ნაცნობი გადაცემის უცნობი ცრემლები

ოჯახში ყველაზე ასაკოვანი ბებიაჩემია, 78 წლისაა და ძალიან ბუნდოვნად თუ მახსოვს ოდესმე მის თვალებზე ცრემლები, არა უგულო ნამდვილად არ არის თუმცა ძლიერი და ამაყია. ამ რამოდენიმე დღის წინ კი ვხედავ როგორ ზის ტელევიზორთან და როგორი მოთქმით ტირის, დავინტერესდი და აღმოჩნდა რომ გადაცემა “პროფილის” მთავარ იარაღს მისთვისაც ემოქმედა და მძიმე ისტორიებს მისთვისაც აეჩუყებინა გული. გადაცემის თემა დაკარგულები იყვნენ, ზოგი დას, ზოგი ძმას, დედას, მამას და შვილს ეძებდნენ და სიმართლე გითხრათ მოყოლილ ისტორიებმა იმდენად იმოქმედა ჩემზე რომ ზოგიერთი სტუმარი მაღიზიანებდა კიდეც, თან საკმაოდ. მე მაინც მივუჯექი გვერდით ბებიაჩემს და ვუყურებდი ქალს რომელიც ტიროდა, რომელიც ექიმებისგან მოტყუებული იყო და რომ მისი ჩვილი ბავშვის ასავალ-დასავალი თავის დროზე ვერ მოიძია, ახლა კი არის იმედად რომ იქნებ ვინმე დაეხმაროს მას.

ერთი შეხედვით გულის ამაჩუყებელი და სევდიანი ისტორიაა მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს რა პერიოდი იყო მაშინ, ოთხმოცდაათიანი წლები თუ მხედრიონელების ეპოქა, შვილი დაკარგე ადამიანო, დღეების ჩვილი და მხოლოდ ექიმების სიტყვას ენდობი რომ ის გარდაიცვალა. ალბათ ძნელია შორიდან განსაჯო, არა მე ამას არ ვცდილობ და არც მაქვს უფლება მაგრამ მათი მოყოლილიდან არარეალურად გულგრილობა მომეჩვენა იმ პერიოდის მოვლენებისადმი როცა მათი დრაგიკული ცხოვრება დაიწყო. კიდევ ერთი სტუმარი რომელიც თავისივე გაშვილებულ შვილს ეძებდა, ჩვილს რომელიც ახლა წამოზრდილი და უკვე ჭკუა დამჯდარი, ზრდასრული ადამიანი იქნება და რატომ?? იმიტომ რომ მას არავინ დარჩა იგვლივ თურმე, ყველა დაეხოცა და ერთადერთ იმედს ეძებს, მისი თქმით მისი მხოლოდ დანახვა უნდა, შორიდან ყურება მაგრამ იმ ბავშვზე რომელიც ახლა უკვე საკმაოდ დიდი იქნება არ ფიქრობს შესაძლოა რამხელა დარტყმა მიაყენოს.

ეს კი მე რომ მკითხოთ ნამდვილი ეგოისტობის მაგალითია. წლების შემდეგ როცა ცხოვრება ულხინდა არ ახსოვდა, ახლა ხელ მოცარულია, გვერდით არავინ ყავს და გაახსენდა დეტალებში როგორ მოვიდა მასთან ლამაზი ქალი (თვითონაც ძალიან მოსწონებია თურმე) როგორ არ მიაკარა ბავშვს თვითონ და როგორ გაამზადა წასაყვანად, როგორ დაემშვიდობა და გააყოლა მას ჩვილი და საყვარელი ბავშვი. რა ვქნა ასეთ ადამიანებზე ყოველთვის ნეგატიურად ვარ განწყობილი. ცრემლები, ხო ცრემლები თითქოს ამარტივებენ საქმეს, ხო ნანობს და უცოდველი მამა აბრაამის ბატკნები არავინ ვართ მაგრამ ასე აშკარად ეგოისტობას მეც კი მოვერიდებოდი.

რამოდენიმე სტუმრის მოსმენის შემდეგ ისეთივე დამღლელი მომეჩვენა გადაცემა როგორც იმ წიგნის კითხვა ან ფილმის ყურება რომელიც უკვე მრავალჯერ გაქვს ნანახი ან წაკითხული და ყოველ გვერდზე და მომენტში წინასწარ იცი რა მოხდება. გავერიდე ტელევიზორს მაგრამ ისევ მოვკარი ყური და-ძმურ ძიებებს და ისევ რატომღაც დავინტერესდი, ბებიაჩემი კი სულ სმენად იყო ქცეული. მამაკაცი რომელიც თავის დაკარგული დას ეძებდა შიშობდა იმას რომ მათი შვილები არ შეხვედროდნენ ერთმანეთს და ინცესტისმაგვარი რამ არ მომხდარიყო, ლოგიკურია თუმცა მაინც გამაღიზიანა მისმა ხმამაღალმა ფიქრმა, ბებიაჩემი კი იმან რომ სტუმრის განმარტებით თუ რატომ ფიქრობდა თავიდანვე რომ აყვანილი იყო ის იყო რომ მისი აღმზრდელი მშობლები 40 წლით უფროსები იყვნენ მასზე და წარმოუდგენლად მიაჩნდა ამ ასაკში ბავშვის გაჩენა როცა ბებიაჩემმა დედაჩემი ზუსტად მაგ ასაკში გააჩინა, “ჰმ” სულ ეს იყო ბებიაჩემის კომენტარი, გამეღიმა თუმცა ეს რომ დაენახა ნამდვილად ეწყინებოდა.

ასე იყო თუ ისე როგორღაც დამთვარდა გადაცემა (ბოლო ნაწილმა განსაკუთრებით იმოქმედა მოხუცის გულზე) და ბებიაჩემის ერთადერთი სიტყვა რომელიც რატომრაც გულში ჩამყვა ის იყო რომ ადამიანები არ ვუფრთხილდებით ერთმანეთს, დაკარგვა რომ ყველაზე იოლია პოვნა კი ძალიან ძნელი.

Advertisements
Categories: ზოგადი თემები, My Life | ტეგები: , , , , , , , , , , , , , , , | დატოვე კომენტარი

პოსტის ნავიგაცია

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: