იდენტობა vs მ.მ.კ

დღეს ვიღვიძებ და გვერდით ოთახიდან კურიერის ჟურნალისტის როგორც ყოველთვის დაბნეული ხმა მეუბნება რომ დღეს ამა და ამ ადგილას და დროს მოხდა დაპირისპირება ლ.გ.ბ.ტ-ს და მ.მ.კ-ს წევრებს შორის. ხალხის ყვირილმა და ჩხუბის ალიაქოთმა დამაინტერესა და გავედი. ვხედავ სურათს – ახალგაზრდა ბავშვები დგანან ხელებ გაშლილები და ერთ მუშტად შეკრულ მღვდლებს, რომლებიც მათ გზას უკეტავდნენ და არ აძლევდნენ გასვლის საშუალებას ხმა მაღალი ტონით ეწინააღმდეგებოდნენ. იყო ხელჩართული ბროძლის კადრებიც..

იქვე იმყოფებოდნენ პატრულის თანამშრომლები და გაურკვეველი მიზეზების გამო აკავებდნენ მათ ვინც მ.მ.კ-ს თქმით პრობაგანდას უწევდნენ არატრადიციულ ორიენტაციას და ზოგადად ლ.გ.ბ.ტ საზოგადოებას.

რით ვეღარ გაიგეთ რომ ეს ტურისტების ნაკადის გაზრდა, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და ე.წ აღმშენებლობა ქვეყანაში ვერ იმოქმედებს “ქართულ მენტალიტეტზე” და ყოველთვის იარსებებს უმცირესობა საქართველოში. არ არსებობს რომ თბილისის ქუჩებში ლგბტ აღლუმი ჩატარდეს, ან ჩატარდეს ისე რომ სულ მცირე შეტაკება და როგორც დღევანდელი ისეთივე სცენები არ დაიდგას. ვერ ვხვდები, ნუთუ გგონიათ რომ უკვე მოვიდა დრო ქართველი ერი შეეგუოს და მიიღოს ლგბტ საზოგადოებას?? ჯერ ადრეა ამისათვის, თან ძალიან ადრე.

მ.მ.კ კი მგონია რომ დღეს უბრალოდ ძალიან, ძალიან უსამართლო იყო. შეიძლება რაიმეს აკრიტიკებდე და შენთვის მიუღებელი იყოს მაგრამ ეს გზების გადაკეტვა და ახალგზარდებში (გამვლელებში) აგრესიის ჩამოყალიბება და ცემა-ტყეპვის გამართვა რაღა უბედურებაა. ისინი რომ არ გამოჩენილიყვნენ ალბათ მშვიდობიანი მსვლელობა გაიმართებოდა (ნუ არც ამ მსვლელობის მომხრე ვარ მაინცდამაინც).

მე ამ საკითხში ნეიტრალური ვარ, არ მესმის რატომ უნდა ვიღო აგრესიული იმ ადამიანის მიმართ ვინც მე არაფერს მერჩის, მართალია ოდნავ გამაღიზიანებელია, უფრო სწორედ უცხოა ფერადი, ჭრელი დროშები და პლაკატები რომლებიც ამბობენ როგორ უყვართ მათ ლ.გ.ბ.ტ საზოგაოება მაგრამ ეს ხომ მშვიდობიანი მსვლელობა იყო. უხეშად რომ ვთქვათ ‘ერთხელ ჩაატასავებდნენ და ეგ იყო’ მაგრამ არსებობენ ადამიანები ვინც იმდენად ღიზიანდება რომ მუშტი-კრივში არკვევს ვინ არის ძლიერი და ვინ სუსტი.

არ ვარ ჰომოფობი მაგრამ არ ვამართლებ ამ ქუჩებში გამოსვლებს და ყველას გასაგონად ყვირილს – ვინ ვინ არის. უბრალოდ მათ (ჰომოფობებს) ავიწყდებათ რომ არსებობს ცივილური გზები, ხალხი რაც არ უნდა იყოს ყრუ არ არის და შეუძლიათ გაიგონ (შეიგნონ) რომ ეს ასე არ უნდა ხდებოდეს. ვიმეორებ, არ ვარ ჰომოფობი თუმცა ამგვარ მსვლელობებს და აღლუმებს არ ვემხრობი და არ ვამართლებ!!

Advertisements
Categories: ზოგადი თემები | ტეგები: , , , , , , , , , | 5 Comments

პოსტის ნავიგაცია

5 thoughts on “იდენტობა vs მ.მ.კ

  1. ეე თბილისში რა ამბები ყოფილა თურმე. მომეწონა პოსტი და არც მე ვეთანხმები თბილისში (და გინდ ბათუმში, საერთოდ, სადაც არ უნდა იყოს) ლ.გ.ბ.ტ აღლუმების ჩატარებას! 😐 მეც არ ვარ ჰომოფობი თუმცა ვფიქრობ რომ ეგ ზედმეტია:)

  2. მე ვემხრობი ამ ადამიანებს, ვთვლი რომ აქვთ უფლება იცხოვრონ ისე როგორც თავად სურთ. არავის აქვს უფლება ჩაერიაოს ასეთ მსვლელობაში. ეს სასულიერო პირები თავისი სიბნელით ძალიან მიშლის ნერვებს რა! არ სეიძლება ცოტაოდენი ლოიალურობა მათც გამოიჩინონ?

    • იცხოვრონ ისე როგორც მათ სურთ კი ბატონო მაგრამ ყოველ წელს თუ პარადები და აღლუმები არ მართეს ისე ვერ შეძლებენ თავიანთი სურვილების დაკმაყოფილებას?? არ მესმის რა აუცილებელია ამ ყველაფრის ასე გამოაშკარავება და გამომზეურება, მკითხონ აბა სულაც მე მაინტერესებს მე ღამით ვინ ვისთან წევს და ვიის ვინ იზიდავს სექსუალური თვალსაზრისით?? რომ დადიან ქუჩებში და ზეიმობენ, ცოტა გამაღიზიანებელია თორემ საწინააღმდეგო არაფერი მაქვს მათი 🙂
      აი მმკ-ს კი ზედმეტი მოუვიდა, მათ ლოიალურობაზე უკვე ლაპარაკიც არ ღირს!! 😐

      • გეი პარადების მომხრე არც მე ვარ, რა საჭიროა. არც ჰეტეროების პარადის მომხრე ვიქნები :)))

  3. ლიზიკუნა

    დავიწყებ იმით რომ ძალადობას არ ვამართლებ არანაირს და უფრო მეტი თავშეკავება ევალებოდათ ყველას იქ მყოფს.ეს ერთი, მეორეც მეორე მხარემ ძალიან კარაგადაც იცოდა რა მოყვებოდა ამ ყველაფერს, რა რეაქციაც ექნებოდა საზოგადოებას, როგორ გამოხატავდნენ და პროვოცირება მოახდინეს, რომ მერე ეთქვათ ” აი ასე გვდევნიან საცოდავებს” . ორგანიზატორებს უნდა ეფიქრათ იმაზეც რომ საზოგადოებას და ახალგაზრდებს უპირისპირებენ ერთმანეთს და იმის ნაცვლად რომ თავიანთი საქციელით საზოგადოება მათკენ შემოაბრუნოს, პირიქით აგრესიას იწვევს ასეთი საქციელი. და მესამეც…. რაც უნდა ის აკეთონ, ვისთან ერტადაც უნდათ,მათი საქმეა, ვისთან ერტადაც უნდათ იმასთან არიან, მაგრამ თუ მათი უფლებების დაცვაზეა არის ერთი ამბავი და ალიაქოთი, ჩემს უფლებას ვინ დაიცავს. მე ნუ მაიძულებ მივიღო და მაყურებინო ის რაც არც მომწონს და არც ვამართლებ. ვოტ))))

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: