პატარა წერილის მაგვარი

წერილების წერა არ მიყვარს, ალბათ იმიტომ რომ არ მეხერხება. მგონი არც ახლა ვწერ რაიმე შექსპირისეული ფრაზებით თუ მხატვრული გაფორმებებით რადგან წერილებს რომლებიც თეთრ კონვერტებში ფუთავენ და დიიდ გრძნობებს ატანენ ყოველთვის სასიყვარულო შინაარსის მატარებელი მგონია მაგრამ ამჯერად წერილი უკვე უბრალოდ სასიამოვნო სამახსოვროდ ვწერ. როგორც თითქმის ყოველთვის მინდა თუ არა ადრესატმა ნახოს პოსტი – არ ვიცი.

სიყვარულის რა მოგახსენო და მართლა კარგი მეგობარი იყავი, სიყვარულს თუ დავარქმევთ მხოლოდ და მხოლოდ ერთმანეთის ურთიერთგაგებას და სხვა არაფერს მაშინ იდეალური წყვილი ვყოფილვართ მაგრამ ეს ასე არ იყო. ჩვენ არ გვყვარებია ერთმანეთი და ეს ბოლოსდაბოლოს ვაღიარეთ.

ალბათ გაგიხარდება თუ გეტყვი რომ დღეს ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვარ მსოფლიოში და არ გეწყინება ის რომ შენ ვერ მაგრამ სამაგიეროდ სხვამ, მან, მან მაგრძნობინა და შემაყვარა სიყვარული. იცი, მე საერთოდ თუ ადამიანი შემიყვარდა ის არასოდეს აღარ შემძულდება, რაც არ უნდა გაგიკვირდეს მადლობელიც კი ვარ რომ ეს ასე მოხდა, მადლობელი ვარ იმის რომ მომეცი შანსი თავიდან დამეწყო ყველაფერი, არა შენ არ მაკავებდი, ახლა რომ ვფიქრობ მგონი პირიქით იყო კიდეც მაგრამ მაშინ ვერ ვხვდებოდი.

მადლობელი ვარ თუნდაც მხოლოდ იმის გამო 2 წელი კარგი მეგობრობა გამიწიე, მერე რა რომ გოგოსა და ბიჭს შორის მეგობრობის არ მჯერა, მაშინ ხომ პატარები ვიყავით და ყველაფერს სიყვარულის სახელს ვარქმევდით. ალბათ გაგიკვირდება თუ გეტყვი რომ დღემდე ვინახავ ყველა სურათს და ვიდეოს,მართლა არ ვიცი რატომ, ალბათ უბრალოდ სასიამოვნო ღიმილს მგვრის მათი თვალიერება, საინტერესოა მართლა როგორ უცვლება ყველაფერი დროსთან ერთად ^^

ხო, იცი, დღეს მე თავდავიწყებით ვარ შეყვარებული, ვიცი რომ გამიგებდი და შენც ბედნიერი იქნებოდი ამით თუმცა, რა მნიშვნელობა აქვს. უკონტაქტოობა საგრძნობლად ცვლის ყველაფერს, ძალიან დიდი დროა მას შემდეგ გასული და ალბათ ერთმანეთს ვიუცხოებთ კიდეც, გაგვიჭირდება ალბათ იმ ურთიერთობის განახლებაც თუმცა მგონი არც არის საჭირო, აჯობებს ისე დავტოვოთ ყველაფერი როგორც არის, შენც მგონი არ უნდა უჩიოდე შენს პირადს, ლამაზი გოგო ხარ, ეს უდაოა, ჭკვიანი და წარმატებულიც, უუფრო უუფრო დიიდ წარმატებებს და დიიდ ბედნიერებას გისურვებ ცხოვრებაში.

Advertisements
Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , , , | 2 Comments

პოსტის ნავიგაცია

2 thoughts on “პატარა წერილის მაგვარი

  1. თბილი წერილია, მაგრამ ამავე დროს დამთრგუნველიც. 🙂

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: