შენ და … (3)

სიყვარული ხომ დიდი ნიჭია, ნიჭიერები ვართ ადამიანებიც, რაღა გასაკვირია და მეც ნიჭიერი ვარ. ხო მაგრამ აქამდე ასეთი გენიოსი და ოსტატი არასდროს ვყოფილვარ როგორ ახლა. ამაში კი პირდაპირი მნიშვნელობით წვლილი იმ ადამიანს მიუძღვის ვისთვისაც ვარსებობ 🙂 ის ერთადერთი ადამიანია ვისთან ერთადაც მინდა “დაბერება”.

ერთადერთია ვისაც მგონი “ყველაფერს” ვაპატიებ. მგონი მას ვერასოდეს ვეჩხუბები, როცა რაღაცაზე ვღიზიანდები და სხვასთან ალბათ ძალიან ცუდ რამეებს ჩავიდენდი, მასთან იმდენად გაწონასწორებული და მშვიდი ვარ რომ ყველაზე მაქსიმუმ ჩემი ყველაზე დაბალი ხმის ტემბრით ვუსაყვედურო, ისიც ისე რომ ამით დისკომფორტი არ შევუქმნა. არ ვიცი რატომ მაგრამ ბოლომდე ვენდობი, მჯერა მისი. განსხვავებულია, არამარტო წინამორბედებისგან, ზოგადად, ყველასგან, მილიონში გამოვარჩევ და იცით რატომ?? ძალიან მიყვარს, ისე რომ აზრზეც არ ვიყავი.

ალბათ გარკვეული მიზეზების გამო თავად თვლის რომ ნამდვილი გიჟი ვარ, ვაღიარებ მაგრამ ეჭვიანობა თუ სიგიჟეა მაშინ ერთმანეთზე გადარეულები ვყოფილვართ 🙂 უიმისოდ სულ რაღაც 480 წუთი, რეკორდია როცა მისი ხმა ვერ გავიგე, როცა მისი ერთი მესიჯიც ვერ წავიკითხე და განგებ არ ვწერდი, ველოდებოდი, მთელი დღე მისი ლომკა მქონდა და თავი მსოფლიოში სულ მარტო მეგონა – ალბათ ეს ისიც არის, რა ქვია, ჰო, შეჩვევაც. საბოლოოდ დავწრმუნდი უიმისოდ ძალიან გამიჭირდება.

მიყვარს როცა მსოფიოში ყველაზე დიიიდ სისულელეებს მიყვება და ბოლოს თავისივე მონაყოლზე ჩუმად ეღიმება, მიყვარს როცა რაღაცაზე ბრაზდება და ხმის ტემბრი საგრძნობლად ეცვლება, მიყვარს როცა მოწყენილია, როცა იღიმის, მიყვარს როცა ვხვდები რომ მიყვარს და ამას მას ვეუბნები. ვერ ვიტან როცა სამაგიეროს მიხდის, ალბათ საბაბს არც მე უნდა ვაძლევდე მაგრამ რიგი მიზეზების გამო ბოდიშს ვუხდი თუ არ ვარ ზოგჯერ ისეთი როგორიც მას უნდა რომ ვიყო. ვერ ვიტან როცა განგებ მაეჭვიანებს და მაძლევს უფლებას “ბუზი სპილოდ ვაქციო”, ვერ ვიტან მის მეგობრებს!

Advertisements
Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , , , | 16 Comments

პოსტის ნავიგაცია

16 thoughts on “შენ და … (3)

  1. უი,შენ მოგიკვდი,დაიწვა ბიჭი სიყვარულისგან.ვინ არის ის ბედნიერი? 🙂 🙂

  2. თუ გიყვარს მის მეგობრებსაც პატივი უნდა სცე ,სხვაგვარად არ გამოვა ურთიერთობა… მე რომ მითხრას ჩემმა, შენ მეგობრებს ვერ ვიტან ან აღარ შეხვდეო სერიოზული სკანდალი ატყდება:(

    • რომელ კონკტექსტში იყო ეგ დაწერილი ადრესატი მიხვდა.
      პირდაპირი მნიშვნელობით არ მითქვამს/დამიწერია 🙂

  3. გიჟი ხარ …გიჟი გიჟი…აი ძაან გიჟი 😀
    (Y)

  4. :):):) ra kargi periodi gaqvs:)

  5. რა კარგია ასეთი სიგიჟე. ^_^

  6. ლიზიკუნა

    სიყვარულმა შენ კი არა გადარია ტარიელი)) მიხარია. როცა გიყვარს ასე უნდა უფრთხილდებოდე ურთიერთობას სწორედ. სათუთად უნდა ინახავდე. ცოტა კეკლუცობა კიდე ყველა გოგოს ახასიათებს))) წარმატებები

    • დიიდი მადლობა ლიკუნა. ხო, ნუ ყოველ შემთხვევაში მე ასეთი სიყვარული შემიძლია და სხვისი არ ვიცი 🙂

  7. გული ამიჩუყდა.

    გაზაფხულის ბრალია ვითომ? :))))

    ბედნიერია ამ წერილის ადრესატი ნამდვილად.

  8. ავგულჩუყდი. გული გამითბა. მომინდა ვინმე მიყვარდეს. წავედი დავწვე დავიძინო :დ

  9. არამგონია რომ ოდესმე ვინმე ესე შემიყვარდება ო.ო

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: