მაინც..

ყოველთვის ასე ხდებოდა და უკვე აღარც მიკვირს – როცა ყველაფერი იდეალურად იყო და საფიქრალიც კი აღარაფერი მქონდა, როცა ვიტყოდი რომ ბედნიერი ვარ ზუსტად მაშინ ისევ აირეოდა ხოლმე ყველაფერი და ისევ თავიდან იწყებოდა გზა რომელიც უკვე ან მიდიოდა ბედნიერებამდე ან არა.

ყოველთვის ასე ხდებოდა და მოხდება როცა ამდენი შურით და ბოღმით სავსე თვალები შემომცქერის, რამდენიც მე შევნიშნე და რამდენსაც კიდევ ვერ ვხედავ. ადამიანებს რატომ არ გვიხარია ერთმანეთის სიხარული, ჩემი ბედნიერება მათ რას აკლებთ!!

ამ დროს ყოველთვის ვიტყოდი „არა, მათ ჯინაზე მაინც…“ მაგრამ აზრიც აღარ აქვს რადგან რამდენჯერაც მითქვამს და გამიკეთებია იმდენჯერვე ისევ დე ჟავუ მქონია და ეს არ ყოფილა მხოლოდ ტვინის გაუცნობიერებელი წარმოსახვა. რამდენჯერაც მითქვია რომ „მაინც..“ და ბოლოს როცა გამიმართლებია კიდეც – მაინც ისევ მითქვია „ისევ..“ და ეს ყოველთვის ასე იყო.

პირობას ვდებ – არასოდეს აღარაფერს აღარ დავგეგმავ!! წინასწარ აღარ ვიფიქრებ, აღარ ვიტყვი და აღარ გავაკეთებ.

სამწუხაროდ სიკეთე ყოველთვის იკარგება, მადლის ფასი დღეს არაფერია ადამიანებში.

რაც არ უნდა ბევრი კარგი აკეთო, რაც არ უნდა დიდი მადლი თესო, ზოგიერთის შურს და ბოღმას ვერ დაფარავ!!

ყველაზე სამწუხარო კი ის არის ამის დანახვა არ მინდოდა ყველაზე საყვარელი ადამინებისგან, თვალებს ვხუჭავდი მაგრამ ყელში ამოვიდა უკვე როცა მე ბედნიერი ვარ და მათ მოჟამულ და უხასიათო სახეებს ვხედავ, როცა მე ვიღიმივარ და ისინი ქვემოდან დაბღვერილები იყურებიან, როცა მე ვფიქრობ რომ ეს ასე იქნება, ეს ასე და ბოლოს იმდენს აკეთებენ რომ არაფერიც არ იქნება მხოლოდ იმიტომ რომ მათ ვერ შეძლეს ის რაც მე შევძელი.

კონკრეტული არაფერი მაგრამ ზოგადად უამრავი ადამიანია ჩემს გარშემო ვისაც უბრალოდ შურს ჩემი წარმატება და ბედნიერება, ვინც ცდილობს ხელი შემიშალოს იმაში რაც თვითონ არ გამოსდის, არ შეუძლია და იბოღმება.

მაგრამ მაინც მჯერა რომ წინა პოსტში ნახსენებ ბოლო საფეხურებსაც ავირბენ და არა მათ ჯინაზე, არამედ საკუთარ თავთან იმის დასამტკიცებლად რომ მე შემიძლია!! მაინც ვიქნები ბედნიერი მათ ეს მოეწონებათ თუ არა!!

Advertisements
Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , , , , | 6 Comments

პოსტის ნავიგაცია

6 thoughts on “მაინც..

  1. მომწონს შემართება .
    ბი ჰეფი ^^

  2. “მაინც ვიქნები ბედნიერი მათ ეს მოეწონებათ თუ არა!!”- აი ეს მომწონს 🙂 ასე განაგრძე, მომწონს ფარ-ხმალს რომ არ ყრი.

    • როგორც წესი ასე ადვილად არასდროს დამიყრია ფარ-ხმალი და არც ეხლა იქნება გამონაკლისი :)მადლობა კარამელკა

  3. “პირობას ვდებ – არასოდეს აღარაფერს აღარ დავგეგმავ!! წინასწარ აღარ ვიფიქრებ, აღარ ვიტყვი და აღარ გავაკეთებ.” რამდენჯერ დამიდია ეს პირობა და ბოლოს მაინც ვგეგმავ, მაინც ვფიქრობ და ისევ თავიდან იწყება ყველაფერი.
    “საკუთარ თავთან იმის დასამტკიცებლად რომ მე შემიძლია!!” ზუსტად, საქმე საკუთარი თავისთვის უნდა აკეთო და არა სხვისთვის რაიმეს დასამტკიცებლად ან მათ ჯინაზე.
    წარმატებები! :))

    • მე პირველად ვდებ ამ პირობას და იმედია შევასრულებ იმიტომ რომ ბოლოს ყოველთვის ნერვები მეშლება ხოლმე იმაზე რომ ნამეტანი სულსწრაფი ვარ:)

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: