აწ უკვე წარსული

მთელი დღე გრძნობ რომ რაღაც გაკლია, რაღაც არ გასვენებს, ოთახებში უაზროდ გადიხარ და გამოდიხარ, ოჯახის წევრებიც რომ გაკვირდებიან და ვერ ამბობე, ვერაფერს გეკითხებიან რადგან სახეზე რომ გაწერია სიტყვები “იდიოტი ვარ” და რაც შეიძლება ყველაზე მკაცრი და უჟმური მიმიკით რომ უყურებ მათ ალბათ მაგიტომ.

ხო, უხასიათო და აუტანელი ვხდები მაშინ როცა რაღაც ისეთი ხდება რაც საკუთარ თავს მაზიზღებს, არადა როგორც ჩვენ გვინდა ისე რომ იყოს ყველაფერი რა კარგი იქნებოდა, გაცილებით მარტივი იქნებოდა ცხოვრება და ყველა ბედნიერი იქნებოდა, ერთმანეთის ბედნიერებით გავიხარებდით და ესეთი საშინელი დილა აღარ გათენდებოდა.. 

ყველაფერი გეზარება, ფიქრიცკი გეზარება რადგან ხან რას მიედები, ხან რას მოედები და თავის გასამართლებელს ვერაფერს პოულობ, სულ პრიმიტიულ მიზეზსაც კი ვერ ხედავ რომ რამე შეცვალო, ხმამაღლა და დამარცვლით უმეორებ საკუთარ თავს რომ დე ბი ლი ხარ.

სხვა შემთხვევაში ალბათ იტყოდი ამდენ სანერვიულოდ არ ღირს-ო მაგრამ ამჯერად უფრო გაღიზიანებს და გაძულებს თავს როცა წინა ღამით მასთან საუბარს იხსენებ, უფრო სწორედ რამოდენიმე სიტყვას რომელზეც თავიდან გაგეღიმა, ბოლოს სხვა გზა არ გქონდა, დაიჯერე..

რაღაც დროის განმავლობაში ალბათ დროა როცა რაღაც უნდა შეიცვალოს რომ არ გახუნდეს თუმცა ამ შეცვლის რაკურსსაც დიდი მნიშვნელობა აქვს.

ერთ-ერთ პოსტში მგონი მიწერია კიდეც და არ ვიცი დამეთანხმებით თუ არა მაგრამ ‘დიდი ხანია მივხვდი იმას რომ ურთიერთობაში ტაიმაუტი არ არსებობს, ეს უბრალოდ მხოლოდ თავის გამართლების უწყინარი, მისაღები და ყველაზე ცივილური უმიზეზო მიზეზია განშორების.’

ვხვდები იმასაც რომ ადამიანს მოთმინების ზღვარი ზოგჯერ ეწურება და არჩევანის წინაშე დგება, ვხვდები და როგორც არ უნდა წარმოუდგენელი იყოს მესმის კიდეც.

ვხედავ იმას რასაც ადამიანები ჩემთვის აკეთებენ და ბედნიერი ვარ მაგრამ საკითხარი და საშინელი ის არის რომ ისე ჩანს თითქოს ამას მე არ ვუფასებ, არადა ვაღიარებ რომ უბრალოდ ვერ ვუფასებ.

რაც უფრო და უფრო ვცდილობ რომ ადამიანი ჩემთან ბედნიერი იყოს მით უფრო გამოუსწორებელ შეცდომებს ვუშვებ.

ეს ის მომენტია როცა წყალში იძირები და არ იცი სუნთქვას როდემდე შეიკავებ. ეს ზუსტად ის საშინელი მომენტია როცა მოწმენდილ ცაზე გაიელვებს. და ეს ის მომენტია როცა დაფიქრდები და ორჯერ, ხუთჯერ, ათჯერ და ათასჯერ უფრო ძალიან შეგიყვარდება.

სხვათაშორის ამ ბოლო დროს მგონი მხოლოდ წვიმიან ამინდებში ვწერ, არა ამინდს უაზროდ ვაბრალებ!!

Advertisements
Categories: My Life | 7 Comments

პოსტის ნავიგაცია

7 thoughts on “აწ უკვე წარსული

  1. 🙂 მესმის, მესმის 🙂

  2. კახი, მუდმივი ბედნიერება უკვე რუტინაა და მოწყენაც კარგია ხანდახან, განმეორებადი რომ არ იყოს ცხოვრება 😀

  3. საინტერესო სტილი გაქვს წერის, ერთი ამოსუნთქვით იკითხება))

  4. ხო მშვიდობაა შენ თავს კახი? კრისტალს დავეთანხმები ამ შემთხვევაში 🙂

  5. o ra nacnobi situaciaa.. sitkvebi ar maqvs..

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: