ოპტიმიზმი + ნებისყოფა

გყვარებიათ ადამიანი რომელიც ყურადღებას არცკი გაქცევთ?? გყვარებიათ მაშინ როცა მან არცკი იცის შენი არსებობა?? საერთოდ, ცალმხრივი სიყვარულით გყვარებია?? გყვარებია პლატონურად, არარეალურად. ისე რომ თქვენი თავების გაგკვირვებიათ. თუ კი მაშინ ალბათ ძალიან იტანჯებოდით, რა თქმა უნდა ფიქრობდით რომ უსამართლოა ეს ცხოვრება, რომ უბედური ხარ, რომ არ გაგიმართლა და ა.შ.

ან პირიქით (რაც უიშვიათესი გამონაკლისია) თავს მშვენივრად გრძნობდით და მისი ელემენტარული, ყველაზე უმნიშვნელო ყურადღებაც კი გაბედნიერებდათ და ცამდე გაფრენდათ. ორივე შემთხვევაში გამოსავალს ერთს ვხედავ, რა თქმა უნდა არ ღირს თავის ტანჯვა მაგრამ სულ ცოტა თვითდაჯერებულობა და მოთმინებაა საჭირო. (+ ოდნავი, თითქმის შეუმჩნეველი, არამომაბეზრებელი აქტიურობა)

ამ დროს წარმოუდგენელია მაგრამ იმედების გადაწურვა და ფარ-ხმლის დაყრა არ იჩქაროთ, რაც არ უნდა პესიმისტები იყოთ საკუთარ თავს ერთი შანსი მაინც უნდა მისცეთ. რაც არ უნდა დაუჯერებელი იყოს მე ეს კარგად ვიცი რასაც ნიშნავს. როცა ფიქრობ რომ ყველაფერი ისე არ ხდება როგორც ჩვენ გვინდა ზუსტად მაშინ უნდა საკუთარ თავს შევახსენოთ ერთი იდეალური სიტყვები – არასოდეს თქვა არასოდეს!!

რა თქმა უნდა ისევე ხშირია იმედგაცრუება მოცემულ სიტუაციაში როგორც გაბედნიერება, 50% – 50% მაგრამ ცდად მაინც ღირს.

იცით რა ბედნიერებაა მოულოდნელად რომ აღმოაჩენ მისგან წამოსულ ყურადღებას, ინტერესს და საბოლოოდ შესაძლო სიყვარულს 🙂

არ ვიცი ეს დავწერე უკვე თუ არა მაგრამ ერთ დროს მსგავს სიტუაციაში ვიყავი. ვერ ვიტყვი ვიტანჯებოდიმეთქი მაგრამ ნამდვილად ცუდი შეგრძნებაა როცა რაღაც გახრჩობს და ვერ ამბობ 🙂 რომ გაუთავებლად, საშინლად ეჭვიანობ და არ გაქვს უფლება. ძნელია თუმცა სხვა გზას ვერ ვხედავდი. ეს მაშინ როცა გამბედაობის ნატამალი არ გამაჩნდა.

მოულოდნელად მოხდა ყველაფერი, ერთ საღამოს ყველაფერი შეიცვალა და მაშინ დავრწმუნდი რომ ცხოვრებაში ყველაფერი ხდება. დავრწმუნდი რომ ადამიანებს სულ ცოტა ნებისყოფა და ოპტიმიზმი ჭირდებათ ოცნებების თუ სურვილების ასახდენად. დავრწმუნდი რომ სრული ბედნიერებისათვის მხოლოდ ეს მაკლდა. დავრწმუნდი რომ ნამდვილად მიყვარს.

Advertisements
Categories: ზოგადი თემები | ტეგები: , , , , , , , , , , | 12 Comments

პოსტის ნავიგაცია

12 thoughts on “ოპტიმიზმი + ნებისყოფა

  1. ეგრე მიყვარდა სკოლაში :დ:დ

    მიხარია ბედნიერი რომ ხარ:)

  2. ეჰ, კახი! თავით არ უნდა გადაეშვა ადამიანი. მაგრამ ეგ ისეთი რამეა, ჭკუას რომ ვერასდროს სწავლობ :დ

  3. ხო აბა. ნებისყოფა ნებისყოფა და ოპტიმიზმი მიშველის მე :D:D:D

  4. არა. არც ცალმრივად, არც ორმხირვად არც უპასოხდ და არც პასხიანად არ მყვარებია : ) ამიტომ, აზრზე არა ვარ რაზე ლაპარაკობ :დ

    • როგორ მიკვირს როცა შენ ესეთ რამეებს ამბობ ხოლმე :დ რატომაც არა ადამიანო. დავიჯერო ერთხელ მაინც არ გყვარებია?? 🙂

      • ნწუ, არ მყვარებია რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს. ყოველთვის იმ ეტაპზე ვწყვეტტდი ურთიერთობას როცა ეს ესაა სიყვარული იწყებოდა. მეშინია ჯასთ იმედგაცრუების. მხდალი ვარ : )

    • მგლის შიშით ფარა არავის გაუწყვეტიაო – ცდა ბედის მონახევრეაო და ა.შ 🙂
      კარგი რა ნათ :დ სიყვარულოვნა მაინც არ გერქვას. + მიეცი შანსი საკუთარ თავს :*

  5. ლიზიკუნა

    დღეს დავლაშქრე შენი ბლოგი) სიყვარული ისეთი რამ არის, რისი გულისთვისაც ღირს დამიჯერეთ ყველაფერი გააკეთოით რაც შეგიძლიათ და რაც არ იცოდით და თურმე შეგძლებიათ. მართალი ხარ ცდა ბედის მონახევრეაო. რომ არ სცადო სინანულის შეგრძნება გექნება მერე . ეგება და რაღაც იცვლებოდა და შენ არ გამოიყენე ეს შანსი. ყველანაირი შანსი უნდა გამოიყენოთ ცხოვრებაში.და ერთიც გრძნობების დაფასებაა აუცილებელი, როცა ასე უყვარხარ ვიღაცას უნდა დააფასო, შეიძლება სხვას არასოდეს ასე აღარ შეუყვარდე.

    • დიდი მადლობა ლიზიკუნა 🙂 აი სწორედ მაგის თქმა მინდა პოსტში რომ ყველამ უნდა მაქსიმალურად გამოვიყენოთ შანსი რომელიც ცხოვრება გვაძლევს და არასოდეს ვთქვათ არასოდეს 🙂

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: