ჩემი საათ(ებ)ი

საათივით აწყობილი ცხოვრება ნამდვილად არ მაქვს მაგრამ საათებით ოდნავ გადატვირთული თარო ნამდვილად ამშვენებს ჩემს ოთახს, კოლექციონერი არასდროს ვყოფილვარ, ნამდვილი კოლექციონერი, რადგან როცა რაღაცის შეგროვებას ვიწყებდი ყოველთვის მბეზრდებოდა ან მავიწყდებოდა და ვკარგავდი. საათების მიმართ ჩემი სიმპათია კი იმდენად ძლიერია რომ ბევრი არ მაქვს მაგრამ რაც მაქვს ხელის გულზე ვატარებ. სულ 7 სხვა და სხვა ფერის და ზომის საათი მაქვს, თითოეული მათგანი ყოველთვის რაღაცას ან ვიღაცას მახსენებს. ბავშვობაში ვერასოდეს ვერ ვიტანდი საათის წიკწიკს რომელზეც ტვინის წამღები მაღვიძარა ყენდებოდა ხოლმე მაგრამ აი მაჯის საათებზე კი ყოველთვის თვალები მრჩებოდა.

ყველა ჩემმა მეგობარმა იცის – თუ უნდათ რომ ძალიან გამიხარდეს მაჯის საათი უნდა მაჩუქონ, სულ ასე 4 მეგობარმა გამახარა, 1 ნათესავმა დაბადების დღეზე მაჩუქა, 2ც მე ვიყიდე რომელიღაც მაღაზიაში. სამწუხაროდ ასევე ძალიან ბევრიც მე გავაჩუქე, არ შემიძლია როცა რაღაცას მთხოვენ, მე ამ თხოვნის შესრულება სულ მარტივად შემიძლია და უარი ვუთხრა, ამას ალბათ ყველამ ვიცით რომ ნამუსზე აგდება ქვია, ასე გაქრა თაროდან რამოდენიმე ძვირად ღირებულს რომ თავი დავანებოთ ძალიან ლამაზი საათი.

დილით რომ ვიღვიძებ თვალებში პირველი ყოველთვის აკურატულად დალაგებული საათები მეკვეხება, ისრებიც რომ სინქრონში ტრიალებს და უნებურად რატომღაც სიამოვნების გრძნობა მეუფლება. სახლიდან არ გავალ, წარმოუდგენელია ისე გავდგა გარეთ ფეხი რომ ხელზე რომელიმე ჩემი მშვენიერი და საყვარელი საათი არ მეკეთოს.

არ ვიცი მარტო მე ვფიქრობ ასე თუ სხვაც მაგრამ მგონია რომ ადამიანს სხვა წვრილმან სამკაულთან თუ ტანსაცმელთან ერთად კარგად შერჩეული და გემოვნებიანი საათი კიდევ უფრო უცხო შარმს სძენს და მიმზიდველი ხდება. საათი მე რომ მკითხო სუნამოსავითაა, დანახვისას ყოველთვის მიხვდები როგორი ხასიათების ადამიანია ან სულაც იმ დროს რა განწყობაზეა, ალბათ საკუთარი თავიდან გამომდინარე ჩამომიყალიბდა ეს უნარი რადგან როცა ცუდ ხასიათზე ვარ რადგან მოღრუბლული ამინდია და ცივა ყოველთვის მუქი ფერის საათს ვირჩევ, შავს და მუქ ლურჯს რომელსაც შავისგან ვერ გაარჩევ მაგრამ თუ კარგ ხასიათზე, ბედნიერი ვარ მაშინ ღია ფერებს თეთს ან ღია ყვითელს ვიკეთებ ხელზე და გავდივარ.

„არ შეგიძლია მობილურს დახედო და რა დროა ისე გაიგო??“ – არა! იმიტომ რომ მე ჩემი საათი მიყვარს და ეს იგივეა რომ მას ვუღალატო, მე არასდროს ვყოფილვარ (და არც ახლა ვარ) მოღალატე ადამიანი 🙂

რამოდენიმე დღეში ახალ საათს ველოდები, სიმართლე გითხრათ არ ვიცი როგორია თუმცა გადმოცემით აღწერას თუ დავუჯერებთ წესით უნდა მომეწონოს. პოსტის იდეა კი ის არის რომ დროს რომელსაც შენ ირჩევ ყოველთვის ხდება შენი „საყვარელი“ რომელსაც ვერასოდეს ვერ დათმობ.

მხოლოდ ამ ოთხი საათის გადაღება მოვახერხე და ისიც ცოტა უხარისხო სურათებია მაგრამ მაინც 🙂

Advertisements
Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , , | დატოვე კომენტარი

პოსტის ნავიგაცია

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: