თავხედობის უცხო მაგალითი ანუ lazy boy

ორ კვირაზე მეტია არაფერი დამიწერია და თითქოს გადავეჩვიე, ოდნავ მიჭირს კიდეც მაგრამ ისეთი ამინდები წავიდა, ისე დათბა რომ წერის ხასიათზეც მოვედი.

მხოლოდ განწყობა ვერაფერს ცვლის. კმაყოფილი იდიოტის იერით ცხოვრება რა ლამაზი ჩანს არაა?? რომ გადადგები აივანზე გაბღენძილი, ახალ გაღვიძებული და ცალი თვალით რომ მზეს შეჰყურებ, თან რომ სიგარეტს ღრმად ეწევი და ცალი ხელით მობილურს აწვალებ – იფიქრებ ამ დროს რა მშვენიერია ცხოვრება-ო მაგრამ ადრე თუ გვიან მოგიწევს “სახლში შესვლა”

ჩემი ღრუბლებიდან დაცემა კი ზუსტად ჩემს ოთახში შემოსვლისას ხდება. როცა არეულობაში, სიჩუმეში, მზესთან შედარებით სიბნელეში ფიქრობ რითი დაიწყო, რა გააკეთო. ფიქრისას კი ვხვდები რომ – გასაკეთებელი (არა, პოლიტიკა არ მესმის) არაფერია 🙂 გარდა უამრავი ფინჯანი ყავის სმა, კომპიუტერის ჩხაკუნი და საფერფლეების ნამწვავებით ტენვა. რა ამაზრზენი წარმოსადგენია ხო როცა 18 წლის ახალგზარდა ბიჭს ეზარება ყვე ლა ფე რი.

სხვა დროს უკეთეს შემთხვევაში სახლიდან მაინც გადიოდა (გასართობად მაინც) 🙂 ახლა კი დღე გამოშვებით თუ გაყოფს ცხვირს გარეთ და ისიც მხოლოდ ავტო სკოლაში

უყურადღებობაში ცილს ვერავინ დამწამებს თუმცა უპასუხისმგებლო ნადვილად ვარ. რატომღაც მიხარია ის რომ ამის აღიარება შემიძლია თუმცა ეს რა სიხარულია როცა ამასთან ერთად სხვა უამრავი მინუსებითაც ‘კარგად’ ვარ დახუნძლული. უპასუხისმგებლო ალბათ პირველ რიგში საკუთარ თავთან ვარ. არასდროს მიღალატია საკუთარი თავისთვის, რასაც ვიტყოდი აუცილებლად ვაკეთებდი (ან აკეთებდნენ) მაგრამ რამოდენიმე ხანია რაც სხვებთან ერთად საკუთარ თავსაც ვატყუებ. ვსახავ, ვხატავ და ვაწყობ გეგმებს მაგრამ საბოლოო ჯამში არაფერს ვაკეთებ იმისათვის რომ განვახორციელო. აი რამოდენიმე დღის წინ მივხვდი ამას და ისევ ჩემთვის ვთქვი: არა, ამჯერად ნამდვილად გავაკეთებ ამას! და დღეს მაინც გაბრაზებული ვარ საკუთარ თავზე რადგან არაფერი გავაკეთე!

როცა წვიმს ყოველთვის მგონია რომ რაღაც უნდა მოხდეს, არადა როგორ მინდა რომ მართლა მოხდეს.

თვითდაჯერებულობა მაკლია, მხოლოდ ოპტიმიზმი აღარ კმარა.

ის მომენტი როცა იმედგაცრუებული ხვდები რომ არ გძინავს, იმასაც ვერ ხვდები ‘იცინო თუ იტირო’, იცინო იმიტომ რომ მსოფლიოში ყველაზე იდიოტი გგონია საკუთარი თავი და იტირო იმიტომ რომ დამნაშავე და უფრო მეტიც – ღირსი ხარ!! ის მომენტი როცა ხვდები რომ იმსახურებ და დასჯილი ბავშვივით კუთხეში ჩუმად გიწევს დგომა, ვერაფერს ამბობ, ვერც საყვედურობ, ვერ უბრაზდები და ვერც ალტერნატივას პოულობ რადგან ნებისმიერ დასმულ შეკითხვას პასუხს ვერ გასცემ, რატომ ვერ გასცემ და… არ იცი.. არ ცოდნა არ ცოდვა-ო ამ შემთხვევაში ყველაზე გაუმართელებელი და სასაცილო გამართლებაა.

ზოგჯერ ადამიანს ეპატიება იმის სურვილი რომ უნდოდეს უბრალოდ უსიტყვოდ გაუგონ, თუნდაც უმიზეზოდ, ბრმად მიენდონ და დაიჯერონ.

დეპრესიები და ა.შ არ მახასიათებს თუმცა იმაზე მარტივად ვეგუები რეალობას ვიდრე ყველა ნორმალური ადამიანი.

მინდა ბედნიერი იყოს, მასთან ერთად მეც და ამისათვის ყველაფერს გავაკეთებ. “რომანტიკას” სიხარული მოაქვს მაშინ როცა გიყვარს! სხვა შემთხვევაში ყველაფერია მოსალოდნელი. “რომანტიკაა” განშორებაც და შერიგებაც, ყოველი კოცნა და ჩახუთება, ღიმილი თუ სევდა, თითეული ნათქვამი თბილი სიტყვა და თუნადც მოულოდნელი მესიჯი რომელიც გიყვება როგორ უყვარხარ და ენატრები.

Advertisements
Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , , , , | 3 Comments

პოსტის ნავიგაცია

3 thoughts on “თავხედობის უცხო მაგალითი ანუ lazy boy

  1. სახლში ჯდომა კლავს! 😡 ეს ბოლო პერიოდი სახლში დავრჩი და უმაღლეს დონეზე გავზარმაცდი, გარდა იმისა რომ დილით ადგომა მეზარება, საერთოდ უკვე ყველაფერი მეზარება არა და გასაკეთებელი რამდენი რამე მაქვს 😡 სახლში ჯდომამ იცის ასეთი ფიქრები და გაადი გაადიიიიიი კარები გააღე და გადი სახლიდან მოშორდი კომპიუტერს! 😀

    • ხოო ნინაკა, მასე ვარ და შენს რჩევას გავითვალისწინებ :დ გავაალ გავააალ და მოვშორდები კომპიუტერს!! :დ :*

    • ჰო, მართალია. მარტო შენო პრობელმა არაა ეგ კახი. ერთხელ რომ დაგეზარება გარეთ გასვლა მერე ვსიიოო!! მნად იწყება ხრწნა სულისა და სხეულისა.( ვახ ვახ:დ:დ)

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: