მადლობა

ან ჩემს გარშემო ყველა ზე-ჭკვიანდება ან მე ვიცვლები საგრძნობლად – აქედან ერთი ისეთივე აბსტრაქტული თეორიის ნიმუშია როგორც ადამიანებმა ვიცით რომ სიცოცხლე მხოლოდ დედამიწაზეა თუმცა ეჭვები ყოველთვის გვრღვნის იმის შესახებ რომ შესაძლოა ვცდებოდეთ. რომ მკითხო რატომ ვფიქრობ ასე კონკრეტულს ვერაფერს დავასაბუთებ მაგრამ ყოველ შემთხვევაში რაღაც რომ იცვლება ცხადი ფაქტია, ჩემში თუ სხვებში ეს უკვე აღარ ვიცი.  იცვლება დამოკიდებულება, შეხედულება, ლოგიკა და აზროვნება მაგრამ როდის ხდება ეს ან როგორ ვერ ვხვდები.

ან მე ჩამოვრჩები ზოგჯერ მსოფლიო აზროვნების განვითარებას ან გონიათ რომ მე ვარ ის სუსტი წერტილი რომელთანაც შესაძლებელია ენის ქექვა და ლაპარაკი დამრიგებლური ტონით იმ თემებზე რომლებზეც მე ჩემეული შეხედულება უკვე მაქვს და არ მაქვს სურვილი მხოლოდ იმიტომ გავითვალისწინო ესა თუ ის თეორია სხვა და სხვა თემებზე რომ ვიღაცის რატომღაც ბოღმით აღსავსე თვალებში კიდევ უფრო დიიდი შური არ დავთესო.

ზოგჯერ გული მწყდება იმაზე რომ ყველაზე ახლო მეგობრის აღარ მესმის, როცა ადრე მასთან ყველაზე კომფორტულად ვგრძნობდი თავს და მასთან მეჩქარებოდა დღე და ღამე – ახლა შეიძლება მხოლოდ უხასიათობა დამაჩემოს. ეს იცით თითქოს რას გავს?? ფილმში რომ ერთ-ერთი პერსონაჟი რაღაცას დააშავებს და შემდეგ ორნი რომ ეჯიბრებიან ერთმანეთს “-ჩემი ბრალია, მაპატიე, -შენ რა შუაში ხარ, ჩემი ბრალია, -არა, ვიცი, ჩემი ბრალია-ო და ა.შ  იქამდე სანამ რომელიმე არ დაიღლება” და რომ საბოლოო ჯამში არცერთმა არ იციან ნამდვილად დააშავეს თუ არა რამე (ვერ ვიტან ასეთ მომენტებს).

ფილმს შევეხე და ჩემს კიდევ ერთ “მორიგ” პარადოქსულ ხასიათს და ჩანაფიქრს გავამხელ რომლის არსებობაც ოდნავ მაბნევს. ვინც ბლოგს კითხულობს ან სულაც მიცნობს ეცოდინება რომ თეატრი/კინო მიყვარს და მსახიობი მინდა ვიყო (ან შეიძლება პატარა დოზით უკვე ვარ კიდეც მაგრამ შემდგარი მსახიობი მინდა რომ ვიყო) მაგრამ პოპულარობა არ მინდა. რა საშინლად ურთიერთ გამომრიცხავი სურვილებია ხო?? ამიტომ, ან ერთი უნდა დავთმო ან/და მეორეს (ჩემს ნებას და უკვე მგონი პრინციპს) ვუღალატო.

აი უკვე 3 მაგალითიც დაიწერა და გამომდინარე აქედან პირველს თუ არ ჩავთვლით დანარჩენი ორი მაინც ჩემი ბრალი ყოფილა. ხო, ალბათ მე ვიცვლები, რასაც ადრე არ ვეთანხმებოდი დღეს თურმე მისაღებია და პირიქით. რა დამღლელია ზოგჯერ ფიქრიც მაგრამ წერაა ერთადერთი გასაღები რითიც პირამიდების აგების პრინციპს თუ ვერ მოერგო სამაგიეროდ საკუთარ თავში მომხდარ ცვლილებებს მაინც შენიშნავ. საკუთარ თავში ცვლილებებსო, ანუ დავასკვენი(თ) რომ მიზეზი ისევ მე ვყოფილვარ. სულ ეს იყო – დიდი მადლობა ბლოგს 🙂

Advertisements
Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , , , | 5 Comments

პოსტის ნავიგაცია

5 thoughts on “მადლობა

  1. ზოგჯერ გული მწყდება იმაზე რომ ყველაზე ახლო მეგობრის აღარ მესმის, როცა ადრე მასთან ყველაზე კომფორტულად ვგრძნობდი თავს და მასთან მეჩქარებოდა დღე და ღამე +1: )

  2. ცვლილება ყოველთვის კარგია ^^
    ესეიგი ერთ ადგილზე არ ხარ მიყინული

  3. friend

    “ზოგჯერ გული მწყდება იმაზე რომ ყველაზე ახლო მეგობრის აღარ მესმის, როცა ადრე მასთან ყველაზე კომფორტულად ვგრძნობდი თავს და მასთან მეჩქარებოდა დღე და ღამე – ახლა შეიძლება მხოლოდ უხასიათობა დამაჩემოს.“ პატიების თხოვნა არასოდესაა გვიან :)) პატრონმა წაიკითხა ეს წერილი ”ალბათ” :)) ვინ იცის?? იქნებ ისიც გელოდება?? :)) კარგი პოსტია/// წარმატებები..

    • ბოდიში და პატიება ვის ვთხოვო?? საკუთარ თავს იმის გამო რომ ვეღარ ვუგებ ერთ დროს ახლო მეგობარს და რომ ხშირ შემთხვევაში არ მესმის მისი პოზიციის -მაგიტომ??
      არავისზე და არაფრისთვის არ დამიწერია, ადრესატი არ ყავს პოსტს. უბრალოდ ეს ბოლო ხანი რატომღაც ასე ვფიქრობ, სულ ეს არის 🙂 დიიდი მადლობა

      • friend

        მართალი ხარ, ალბათ მართლაც შენშია მთავარი პრობლემა :)))

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: