდვილი მიზეზი და ალბათ სჯობდა სახლში არ შემოგეშვა : ))) ….
    ასეთ მომენტში სიმკაცრე საჭიროა , ვიდრე ცრუ იმედი მისცე ადამიანს და საბოლოოდ ტანჯვისთვის გაიმეტო…

    • ნომრის შეცვლის მიზეზი სიმართლე ვუთხარი უბრალოდ “ელოდებოდა რაიმე თვითამაღლების საბაბს” და მაგიტომ მკითხა, რაც არ უნდა იყოს კარგად ვიცნობ. სახლში არ შეშვებაზე კი საუბარი ზედმეტია, უხერხული იყო უბრალოდ და დარწმუნებული ვარ სხვაც (ცივილური ადამიანი) ჩემსავით მოიქცეოდა 🙂

  5. წინა პოსტებიდან როგორც მივხვდი არ მოგწონს ის პაქტი რომ გოგონები თავს არიდებენ ბლოგერ ბიჭებს და ამის მიზეზი გაინტერესებს … ამ პოსტის წაკითხვის შემდეგ ძალიან მიკვირს რომ ვერ ხვდები

    • კაკადუ, ეს სულ სხვა შემთხვევაა, არსებობს ურთიერთობაც და ურთიერთობაც. მგონი ყოფილი განსხვავდება ამჟამინდელისგან რომელზეც ბევრი და მათთან ერთად მეც მოვერიოდები მასზე საუბარს საჯაროდ, გავუფრთხილდები ასე ვთქვათ და არასდროს არ ვეცდები ისე მოვექცე როგორც ყოფილს.

  6. მოიცაა და ის შენ არ იყავი ბათუმში გატარებულ გიჟურ დღეებს რომ გვიღწერდი???… რაღაც მეეჭვება იმ გოგონას მოეწონოს შენი (ის) ბლოგი პირადად ჩემს თვალში ძალიან დამცირდა (დაამცირე)

  7. შესანისნავად ლამაზად იყო დაწერილი მაგას გიწონებ …ერთი ორად გაზარდა იმ პოსტმა ბლოგის მკითხველი მაგრამ , როგორც ვიცი არ გიყვარს როდესაც ბიჭები მეგობრებთან “ბლატაობენ” …არა და რაღაც დოზით შენც იგივეს აკეთებ…. არ დაფიქრებულხარ მაგაზეეე???

    • იმ გოგონას ანონიმურობა მგონი დაცული იყო და განგებ მისი ფიზიკური თუ ხასიათების მონაცემები საგრძნობლად შეცვლილი, წარმოუდგენელია ისიც რომ მან ეს ბლოგი ნახოს, მით უმეტეს როცა ის მხოლოდ “რიგითი” მოვლენა იყო ჩემს ცხოვრებაში და ვერც ვერასდროს გააიგივებს საკუთარ თავს. და ეს ბლატაობა არ იყო, მითუმეტეს ბლოგზე, ბლოგი ხომ იმისია დაწერო ის რაც გინდა ან რაც მოხდა მნიშვნელოვანი. შენ თუ ასე გგონია კი ბატონო გეგონოს მაგრამ ალბათ უმრავლესობა შენგან განსხვავებით მიხვდება იმას რომ ამით მე ბლატაობა არც მიფიქრია.

  8. საწყენა ნამდვილად არ მითქვია მე ჩემი აზრი დავაფიქსირე რომელიც სიმართლლისგან შორს არაა და არა მხოლო მე ვფიქრობ ასე..

    • არც მწყენია თუ გაინტერესებს, უბრალოდ უხეში ნათქვამია ბლატაობა იმასთან შედარებით რასაც და როგორც ვწერ 🙂 ძალიან ცუდი თუ ასეთი წარმოდგენა გაქვს ზოგიერთ პოსტზე და კიდევ უფრო ძალიან ცუდი რომ ასე არასწორედ ფიქრობ (იცნობ) ბლოგის ავტორზე 🙂

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: