ჩემი ფსიქო-ლოგიკა

ძალიან ცვალებადი ხასიათი მაქვს და ამას ვხვდები, იმაზე ძლიერი ეგოისტი გავხდი ვიდრე ვიყავი, კარგად გადაღეჭილმა ნაცისზმაც მგონი ცოტათი უკანაც დაიხია, მგონი რატომღაც შეუძლებელიც გახდა ჩემი მოტყუება. ბოლო დროს იმაზე მხიარული და ცხოვრებისგან მაქსიმალურის მომთხოვნი გავხდი ვიდრე ოდესმე ვყოფილვარ. ამბიციურობა არასდროს მაკლდა მაგრამ ბედნიერი ვარ იმით რომ ამით ვხვდები რა მინდა და რადგან ვიცი რაც მინდა ალბათ შედარებით მარტივია ცხოვრებაში იყო წარმატებული. ეს ბოლო რამოდენიმე ხანი ჩემდა საბედნიეროდ მხოლოდ სასიამოვნო ამბები ხდება. თანდათან, აკურატულად მწყობრში დგება ჩემი სურვილების განხორციელების საფეხურები და სავარაუდოდ რამოდენიმე თვეში ბოლო დონემდე ავა.

ვინც მოითმენს ის მოიგებსო!! – მართალი ყოფილა. არ მჩვევია მიკიბ-მოკიბული ლაპარაკი, მიყვარს სათქმელის პირდაპირ და გასაგებად თქმა, ზედმეტი თამაშებით და ქვეტექსტებით საუბარს ყოველთვის ვერიდებოდი მაგრამ აშკარად რაღაც ხდება. ადრე ვერ ვანსხვავებდი, უფრო სწორედ ვერ ვხვდებოდი ადამიანების იმ აღტაცებას როცა ამბობდნენ ბედნიერებისათვის ცოტაც კმარაო, თუ ვხვდებოდი მაშინ იმ ცოტასაც ვერ ვპოულობდი, ვიყავი ერთი დაბნეული და საშინლად მოსაწყენი ადამიანი, საკუთარ თავში გამოკეტილი და სხვების ბედნიერებაში საკუთარი ბედნიერების მაძებარი.

ყოველთვის ვცდილობდი (და მგონი ახლაც ასეა) რომ რადაც არ უნდა დამჯდომოდა სხვა გამებედნიერებინა და ამით ვყოფილიყავი მეც ბედნიერი მიუხედავად იმისა რომ იგივეს სხვები იშვიათად ცდილობდნენ ან ხშირად ეს არ გამოსდიოდათ სანამ მე თვითონ არ განვუმარტე რამოდენიმე ადამიანს რომ მთავარი ის იყო როგორ აკეთებდნენ ამას და არ ქონდა მნიშვნელობა რას აკეთებედნენ.

არ მიყვარს როცა ჩემს საკუთრებას ვინმე ეხება და ეს ბუნებრივიცაა ალბათ მაგრამ სამაგიეროდ არც ვიომებ იმ შემთხვევაში თუ ვინმე ამას მოახერხებს და ჩემს საკუთრებას ‘დაიპყრობს’, უბრალოდ ჩავთვლი რომ მე მისი ღირსი არ ვყოფილვარ ან პირიქით. არ მიყვარს სამკუთხედები, ეს უკვე მგონი დავწერე. საბედნიეროდ დარწმუნებული ვარ რომ ასეთი პრეცედენტები მე არ დამემართება და საბედნიეროდ იმაშიც ღრმად ვარ დარწმუნებული  რომ არ ვცდები. ერთგულება ჩემთვის ერთადერთი მთავარი პრინციპია ადამიანებს შორის საუკეთესოს აღმოსაჩენად,  სამწუხაროდ ზოგს ეს არ შეუძლია, უბრალოდ არ შეუძლიათ და მორჩა, ზოგს ამის ნებისყოფა არ აქვს.

როცა წვიმს მაშინ მახსენდება ფანჯრები, აივანი და ერთაადერთი ისტორია რომელიც ზოგჯერ კარგ ხასიათზე მაყენებს, ზოგჯერ კი საშინლად მაღიზიანებს ის მომენტი რომ საერთოდ მახსოვს. წვიმა ჩემი სტიქიაა და ეს არავითარ შემთხევაში არ უკავშირდება არც უბრალოდ რომენტიზმს და არც სიგიჟეს, უბრალოდ მიყვარს როცა ფანჯირად ვუყურებ ქოლგებით მორბენალ ხალხს, სველ ადამიანებს რომლებსაც დაიკიდეს და ბოლომდე გალუმპულები ნელა მიაბიჯებენ..

ამ პოსტით კი უბრალოდ მინდოდა მეთქვა რომ ძალიან მიყვარს ჩემი ცხოვრება (ყველანაირ კონტექსტში)

Advertisements
Categories: My Life | ტეგები: , , , , , , | 10 Comments

პოსტის ნავიგაცია

10 thoughts on “ჩემი ფსიქო-ლოგიკა

  1. ლიზიკუნა

    ძირითადად ადამიანები არ აფასებენ იმას რაც აქვთ. მე მაგალითად შემიძლია მინიმუმიდან მაქსიმუმი მივიღო და არ დავიგრუზო ამით, და ვიყო კვაყოფილი იმ მომენტში, თუმცა ეს არ ნიშნავს რომ ამ ცხოვრებიდან უფრო მეტი არ მინდა და არ ველი. ვინც მოითმენს ის მოიგებსო!!-გეთანხმები, ყველაფერი ერთად და ერთდროულად არ არის. ზოგს ყველაფერი იოლად და ერთბაშად მოსდის, ზოგი მთელი ცხოვრება წვალობს. ჩვენ ეს ცხოვრება ისეთი უნდა ვივიღოთ როგორიც გვაქვს და ვეცადოთ მერე მისი შეცვლა თუ რამე არ მოგვეწონება.

  2. “ერთგულება ჩემთვის ერთადერთი მთავარი პრინციპია ადამიანებს შორის საუკეთესოს აღმოსაჩენად” -100% -ით გეთანხმები.
    რაღაცნაირი მელანქოლიით გაჟღენთილი პოსტი იყო და მომეწონა.

  3. რომ იცი რა გინდა ეგ ყველაზე მაგარია. და ოპტიმიზმით თუ გააგრძელებ კიდევ ბეევრი სასიამოვნო რამე მოხდება, თუნდაც არ მოხდეს შენ მაინც იპოვი რაღაცას, კარგს. ასე რომ , გუდ ლაქ და სასიამოვნო სურვილები ჩემგან:)

  4. rogor momnatrebia sheni blogi exla mivxvdi :* ra kargi posti iyo :*

    • ბლოგს კიდე შენი კომენტარები მოენატრა 🙂 ორმაგად, ხუთმაგად და ათმაგად დიიდი მადლობა თეა :*

  5. გამოხმაურება: მაინც.. «

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: