წვეთ-წვეთობით ზღვა ჩნდება!!

რამდენი აბზაცი წავშალე უკვე, დაწყება მიჭირს. თბილისის ქუჩები რომ სავსეა პატარა ბავშვებით რომლებიც ხელ გაწვდილები დადიან ეს ვიცით მაგრამ მათზე თითქმის ყველას ხშირად აგრესია გვიჩნდება რადგან ზედმეტად მომთხოვნები და უხეშები არიან, ზოგჯერ უზრდელებიც კი. ესენი არიან ბოშა ბავშვები, რომლებიც ქუჩაში მუშაობენ. ეს ის ბავშვები არიან, რომლებსაც საზოგადოება გაურბის, თვალს არიდებს, მათთან ფიზიკურ კონტქატს ერიდება. ყველამ ვიცით რომ ციგნებს, კონკრეტულად ამ ეთნიკურ რასას არ აინტერესებთ სანიტარია და საზოგადოებაში მოქცევის ქცევები თუ კოდექსები. ქუჩაში გავლისას ალბათ ყველას თუ არა რამოდენიმეს მაინც გამოგკიდებიათ ერთი პატარა, ახალ ფეხადგმული ბავშვი რომელიც ენის ჩლიფინით რადგან ენაც ახლახანს აიდგა გეუბნება როგორ შია და გთხოვთ დაეხმაროთ. თვენც რა თქმა უნდა ეხმარებით და იმავე წამში თავს გადგებათ მთელი მისი “კლანი” რომელიც წრეში გაქცევთ და არ გიშვებთ სანამ მათაც არ გაწვდით დახმარების ხელს. აი სწორედ მათი დამსახურებაა ზოგადად ქუჩებში ხელგაწვდილი ბავშვების მიმართ ოდნავი ზიზღი და დიდი ოდენობით აგრესია რომ აქვს საზოგადოებას.

დღეს რუსთავიდან ვბრუნდები როცა გაჩერებაზე საშინელ და ამაზრზენ სიტუაციას შევესწარი, ქალბატონთან რომელიც “თავზე ბუზს არ იფრენდა” ერთი პატარა ბავშვი მივიდა, გამართული და ნამდვილი ქართული აქცენტით, ოდნავ ჩუმად და მორიდებით იმხელა ტექსტი უთხრა რომ თვალებზე უკვე ცრემლი ქონდა მომდგარი როცა ხელი გაუწოდა:

-დეიდა, ობოლი ვარ, ბინაც არ მაქვს, გარეთ ვცხოვრობ, ქუჩაში, თქვენნაირები რომ მაძლევენ ხურდებს მერე მე პურს ვყიდულობ და ვჭამ, დღეს არავინ შემხვდერია რომ ხურდები მოეცა, დილიდან არაფერი მიჭამია და დამეხმარეთ ძალიან გთხოვთ, მშია 😐

ველოდებოდი მისგან დახმარებას, მეგონა გულმოწყალე იქნებოდა მაგრამ იმხელა უყვირა ბავშვს შეეშინდა, მოპირდაპირე ქუჩიდანაც კი გამოიხედეს:

-რამდენ ხანს სწავლობდი მითხარი ამხელა აბზაცებს?! რაო, რა გითხრეს მორიდებული და თავაზიანი იყავიო?! ვიცი მე თქვენი ობლობა და უსახლკარობა, უმადურებო თქვენ, არა ღმერთო ზოგი მადლობასაც რომ არ კადრულობს?? გასაოცარია პირდაპირ!! გადი გადი დამანებე თავი სანამ მიგტყიპე გემრიელად!!

პატარა ბავშვმა ტირილი მორთო, ნამდვილი ცრემლებით ტიროდა, ცოტაც და გადაბჟირდებოდა, ძალიან შემეცოდა, უბრალოდ ვეღარ მოვითმინე და ბავშვს გამოვესარჩლე რომელიც ერთ ადგილად იყო გაყინული და ტიროდა (სახეზე ხელებს ისე იფარებდა თითქოს ვინმე ცემას ნამდვილად უპირებდა, ამაზე უფრო ავღელდი)

-ბავშვმა 60 თეთრი გთხოვა პურის საყიდლად ქალბატონო, რა საჭიროა ბავშვის ასე განერვიულება, არავინ გავალდებულებთ, მას უბრალოდ თანაგრძნობაც ეყოფა თქვენგან თორემ გამოჩნდება სხვა თქვენგან განსხვავებით გულმოწყალე ადამიანი და დაეხმარება მას. -ხმაში აშკარად გაღიზიანება და სიძულვილი მეტყობოდა. ვიგრძენი რომ ზედმეტი მომივიდა, პირველად მოხდა როცა სრულიად უცხო ქალბატონს რომელიც ამაყად მიყურებდა და ამ დროს კაპიკები დაენანა მშიერი ბავშვისთვის  ასე უხეშად მივმართე. ალბათ რა ჩემი საქმე იყო მაგრამ..

მან კი არც აცია და არც აცხელა, პირდაპირ ჩემსკენ გადმოვიდა იერიშზე

-ვის ეუბნები, მეე?? – და ისე გაიოცა თითქოს ელამი ვყოფილიყავი და უკანაც კი გაიხედა მეტი ინსცენირებისათვის -მოიცადე, მე მეუბნები მაგას?! დაიცავი მიდი დაიცავი, ჰმ. სხვის საქმეში როგორ ყველა ბრძენია კაცო, ოხ ღმერთო, სახლშიც წაიყვანე ბიჭო ბარემ და აცხოვრე, აჭამე და ასვი, შენ ვინღა გიშლის მაგდენს?! -გემრიელად შემომიბღვირა და სამარშუტო ტაქსში ისე ავიდა ბავშვისკენ ერთხელაც არ მიუხედია.

გაჩერებაზე მე და პატარა ბიჭუნა დავრჩით, დაბლა იყურებოდა, ნამტირალევ თვალებს იწმენდდა და ცდილობდა გახეული მაისური დაემალა ჩემთვის, მორიდებული იყო აშკარად ეტყობოდა, უადგილო ადგილას გამეღიმა, ძაან საყვარელი ბავშვი იყო. საბედნიეროდ საჭიროზე ოდნავ მეტი თანხა მქონდა თან გაყოლილი შემთხვევით სახლიდან (მართლა სრულიად შემთხვევით) და ნაყინებზე დავპატიჟე, როგორ გაუხარდა ნეტა გენახათ. გაჩერებასთან ახლოს, სკამებზე ჩამოვჯექით და ნაყინები მივირთვით, ჩემდა გასაკვირად ძალიან კომუნიკაბელური ბავშვი აღმოჩნდა.

რუსთავში ყოფილა დაბადებული, 6 თუ 7 წლის იყო (ორივე ციფრი მაჩვენა ხელით და აღარ ჩავძიებივარ), ბაღში არ უვლია, არ სკოლაში, მაგრამ ეზო ეზო დადის გულმოდგინედ იმ იმედით რომ ერთხელაც გამოჩნდება მისი მამიკო და წაიყვანს თავისთან, იმედს არ კარგავს თუმცა წეღანდელის მსგავსი ქალბატონების შემყურე ხშირად უწევს უხერხულ სიტუაციებში ჩავარდნა. ძალიან ნერვიულობს როცა მას როგორც თავის მეგობარ მურას (რომელიც სულ მასთან ერთადაა) ისე ექცევიან, ერთხელ თურმე ცუდმა ძიამ მას ხელი კრა და შემთხვევით თუ განზრახ ტალახიან გუბეში ჩააგდო, სიცივე ყოფილა და მთელი ღამე გარეთ, ყინვაში, სველ ტანსაცმელში გათენება მოუწია, იმ დღეს არავინ იკითხა თურმე სად იყო და რა უჭირდა 6-7 წლის გიორგის. მას მხოლოდ მურა ყავდა გვერდით. ერთხელ კიდე  პატარა ბავშვებმა დასცინეს (ძალიან დასცინეს ალბათ თორემ გიორგი არ განიცდიდა ხელახლა ასე მძაფრად, საშინლად მოიწყინა) ენას უყოფდნენ, ეჟღანებოდნენ და მათხოვარო, დებილოს ეძახოდნენ, მათი მშობელი, ცუდი ‘დეიდა’ მოსულა და მისთვის დაუწყია ჩხუბი ‘აქ რა გინდა შე სასიკვდილეო, წადი მოშორდი, დამეკარგე აქედანო’.

იცით, ვუსმენდი და არ მჯეროდა თუმცა კი ეს რეალობა მე უკვე ვიდოდი რომ არსებობდა და თითქმის ახალი არაფერი იყო მაგრამ მაინც უხერხულად ვიყავი გიორგისთან, დამნაშავედ ვიგრძენი თავი. მე, დღეს ახლა ლეპტოპთან ვზივარ, ცხელ ყავას მივირთმევ, ვახშამი მელოდება წინ და თბილი, რბილი და კომფორტული ლოგინი, ტკბილი ძილი – ამ ყველაფერს სულ რომ თავი დავანებოთ მშობლებით ვარ მდიდარი მას კი არაფერი გააჩნია, არაფერი, მშობლებიც კი აღარ ახსოვს ნორმალურად, და-ძმა არ ყავს, დედა გარდაცვლილი ყავდა, მამამ კი დატოვა გარეთ, თურმე უთხრა “აქ დამელოდე, ეხლავე მოვალ, არსად ფეხი არ გაადგა-ო” და წასულა და წასულა. როგორ ელოდება ნეტავი იცოდეთ 😐 მასზე ცუდის თქმაც კი არ გამაბედინა, ისე მოიღუშა, ეწყინა. ენატრება.

ძალიან კომუნიკაბელური და თბილი ბავშვი ეტყობოდა, მგონი გართობა და თამაშიც უყვარდა მაგრამ არავინ ეთამაშებოდა მურას გარდა. გამვლელების მიერ ნაჩუქარი მწვანე მაისური და ლურჯი თხელი ნაჭრის ბრიჯები გაცვეთილი ქონდა, ალაგ ალაგ გარღვეულიც მაგრამ შეჩვევის შემდეგ აღარ ერიდებოდა ჩემი, მეგობრად მივაჩნდი უკვე 🙂 როცა ნაყინები მივირთვით, წამოსვლის დროც მოვიდა, ფეხზე წამოვდექი და ისე უცებ წამოდგა ფეხზე ეგონა თან წავიყვანდი სახლში რადგან როცა იმ “ქალბატონმა” მითხრა ‘შენ ვინღა გიშლისო’ ბავშვის მზერა დავიჭირე როგორ მიყურებდა, გული დამწყდა რომ არ შემეძლო წამოყვანა, თუმცა თანხა დავუტოვე და დავარიგე რომ მხოლოდ კამფეტები არ ეყიდა, დაეზოგა. ალბათ დამიჯერებდა. მგონი ერთი ან ორი დღე ეყოფა იმისათვის რომ მშიერი არ იყოს. თბილი და ჭკვიანი ბიჭი ეტყობოდა. გამოვტრიალდი და უკვე როცა ტაქსი უახლოვდებოდა გაჩერებას და მეც სადაცაა ხელი უნდა ამექნია ამ დროს ‘კახი ძია დამელოდე-ო’ შორიდან დამიძახა, ხელში საფულეთი მორბოდა, სკამზე დამრჩენოდა და დამიბრუნა (აი ამას კი ციგნის ბავშვი ნამდვილად არ გააკეთებდა). მადლობა გადავუხადე და დავემშვიდობე.

იცით, ძალიან ძნელია გაარჩიო ვინ ტყუის და ვის მართლა უჭირს, ვინ არის მშიერი და ვინ კარგი მსახიობი მაგრამ ყოველთვის მოიძებნება ელემენტარული “კაპიკები” ჩვენს ჯიბეებში ან საფულეში რომ ერთი პურის ფული მაინც გავიღოთ, ხომ იცით წვეთ-წვეთობით ზღვა ჩნდება!!

(ძალიან დიდი პოსტი გამომივიდა მაგრამ ჩემმა დღევანდელმა წესით ბედნიერმა გასეირნებამ რუსთავში ამოციურად ჩაიარა) 😐

Advertisements
Categories: ზოგადი თემები | ტეგები: , , , , , , , , , , , , , | 22 Comments

პოსტის ნავიგაცია

22 thoughts on “წვეთ-წვეთობით ზღვა ჩნდება!!

  1. პოსტიც ემოციური გამოგივიდა, საშინლად მეტკინა გული, როგორ მინდა იმაზე მეტის გაკეთება შემეძლოს ვიდრე ორიოდ ხურდის გაღებაა ასეთი პატარებისთვის. :((

    პ.ს. ჰედერი მომეწონა :))

    • მეც უფრო მეტის გაკეთება მინდოდა ამ შემთხვევაში მაგრამ სხვა გზა არ მქონდა, მხოლოდ თანხით დახმარებას დავჯერდი. მადლობა ნინაკა :*

  2. ლიზიკუნა

    მე რომ მკითხო ვინც ამ ბავშვებს ამათხოვრებენ ისინი არიან დასასჯელები. მათხოვრებად არ იბადებიან, ისინი მერე ხდებაინ მათხოვრები და ამათხოვრებენ. რომ ვიცოდე თვითონ ეს ბავშვები მოიხმარენ იმ ფულს რასაც გამოიმუსავებენ კიდევ იტყვი რამეს, მაგრამ სამწუხაროდ ეს ბავშვები მხოლოდ ფულის საჭრელი მანქანები არიან. მაგრამ ეს არ აძლევს არავის უფლებას ასეთ პატარ დაუცველ ადამიანს ასე მოექცე. რადგან ასე იტირა ესეიგი თავმოყვარეობა შეელახა ალბათ, გულისტკივილი, წყენაც შეძლებია და არც თუ ისე უემოციო ხალხია როორც გვგონია. ისინი მხოლოდ ბავშვები არიან. აი დიდებს კი არ ვწყალობ, ბოშებს ვგულისხმობ. ეგენი არ მეცოდებიან. მ,ათთვის ეს იოლი გზაა ფულის შოვნის.

    • და ამ ყველაფერთან ერთად არსებობენ ბავშვები რომლებიც მართლა ობლები და მიუსაფარნი არიან და ჩვენს დახმარბას საჭიროებენ მაგრამ ჩვენ უკვე ამ ‘ციგანი ბავშვებით’ თავმობეზრებულები მათაც ვაიგნორებთ და გვიჭირს განსხვავება ვინ იმსახურებს დახმარებას და ვინ არა.

      • ლიზიკუნა

        ძალიან მინდა ვიცხოვრო ისეთ ქვეყანაში რომ, როცა ქუჩაში გავალ არ შემხვდეს ასეთი ბავშვები, თუნდაც მათი მშობელები, მათხოვრობა არავის სიამოვნებს დარწმუნებული ვარ საჭიროება რომ არ იყოს, არ მხვდებოდეს მოხუცი. აი აქ ძალიან ცუდად ვარ ხოლმე. ვერცერთ მოხუცს ვერ აუვლი ხოლმე გვერდს. მოკლედ მძიმე თემაა , მაგრამ აქტუალური

  3. ლიზიკუნა

    მართლა ემოციური პოსტი იყო და მომეწონა) ყველა რომ ასე ფიქრობდეს უფრო რბილი და კეთილი საზოგადოება ვიქნებოდით

  4. ცრემლები წამომივიდა და თავი რაღაც სასინელ არსებად ვიგრძენი..
    ეს ბოლო, საფულე რომ დაგიბრუნა.. ასეთ რამეს ბევრი არ იზამდა ნამდვილად..

    • აი თითქმის მხოლოდ მაგან განაპირობა მთელი ამხელა პოსტის დადება რადგან არცერთი ობოლი, მათხოვარი ბავშვი ამას არ იზამდა, მაგრამ ხომ დავწერე – რაღაცნაირი ბავშვი იყო, ძალიან საყვარელი და ალბათ ეს ხასიათი გაატანინებს თავს ამ ცხოვრებაში, ან პირიქით, არ ვიცი.

      • განსხვავებული ბავშვი იყო ბევრისგან… ან იქნებ კიდევ ბევრია ეგეთი და ჩევნ არ ვიცით…

  5. ერთხელ პოპულში ერთი ასეთი ბავშვი მართლაც აწუხებდა გამყიდველს,და მახსოვს კისერში მოუჭირა უკნიდან ხელი და საშინელი ტირილი ამივარდა,უცებ ამომხეთქა ცრემლებმა (ახლაც კი რომ მახსენდება ცუდად ვხდები)
    პოსტს რაც შეეხება ძალიან ემოციურია მართლაც,ყოჩაღ ❤

  6. niiino

    ver xart ra rom mova da shegapurtxebo rom getyvit martlac purtxis girsebi yopilxart :DDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDD

    • მგონი მკაფიოდ გავავლე პარალელი მათხოვრებს შორის – ვინც იფურთხება და ვისაც უბრალოდ ძალიან უჭირს!! ზრდილობიანებს და უზრდელებს შორის, ასე რომ ყველას ერთ ქვაბში მოხარშვა მგონი არ ღირს 🙂

  7. და ჩემი აზრით ესეთი მდგომარეობა სახელმწიფოს ბრალია…ძალიან შეჭუხებული ვარ და გეთანხმები. ხოოლო რაც ციგნებს შეეება ახალდაბადებული ან ახალ ფეხ ადგმული ბავშვები მეცოდებიან დიდები კი არა, დიდები მხოლოდ მათი სულმდაბლობით მეცოდებიან.. სახელმწიომ რამდე უნდა გააკეთოს მათ დასახმარებლად.

    • არსებობს ბავშვთა სახლები და უსახლკარო ოჯახებისთვისათვის დახმარების პროგრამები მაგრამ იმდენად მცირე თანხებით ფინანსდება რომ ალბათ არ ყოფნის მაგრამ ჩანს რომ არსებობს

      • იმედია რამე გამოსწორდება მომავალი წლების განმავლობაში და ჩვენს შვილებს და მათ შვილებს ასეთივე გარემოში არ მოუწევტ ცხოვრება..

  8. *****

    auu magrad shemecoda, ra emociuri postia, yochag kakhi, nichieri bichi xar da mgrdznobiarec, rogor minda yvela shennairi warmosadegi da moazrovne bichi iyos, da zogadad adamianebic. rustavel bavshvs rac sheexeba, mgoni ertxel maqvs mag bavshvistvis tvali mokruli, dzaan sayvareli bavshvia namdvilad da masetebi ufro agwven mizans cxovrebashi ubralod cota rtuli gza aqvt manamde gasavleli. ufali faravdes pataras. guli damewva es posti rom wavikitxe gavedi, dasadzineblad davweqi da gulma ar gamishva rom komentari ar dametovebina, meored shemovedi da gulaxdilad geubnebi kakhi rom miyvarxar deida, shengan asakit dzalian ufrosi var da mixaria shennairi shvilebi rom yavs saqartvelos.

  9. Nana

    auu magrad shemecoda, ra emociuri postia, yochag kakhi, nichieri bichi xar da mgrdznobiarec, rogor minda yvela shennairi warmosadegi da moazrovne bichi iyos, da zogadad adamianebic. rustavel bavshvs rac sheexeba, mgoni ertxel maqvs mag bavshvistvis tvali mokruli, dzaan sayvareli bavshvia namdvilad da masetebi ufro agwven mizans cxovrebashi ubralod cota rtuli gza aqvt manamde gasavleli. ufali faravdes pataras. guli damewva es posti rom wavikitxe gavedi, dasadzineblad davweqi da gulma ar gamishva rom komentari ar dametovebina, meored shemovedi da gulaxdilad geubnebi kakhi rom miyvarxar deida, mixaria shennairi shvilebi rom yavs saqartvelos.

  10. კახი ძია ❤

  11. გამაჟრჟოლა (ნათია კახი ძიაზე მეც გამეცინა)

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: